აზიმინა კომერციულად საინტერესო კულტურაა?

აზიმინა

აზიმინა (ლათ. Asimina, კარაქის ხე, ამერიკული პაპაია ) ტოპიკული მცენარეა, რომლის სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა. დაახლოებით 100 წლის წინ გაშენდა და დროთა განმავლობაში გავრცელდა ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში.

დღესდღეობით აზიმინას დაახლოებით 70 სახეობა არსებობს, რომელიც ერთმანეთისგან სიცივისადმი მდგრადობით, მოსავლის აღების პერიოდით და ნაყოფის ზომით განსხვავდება.

მცენარე სუბტროპიკულ ადგილებში ხარობს, თუმცა, შეუძლია ტემპერატურის ხანმოკლე ვარდნასაც გაუძლოს -30-35° С – მდე. ამინდის ცვლილებისადმი მსგავსი გამძლეობიდან გამომდინარე, აზიმინას ნარგავები უკრაინასა და რუსეთის ცენტრალურ ზონაშიც გაიზარდა.

აზიმინა ჯვარედინად დამტვერვადი მცენარეა, რომელიც 3 კვირის განმავლობაში ყვავის (აპრილი – მაისი). ყვავილებს საკმაოდ მძაფრი სუნი ახასიათებთ, რითიც დამმტვერავ მწერებს იზიდავს.

როგორც ფემერები აღნიშნავენ, აზიმინას ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, დაავადებებისა და მავნებლების მიმართ მდგრადობაა. ნერგით გახარების შემთხვევაში, პირველ მოსავალს 3-4 წელში ისხავს, თესლით გახარების შემთხვევაში კი – 5-6 წელში. მოსავლის პერიოდი სექტემბერ-ოქტომბერია, ნაყოფი არათანაბრად მწიფდება, ადვილად იშლება და ძირს იყრება.

აზიმინა

აზიმინას გაშენება უმჯობესია ოდნავ მჟავე ან ნეიტრალურ ნიადაგზე. შეიძლება ასევე გაიზარდოს ქვიან ნიადაგზე. გამოკვება და დროულად მორწყვა – ზაფხულში ყოველკვირეულად, ხელს უწყობს ნერგის ფორმირებას და ზრდას. შემოდგომით, მოსავლის აღების წინა პერიოდში მცირდება მორწყვის საჭიროება და აღარ სჭირდება გამოკვება.

რა ინვესტიცია გჭირდებათ ნერგების შესაძენად?

უკრაინაში აზიმინას ნერგებს მცირე სამებაღეო მეურნეობები თავიანთ სავაჭრო პლატფორმებზე ჰყიდიან. ფასი 300-დან 1800 UAH-მდე ($11.25-64.47) იცვლება. ფასების დიაპაზონი დამოკიდებულია ჯიშზე და დამყნობილია თუ არა ნერგი.

„აზიმინას ნერგის პირველი ნაყოფის მიღების დასაჩქარებლად მიზანშეწონილია, გაზაფხულზე წვერის დასაწყისში გადაჭრათ და სხვა ნერგზე დაამყნოთ. ნამყენი ნერგი უფრო სწრაფად იძლევა ნიშანს. მცენარის გადაჭრა საძირეს ნაყოფიერებაზე არ იმოქმედებს, თუმცა, ფერმერს მკაფიო წარმოდგენა ექნება ნერგის პოტენციალის შესახებ“ – ამბობს ფერმერი ვასილ მიკიტასი.

აზიმინა

სასარგებლო თვისებები

აზიმინა ფართოდ გამოიყენება კულინარიაში, მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში. აზიმინა ალკალოიდებს შეიცავს, ამიტომ მედიცინაში როგორც ანტიოქსიდანტი გამოიყენება.

ხილი მდიდარია ფრუქტოზითა და საქაროზით, ამინომჟავებით, ვიტამინებით (განსაკუთრებით A და C ვიტამინები) კალიუმით, კალციუმით, ფოსფორით, რკინითა და მაგნიუმით. ამ ნივთიერებების ხშირი მიღება ხელს წყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, აღადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.

ფარმაცევტულ პროდუქტებში აზიმინას პრეპარატები გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო. მისი ექსტრაქტები გამოიყენება იმუნური სისტემის გასაუნჯობესებლად, დამცავი თვისებების გასაზრდელად და სტრესის უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად.

აზიმინა

აზიმინასგან ამზადებენ კენრძებს. ამისთვის ნაყოფი უნდა გაითალოს და გამოვიყენოთ ნაყოფის თესლი. აზიმინასგან ამზადებენ კოქტეილებს, დესერტებს, საკონდიტრო ნაწარმს, ნაყინს, სოუსებს, კრემებსა და მურაბებს. გამოიყენებენ კენკრასთან, ხორცთან, თხილთან და იოგურტთან ერთად.

აზიმინას საბაზრო პოტენციალი

აზიმინას ბაზარი, მათ შორის არც აშშ-ში, ჯერ არ არსებობს მსოფლიოში, რადგან მცირედ არის გაშენებული და ძირითადად მცირე ფერმერები საცდელად, არაკომერციული მიზნებით აშენებენ. ამის მიუხედავად, ბოლო 15-20 წლის განმავლობაში, დიდი ძალისხმევა დაიხარჯა აშშ-ში, იტალიასა და ავსტრალიაში ამ მცენარის გენოფონდის კოლექციების შესასწავლად და შესაქმნელად.

აზიმინა

ეს გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ აზიმინას გაშენება ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი ნიშა შეიძლება იყოს, რასაც ჯიშების სწორი შერჩევა, კულტივირების ტექნოლოგიის დაცვა და ბაზარზე მარკეტინგული ღონისძიებები სჭირდება. დღეს აზიმინა სამოყვარულო კულტურაა, რომელზე მოთხოვნა ონლაინ სავაჭრო პლათფორმებზე თანდათან იზრდება.

წყარო: east-fruit.com

კრედო ბანკი