საპნის მომზადების უძველესი ქართული ტექნოლოგია

3222 Views

სვანეთში, საპონს უძველესი დროიდან ადგილზე ამზადებდნენ. სახლის პირობებში მომზადებული საპონი, არაჩვეულებრივი სარეცხი და დასაბანი საშუალება იყო. მისი დამზადებისათვის საჭიროა მხოლოდ ნაცარი და ღორის ან საქონლის ქონი.

თავდაპირველად აგროვებენ დიდი რაოდენობით წიფლის ხის ნამწვისაგან მიღებულ ნაცარს, რადგანაც იგი მოთეთრო ფერისაა, შემდეგ მოათავსებენ გოდორში ან ნახვრეტებიან ჭურჭელში, შუაში ამოაღრმავებდნენ და შიგ პერიდულად თბილ წყალს ასხამენ, ნაცარი წყლით იჟღენთება და ჩამონაწური წყალი ქვეშ მდგარ ჭურჭელში გროვდება, რომელსაც თან წვრილი ნაცრის ნალექი მოყვება.

ამ ნაცრიან წყალს „ჰერამი „ჰქვია მას მათეთრებლადაც იყენებდნენ.  შემდეგ „ჰერამს“ ქვაბში ასხამენ და ცეცხლზე შემოდგამენ, მას დიდხანს ადუღებენ, სანამ არ განახევრდება და სქელი მასა არ დარჩება, ამის შემდეგ მას უმატებენ საქონლის ან ღორის ქონის გარკვეულ დოზას, ეს დამოკიდებულია ნაცრის მასაზე.

თუ ქონი აკლია, საპონი ფშვნადია და რეცხვისას თეთრ ლაქებს ტოვებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ქონი საჭირო რაოდენობით დაემატოს.

ამ ნაცრისა და ქონის ნაზავს ისევ ხარშავენ, სანამ მასა ცომივით სქელი არ გახდება, შემდეგ ათავსებენ პატარ-პატარა ყალიბებში, ფორმის მისაღებად, საიდანაც მალევე, თბილს გადმოაგდებენ და შეახვევენ პირსახოცში, ამ პირსახოცში გახვეულს ტკეპნიან და ამაგრებენ, შემდეგ აწყობენ ფიცრის ნაჭერზე გამოსაშრობად.

ასე მომზადებული საპონი დიდხანს ინახება, ოჯახი ერთ მოხარშვაზე 3-4 თვის მარაგს ხარშავდა, რადგანაც საპნის საბოლოო დასრულებას დაახლოებით 5-8 დღე სჭირდება და შრომატევად საქმეს წარმოადგენს ხშირად რამდენიმე ოჯახი ერთად ხარშავდა საპონს, რათა ურთიერთ თანადგომით საქმე გაეადვილებინათ.

დღეს, თანამედროვე ცხოვრებამ ათასგვარი ჰიგიენური საშუალებები შემოგვთავაზა, ტრადიციულმა კი ადგილი დაუთმო ახალს, ამიტომ სახლის პირობებში საპნის დამზადება იშვიათად ხდება, ძირითადად იმ ოჯახებში, სადაც უფროსი ასაკის ქალები ცხოვრობენ, რადგანაც ისინი თვლიან, რომ ასე მომზადებული საპონი ქერტლისა და თმის ცვენის საწინააღმდეგო და დეზინფექციის უებარი საშუალებაა.

sofelifari.blogspot.com

მსგავსი უძველესი ტექნოლოგიების გამოყენება, ინტერნეტ მარკეტინგის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ჩვენი აზრით შესაძლებელია, მონდომებულმა ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა შემოსავლის წყაროდ აქციოს.

გისურვებთ წარმატებებს!

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
ცერცვეკალა — სამკურნალო მცენარე
535 Views

ცერცვეკალა (ლათ. Alhagi Pseudalhagi (Bieb) Desv) პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის, 30-130 მმ სიმაღლის ნახევრადბუჩქი მცენარეა, ღრმად მიმავალი ფესვთა სისტემით. ღეროზე განლაგებული ძლიერი ეკლები ღეროს სახეცვლილებას წარმოადგენს

სრულად
თქვენი რეკლამა
აგროკავკასია FB