ღვინის ეროვნული სააგენტო ევროკავშირის პროექტში „Eco2Wine“ ერთვება

ეროვნული

ღვინის ეროვნული სააგენტო ევროკავშირის პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ სასწავლო  პროექტში „Eco2Wine” ერთვება.

პროექტი მიზნად ისახავს  მეღვინეობაში გლობალური ინოვაციებისა და კომუნიკაციის გაძლიერებას. პროექტის განხორციელება 2023 წლის ბოლოს დაიწყება.

მილანის უნივერსიტეტის მიერ კოორდინირებული Eco2Wine-ის პარტნიორები არიან საქართველოს, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, სლოვენიის და სამხრეთ აფრიკის ქვეყნები.

პროექტის პარტნიორი ქვეყნები წარმოადგენილნი არიან შესაბამისი უნივერსიტეტებით: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მილანის უნივერსიტეტი, ბურგუნდიის უნივერსიტეტი, გაიზენჰაიმის უნივერსიტეტი, პერუჯის უნივერსიტეტი, ლუბლიანას უნივერსიტეტი, კადისის უნივერსიტეტი და სტელენბოშის უნივერსიტეტი და ესპანეთის ეროვნული კვლევების საბჭო.

თქვენი რეკლამა