ატმის მოსავლის აღება და შენახვის პირობები

ატამი, მოკრეფა, მოსავალი

საქართველოში ატამი უძველესი დროიდან არის გავრცელებული, რაც დასტურდება ისტორიულ- ლიტერატურული წყაროებითა და გენეტიკური რესურსების მრავალფეროვნებით.

ატმის წარმოშობისა და დომესტიკაციის (მოშინაურების) ცენტრი ჩრდილო-აღმოსავლეთი და ცენტრალური ჩინეთია, სადაც, ლიტერატურული წყაროების თანახმად, ამ ხილს 3000 წლის წინ უკვე იცნობდნენ. ევროპაში ატამი ირანიდან რომაელებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე შეიტანეს.

მსოფლიოში წარმოების მოცულობით ატამი მე-10 ადგილზეა ხილის სხვა სახეობებს შორის. მისი წლიური გლობალური წარმოება 22,0 – 23,0 მილიონ ტონას შეადგენს, ხოლო ბაღები გაშენებულია 1 500 000 ჰა-ზე (FAOStat, 2014).

ატმის ნაყოფი გამოირჩევა თავისი კვებითი ღირებულებით. ნაყოფი მდიდარია ნახშირწყლებით, მინერალური ნივთიერებებით, ვიტამინებით, ფერმენტებით და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სხვა ნაერთებით.

ხილის კრეფა

ხილის კრეფა ყველაზე დაძაბული და საპასუხისმგებლო პერიოდია ატმის ბაღში. არადროულ და მოსავლის არასწორ აღებას შეუძლია მოსავლის დიდი დანაკარგი გამოიწვიოს და შესამჩნევად დააქვეითოს პროდუქციის ხარისხი.

კრეფა უნდა ჩატარდეს მხოლოდ მშრალ ამინდში, წვიმიანი ამინდის შემდეგ კრეფა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაყოფზე წვეთები აღარ იქნება. თუ ხილი დანამულია, კრეფა უნდა გადაიდოს 1-2 საათით, ნამის გაშრობამდე.

კრეფის დროს ხის ვარჯი პირველ და მეორე იარუსებად ნაწილდება, ნაყოფი იკრიფება ჯერ ქვედა იარუსის, შემდეგ კი, ზედა იარუსის ტოტებზე.

ატმის კრეფა ხორციელდება შემდეგნაირად: ნაყოფი ხელისგულში თავსდება, შემდეგ ნაყოფის გვერდზე გადაწევის გზით ხდება ნაყოფის კრეფა. დაუშვებელია ნაყოფის ტოტიდან ქვევით ჩამოგლეჯა. კრეფის დროს თავიდან უნდა იყოს აცილებული ნაყოფის ერთმანეთთან მიხეთქება და დაჟეჟვა.

აღსანიშნავია, რომ ხილის კანის შენარჩუნება მექანიკური დაზიანების გარეშე განაპირობებს შენახვის გახანგრძლივებას.

კრეფის დროს ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ნაყოფებს ბუსუსი ნაკლებად გაეცალოს, სანაყოფე ტოტები არ დაზიანდეს და არ დაიმტვრეს. მკრეფავებმა უნდა იმუშაონ თითებიანი მოქნილი ხელთათმანებით, შიშველი ხელით კრეფისას ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ხელის თითებზე ფრჩხილები არ იყოს წამოზრდილი.

საქართველოში ატამი უძველესი დროიდან არის გავრცელებული, რაც დასტურდება ისტორიულ- ლიტერატურული წყაროებითა და გენეტიკური რესურსების მრავალფეროვნებით. ატმის წარმოშობისა და დომესტიკაციის (მოშინაურების) ცენტრი ჩრდილო-აღმოსავლეთი და ცენტრალური ჩინეთია, სადაც, ლიტერატურული წყაროების თანახმად, ამ ხილს 3000 წლის წინ უკვე იცნობდნენ. ევროპაში ატამი ირანიდან რომაელებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე შეიტანეს. მსოფლიოში წარმოების მოცულობით ატამი მე-10 ადგილზეა ხილის სხვა სახეობებს შორის. მისი წლიური გლობალური წარმოება 22,0 – 23,0 მილიონ ტონას შეადგენს, ხოლო ბაღები გაშენებულია 1 500 000 ჰა-ზე (FAOStat, 2014). ატმის ნაყოფი გამოირჩევა თავისი კვებითი ღირებულებით. ნაყოფი მდიდარია ნახშირწყლებით, მინერალური ნივთიერებებით, ვიტამინებით, ფერმენტებით და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სხვა ნაერთებით. ფოტო ხილის კრეფა ხილის კრეფა ყველაზე დაძაბული და საპასუხისმგებლო პერიოდია ატმის ბაღში. არადროულ და მოსავლის არასწორ აღებას შეუძლია მოსავლის დიდი დანაკარგი გამოიწვიოს და შესამჩნევად დააქვეითოს პროდუქციის ხარისხი. კრეფა უნდა ჩატარდეს მხოლოდ მშრალ ამინდში, წვიმიანი ამინდის შემდეგ კრეფა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაყოფზე წვეთები აღარ იქნება. თუ ხილი დანამულია, კრეფა უნდა გადაიდოს 1-2 საათით, ნამის გაშრობამდე. კრეფის დროს ხის ვარჯი პირველ და მეორე იარუსებად ნაწილდება, ნაყოფი იკრიფება ჯერ ქვედა იარუსის, შემდეგ კი, ზედა იარუსის ტოტებზე. ატმის კრეფა ხორციელდება შემდეგნაირად: ნაყოფი ხელისგულში თავსდება, შემდეგ ნაყოფის გვერდზე გადაწევის გზით ხდება ნაყოფის კრეფა. დაუშვებელია ნაყოფის ტოტიდან ქვევით ჩამოგლეჯა. კრეფის დროს თავიდან უნდა იყოს აცილებული ნაყოფის ერთმანეთთან მიხეთქება და დაჟეჟვა. აღსანიშნავია, რომ ხილის კანის შენარჩუნება მექანიკური დაზიანების გარეშე განაპირობებს შენახვის გახანგრძლივებას. კრეფის დროს ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ნაყოფებს ბუსუსი ნაკლებად გაეცალოს, სანაყოფე ტოტები არ დაზიანდეს და არ დაიმტვრეს. მკრეფავებმა უნდა იმუშაონ თითებიანი მოქნილი ხელთათმანებით, შიშველი ხელით კრეფისას ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ხელის თითებზე ფრჩხილები არ იყოს წამოზრდილი. ფოტო შენახვის ოპტიმალური პირობები ატმის შენახვის პერიოდი მერყეობს ჯიშების მიხედვით და საშუალოდ შეადგენს 2-3 კვირას. შენახვის ტემპერატურა შეადგენს 0 – 10C -ს. გაყინვის ეტაპი განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რამდენია ხსნადი მშრალი ნივთიერება (SSC) და რა ტემპერატურაა, ტენიანობა უნდა იყოს 90-95%. უშუალოდ ბაღებში, ხილი შეიძლება გაცივდეს რეზერვუარებში ინტენსიური ჰაერნაკადის გაგრილებით ან ჰიდრო-გაგრილებით. რეზერვუარებში გვერდიდან შედის ვენტილაცია სპეციალური გვირაბით ან მილისებრი მეთოდით. ჰიდრო გაგრილება, როგორც წესი, კეთდება კონვეირის ტიპის ჰიდრო ქულერით. ხილი მინდვრის რეზერვუარებში შეიძლება გაგრილდეს საშუალო ტემპერატურაზე 5- 10 0C, იმის გათვალისწინებით, რომ დახარისხება და შეფუთვა მეორე დღესვე განხორციელდება. თუ შეფუთვა გვიანდება, მაშინ ხილი უფრო კარგ გაგრილებას საჭიროებს რეზერვუარებში, დაახლოებით 00C ტემპერატურაზე. იმ ჯიშების შემთხვევაში, რომელთაც რბილობის შიდა გამუქება–დაზიანება ახასიათებთ, რეკომენდებულია სწრაფი გაცივება (8 საათში) და ტემპერატურის 00C შენარჩუნება. /კარლოს ჰ. კრისოსტო; ადელ ა. კადერი/ ფოტო სწორი შენახვის პირობებში, შესაძლებელია მოკრეფილი ატმის დიდი ნაწილის რეალიზაცია ფერმერისთვის მისაღებ ფასად. თუმცა უნდა აღინიშნის, რომ საქართველოში მცირე ფერმერულ მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობა, არ იძლევა ამის საშუალებას. ამიტომ ჩვენი აზრით, სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციები უფო მეტად უნდა ზრუნავდნენ, შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. წყარო: ატამი – დარგვა, მოვლა-მოყვანა, ბაღის გაშენება

შენახვის ოპტიმალური პირობები

ატმის შენახვის პერიოდი მერყეობს ჯიშების მიხედვით და საშუალოდ შეადგენს 2-3 კვირას. შენახვის ტემპერატურა შეადგენს 0 – 10C -ს.

გაყინვის ეტაპი განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რამდენია ხსნადი მშრალი ნივთიერება (SSC) და რა ტემპერატურაა, ტენიანობა უნდა იყოს 90-95%.

უშუალოდ ბაღებში, ხილი შეიძლება გაცივდეს რეზერვუარებში ინტენსიური ჰაერნაკადის გაგრილებით ან ჰიდრო-გაგრილებით. რეზერვუარებში გვერდიდან შედის ვენტილაცია სპეციალური გვირაბით ან მილისებრი მეთოდით.

ჰიდრო გაგრილება, როგორც წესი, კეთდება კონვეირის ტიპის ჰიდრო ქულერით. ხილი მინდვრის რეზერვუარებში შეიძლება გაგრილდეს საშუალო ტემპერატურაზე 5- 10 0C, იმის გათვალისწინებით, რომ დახარისხება და შეფუთვა მეორე დღესვე განხორციელდება.

თუ შეფუთვა გვიანდება, მაშინ ხილი უფრო კარგ გაგრილებას საჭიროებს რეზერვუარებში, დაახლოებით 00C ტემპერატურაზე. იმ ჯიშების შემთხვევაში, რომელთაც რბილობის შიდა გამუქება–დაზიანება ახასიათებთ, რეკომენდებულია სწრაფი გაცივება (8 საათში) და ტემპერატურის 00C შენარჩუნება. /კარლოს ჰ. კრისოსტო; ადელ ა. კადერი/

საქართველოში ატამი უძველესი დროიდან არის გავრცელებული, რაც დასტურდება ისტორიულ- ლიტერატურული წყაროებითა და გენეტიკური რესურსების მრავალფეროვნებით. ატმის წარმოშობისა და დომესტიკაციის (მოშინაურების) ცენტრი ჩრდილო-აღმოსავლეთი და ცენტრალური ჩინეთია, სადაც, ლიტერატურული წყაროების თანახმად, ამ ხილს 3000 წლის წინ უკვე იცნობდნენ. ევროპაში ატამი ირანიდან რომაელებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე შეიტანეს. მსოფლიოში წარმოების მოცულობით ატამი მე-10 ადგილზეა ხილის სხვა სახეობებს შორის. მისი წლიური გლობალური წარმოება 22,0 – 23,0 მილიონ ტონას შეადგენს, ხოლო ბაღები გაშენებულია 1 500 000 ჰა-ზე (FAOStat, 2014). ატმის ნაყოფი გამოირჩევა თავისი კვებითი ღირებულებით. ნაყოფი მდიდარია ნახშირწყლებით, მინერალური ნივთიერებებით, ვიტამინებით, ფერმენტებით და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სხვა ნაერთებით. ფოტო ხილის კრეფა ხილის კრეფა ყველაზე დაძაბული და საპასუხისმგებლო პერიოდია ატმის ბაღში. არადროულ და მოსავლის არასწორ აღებას შეუძლია მოსავლის დიდი დანაკარგი გამოიწვიოს და შესამჩნევად დააქვეითოს პროდუქციის ხარისხი. კრეფა უნდა ჩატარდეს მხოლოდ მშრალ ამინდში, წვიმიანი ამინდის შემდეგ კრეფა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაყოფზე წვეთები აღარ იქნება. თუ ხილი დანამულია, კრეფა უნდა გადაიდოს 1-2 საათით, ნამის გაშრობამდე. კრეფის დროს ხის ვარჯი პირველ და მეორე იარუსებად ნაწილდება, ნაყოფი იკრიფება ჯერ ქვედა იარუსის, შემდეგ კი, ზედა იარუსის ტოტებზე. ატმის კრეფა ხორციელდება შემდეგნაირად: ნაყოფი ხელისგულში თავსდება, შემდეგ ნაყოფის გვერდზე გადაწევის გზით ხდება ნაყოფის კრეფა. დაუშვებელია ნაყოფის ტოტიდან ქვევით ჩამოგლეჯა. კრეფის დროს თავიდან უნდა იყოს აცილებული ნაყოფის ერთმანეთთან მიხეთქება და დაჟეჟვა. აღსანიშნავია, რომ ხილის კანის შენარჩუნება მექანიკური დაზიანების გარეშე განაპირობებს შენახვის გახანგრძლივებას. კრეფის დროს ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ნაყოფებს ბუსუსი ნაკლებად გაეცალოს, სანაყოფე ტოტები არ დაზიანდეს და არ დაიმტვრეს. მკრეფავებმა უნდა იმუშაონ თითებიანი მოქნილი ხელთათმანებით, შიშველი ხელით კრეფისას ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ხელის თითებზე ფრჩხილები არ იყოს წამოზრდილი. ფოტო შენახვის ოპტიმალური პირობები ატმის შენახვის პერიოდი მერყეობს ჯიშების მიხედვით და საშუალოდ შეადგენს 2-3 კვირას. შენახვის ტემპერატურა შეადგენს 0 – 10C -ს. გაყინვის ეტაპი განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რამდენია ხსნადი მშრალი ნივთიერება (SSC) და რა ტემპერატურაა, ტენიანობა უნდა იყოს 90-95%. უშუალოდ ბაღებში, ხილი შეიძლება გაცივდეს რეზერვუარებში ინტენსიური ჰაერნაკადის გაგრილებით ან ჰიდრო-გაგრილებით. რეზერვუარებში გვერდიდან შედის ვენტილაცია სპეციალური გვირაბით ან მილისებრი მეთოდით. ჰიდრო გაგრილება, როგორც წესი, კეთდება კონვეირის ტიპის ჰიდრო ქულერით. ხილი მინდვრის რეზერვუარებში შეიძლება გაგრილდეს საშუალო ტემპერატურაზე 5- 10 0C, იმის გათვალისწინებით, რომ დახარისხება და შეფუთვა მეორე დღესვე განხორციელდება. თუ შეფუთვა გვიანდება, მაშინ ხილი უფრო კარგ გაგრილებას საჭიროებს რეზერვუარებში, დაახლოებით 00C ტემპერატურაზე. იმ ჯიშების შემთხვევაში, რომელთაც რბილობის შიდა გამუქება–დაზიანება ახასიათებთ, რეკომენდებულია სწრაფი გაცივება (8 საათში) და ტემპერატურის 00C შენარჩუნება. /კარლოს ჰ. კრისოსტო; ადელ ა. კადერი/ ფოტო სწორი შენახვის პირობებში, შესაძლებელია მოკრეფილი ატმის დიდი ნაწილის რეალიზაცია ფერმერისთვის მისაღებ ფასად. თუმცა უნდა აღინიშნის, რომ საქართველოში მცირე ფერმერულ მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობა, არ იძლევა ამის საშუალებას. ამიტომ ჩვენი აზრით, სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციები უფო მეტად უნდა ზრუნავდნენ, შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. წყარო: ატამი – დარგვა, მოვლა-მოყვანა, ბაღის გაშენება

სწორი შენახვის პირობებში, შესაძლებელია მოკრეფილი ატმის დიდი ნაწილის რეალიზაცია ფერმერისთვის მისაღებ ფასად. თუმცა უნდა აღინიშნის, რომ საქართველოში მცირე ფერმერულ მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობა, არ იძლევა ამის საშუალებას.

ამიტომ ჩვენი აზრით, სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციები უფრო მეტად უნდა ზრუნავდნენ, შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

წყარო: ატამი – დარგვა, მოვლა-მოყვანა, ბაღის გაშენება

თქვენი რეკლამა