მწვანე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დღე ტექნოპარკში

102 Views

29 ნოემბერს, 10:30 საათზე CENN გიწვევთ მწვანე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დღეზე ტექნოპარკში

კლიმატის ცვლილება ჩვენი დროის უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. ეს პრობლემა ეხება ყველას – მიუხედავად ქვეყნის საერთაშორისო სტატუსისა თუ ფართობისა.

პარიზის შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ საქართველო, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები, ვალდებულია, აიღოს პასუხისმგებლობა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე.

CENN, პარტნიორებთან ერთად, საქართველოში გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების გაზრდის მიზნით, აქტიურად ახორციელებს პროექტებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

მწვანე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვა ჩვენი საქმიანობის ახალი და მომავალზე ორიენტირებული მიმართულებაა – სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არის შესაძლებელი საქართველოში, ისე, როგორც მთელ მსოფლიოში არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ ინფორმაციის სწრაფი გავრცელება და საზოგადოების ჩართვა პრობლემის მოგვარების საქმეში.

მწვანე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დღეს, CENN-ის გუნდი საზოგადოებას გააცნობს კავკასიაში პირველ გარემოსდაცვითი ცოდნის პორტალსა და მწვანე მობილურ აპლიკაციას GreenWatch.

მობილური აპლიკაცია GreenWatch საშუალებას აძლევს მომხმარებელს, გადაიღოს გარემოსდაცვითი პრობლემის ამსახველი ფოტო და გამოგზავნოს ის შემდგომი რეაგირების მიზნით. აპლიკაციაში შემოსული განაცხადები გადამისამართდება პასუხისმგებელ უწყებებთან, რომლებიც დაეხმარებიან საზოგადოებას პრობლემის მოგვარებაში.

GreenWatch შექმნილია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, CENN-ის მიერ, დონორთა ფინანსური მხარდაჭერით.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB