სუსტად მზარდ საძირეზე ხილის მოშენება გამოსადეგია როგორც მსხვილი წარმოებისათვის, ასევე მცირე ბაღებისათვის. ხეებისა და ბუჩქნარების თანამედროვე ნარგავების უმეტესობა სწორედ ამ ფორმით იზრდება.
მას ძირითადად იყენებდნენ მსხლისა და ვაშლის ხეებში, თუმცა მისი გამოყენება უკვე შეიძლება ისეთ ხეხილთანაც, როგორიცაა ბალი, ქლიავი, ატამი და სხვა.
ვაშლის ხე სუსტად მზარდ საძირეზე ვარჯით იზრდება მაქსიმუმ 2,2 – 2,5 მეტრამდე. აღნიშნული სიმაღლე გულისხმობს მარტივ მოვლასა და მოსავლის აღებას.
სწორი მოვლის შემთხვევაში ხილის მინიმუმ 80% პირდაპირ მიწიდან აიღება.
ხშირ ნარგავებს ჩვენ ვქმნით ვიწრო ინტერვალის გამოყენებით, პრაქტიკაში გამოიყენება 0,8 – 1,2 მ მანძილი რიგში ხეებს შორის, გამოყენებული მექანიზაციის მიხედვით, რიგები ერთმანეთისგან დაშორებულია 2,5 – 3,5 მეტრით.
ეს ჰექტარზე 3000–3500 ხის დარგვის საშუალებას იძლევა.
იმისათვის, რომ ასეთი ხშირი ნარგავის მიღება იყოს შესაძლებელი, უნდა გადაირგას ნერგები, რომლებიც იზრდებოდნენ სუსტად მზარდ საძირეებზე.
ძირითადად, სარწყავად გამოიყენება წვეთობრივი მორწყვა, რომელიც ძალზე ეფექტურია, რადგან მოქმედებს უშუალოდ ფესვებზე და მისი მეშვეობით დამატებით შესაძლებელია ხეების განოყიერება.
სუსტად მზარდ საძირეზე ძირითადი უპირატესობები შეიძლება რამოდენიმე პუნქტად ჩამოვაყალიბოთ:
- მარტივი მოვლა – მინიმალური გასხლვა კლასიკურ ფორმებთან შედარებით, მოსავლის აღება პირდაპირ მიწიდან, უფრო მარტივი და რაც მთავარია, უფრო ეფექტური დაცვა;
- მდიდარი მოსავალი – მოცემული ვარჯის ხეებიდან მოსავალი იღება – 40 – 50 ტონა ჰექტარზე, ზოგიერთი ჯიშებიდან კი უფრო მეტიც;
- ხილის მაღალი ხარისხი – იდეალური განათების პირობების გამო, რომელსაც ქმნის მოცემული ფორმა, ნაყოფი უფრო სავსე ფერისაა, უფრო მწიფე და გლუვი, შემცველი ნივთიერებების თანაფარდობა საუკეთესოა;
- სწრაფი ნაყოფიერება – სუსტად მზრდადი საძირეები და ვარჯის ჩამოყალიბების მეთოდი შედეგად იწვევს იმას, რომ ხეხილი მალე იძლევა ნაყოფს. ხშირად ხეები ნაყოფს პირველივე წელს იძლევიან. სრული ნაყოფიერება კი მე–3 და მე–4 წელს დგება.
- ფინანსური საშუალებების მაღალი ეფექტურობა და მომგებიანობა.
სარგავ მასალად ჩვენ ვიყენებთ ერთწლიან ან ორწლიან მცენარეებს. მათ აქვთ უბრალო ყლორტების ფორმა ან ნაადრევი ამონაყარი აქვთ. ჩვენ მათ კლასიკური მეთოდით ვრგავთ, თუმცა ყურადღება უნდა მიექცეს ჩასარგავ სიღრმეს.
დასამყნობი ადგილი დარგვის შემდეგ მიწიდან მინიმუმ 10 სმ სიმაღლეზე უნდა იყოს. ამის ნარჩუნდება საძირეს სასურველი სუსტი ზეგავლენა, და ამასთანავე ჩვენ ვცდილობთ თავი ავარიდოთ ჯიშის ცვალებადობის საფრთხეს.
ვარჯის გასხვლისა და ფორმირების დროს უნდა წარმოვიდგინოთ ხის საბოლოო ფორმა, რომელიც მხოლოდ ვარჯის სწორი ფორმირებისა და მოვლის პიროებებში მოგვცემს საშუალებას, გამოვიყენოთ ზრდისა და ნაყოფიერების ფიზიოლოგიური პრინციპები.
მიზანს 2–2,5 მეტრის სიმაღლის ხის გამოზრდა წარმოადგენს, რომლის ტანზეც მეტნაკლებად სწორი სპირალის ფორმით არის განლაგებული ვარჯის კარკასის დანარჩენი ტოტები, რომლებზეც არის განთავსებული ნაყოფის მომცემი ამონაყარი.
არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ კარკასის ტოტების გაბარდვა, რადგან ეს დაარღვევს ხის წონასწორობას , მის ძირითად ფორმას, რაც მასაზრდოებელი ნივთიერებების არასასურველ განაწილებას გამოიწვევს. ხე მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა ინარჩუნებდეს პირამიდის ფორმას, რომელიც მზის შუქის იდეალურ დაჭერას უზრუნველყოფს.
ძირითადი შემოჭრა ხის ტანის მიწის ზედაპირიდან 80–90 სმ სიმაღლეზე გადაჭრას გულისხმობს. თუ მორჩს უკვე აქვს ნაადრევი ამონაყარი, ჩვენ მას არ ვამოკლებთ, ტანს ვჭრით უკანასკნელი ტოტიდან 30–40 სმ–ით მაღლა, ხის სიძლიერისა და ზოგადი მდგომარეობის მიხედვით.
უახლოეს ვეგეტაციურ პერიოდში ხე ბოლო 30 სმ–ზე წარმოქმნის ახალ ტოტებს, რომლებსაც ჩვენ ზამთარში ისევე წავაჭრით, როგორც წინა წელს. ასევე ვიქცევით ყოველწლიურად, სასურველი სიმაღლის მიღებამდე.
ხის მომწიფებულ ასაკში ვიყენებთ მხოლოდ გამწმენდ შემოჭრას, რომლის მეშვეობით ვაცილებთ ზედმეტ, ავადმყოფ და დაზიანებულ ტოტებს, ასევე ხელის შემშლელ ტოტებსა და ყლორტებს საძირედან. მნიშვნელოვანია, რომ ტოტები არ დამოკლდეს. ეს გამოიწვევს არასასურველ განტოტებას, ტოტების გამსხვილებას და გამანოყიერებელი ნივთიერებების შემცირებას ნაყოფის განვითარებისათვის.
დანარჩენი მოვლის პირობები იგივეა, რაც სხვა ხეებს სჭირდებათ. მნიშვნელოვანია განოყიერება, მორწყვა, დაცვა დაავადებებისა და მავნებლებისაგან.
იხილეთ სახელმძღვანელო ვაშლის ბაღის გაშენება-ფერმერის გზამკვლევი