ევროკავშირის კონკურსი (14 მლნ. ევრო) სოფლის განვითარებისთვის

1651 Views Comment Off

ევროკავშირი იწყებს ახალ კონკურსს სოფლის განვითარების საპილოტე პროექტისთვის ENPARD-ის ფარგლებში.

კონკურსის ფარგლებში გამოყოფილი თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 36 მილიონ ლარს (14 მილიონ ევროს), კონცეფციების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 16 მაისი.

ევროპის სამეზობლოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამა საქართველოში (ENPARD Georgia) არის ევროკავშირის პროგრამა, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ხელშეწყობა და სოფლის მოსახლეობისათვის უკეთესი დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების შექმნის სტიმულირება. პროგრამა 2013 წელს დაიწყო  და მისი ბიუჯეტი შეადგენს 265 მლნ ლარს (102 მლნ. ევროს).

ENPARD საქმიანობის ფარგლებში 2015 წელს გამოცხადებულმა საწყისმა კონკურსმა შედეგად მოიტანა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მიმდინარე საპილოტე სოფლის განვითარების ღონისძიებები  ყაზბეგში, ლაგოდეხისა და ბორჯომის ტერიტორიულ ერთეულებში.

სოფლის განვითარების  საპილოტე ღონისძიებების (II ფაზა) ახალი საგრანტე კონკურსის ფარგლებში ENPARD-ის ღონისძიებები გავრცელდება ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაცია, უფრო  კონკურენტუნარიანი და კლიმატის მოთხოვნებზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის განვითარების ჩათვლით, სოფლად ეფექტური არა სასოფლო-სამეურნეო დასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობა  და გარემოს რესურსების მდგრადი მართვა და დაცვა.

ამგვარად, ეს კონკურსი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარების ახალ ზომებს საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში და შემდგომ განვითარებას მისცემს ღონისძიებებს იმ ერთეულებში, რომლებიც უკვე მოცული იყო პროგრამის წინა ფაზით.

ახალი კონკურის ფარგლებში განაცხადებისათვის გათვალისწინებული საერთო თანხა 14 მილიონ ევროს შეადგენს. კონცეფციების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 16 მაისი.

ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: www.eeas.europa.eu/delegations/georgia

საკონტაქტო პირი: მიკოლაი ბეკისიაკი

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, კომუნიკაციების ხელმძღვანელი

Email: Mikolaj-Swietopelek.BEKASIAK@eeas.europa.eu

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1208 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1303 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB