აგრობიზნესის განვითარება ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია!

435 Views

სოფლის მეურნეობის ზოგადად, სასოფლო დასახლებების, საოჯახო თუ ფერმერული მეურნეობის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი დარგის განვითარებისთვის, აუცილებელი პირობაა განათლება და საინფორმაციო უზრუნველყოფა.

საუკეთესო პროფილური სასწავლებლების (ნებისმიერი რანგის) პირობებშიც კი, დინამიურად განვითარებადი სოფლის მეურნეობის, ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების ათვისებისა და  გამოყენების თვალსაზრისით, შეუცვლელი საშუალებაა-დარგობრივი საინფორმაციო საშუალებები.

ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში, სადაც ძალიან მწირია დარგობრივი ინფორმაციების ქართულ ენაზე წვდომის შესაძლებლობა. განსაკუთრებით თვალშისაცემია  თანამედროვე მიდგომების, წარმოების, მარკეტინგის და სხვა ფერმერისთვის საჭირო ლიტერატურის დეფიციტი.

ქვეყანაში არ მოქმედებს დასავლური ტიპის საუნივერსიტეტო გამოცემები, ვებ გაზეთები, ძალზედ მცირეა დარგობრივი გადაცემების სპექტრი ტელემედიაში.

გარდა ამისა, მსოფლიოში ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე ტენდეციები გვიჩვენებს, რომ ძალზედ აქტუალური ხდება ინტერნეტმედია-პოპულარული გამოცემები სრულად თუ არა დიდი პროცენტით იყენებენ ინტერნეტ საშულებებს.

ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, გასათვალისწინებელია ქვეყნისთვის ახალი რეალობა-ევროინტეგრაციის პროცესი, ახალი ბაზარი, რეგულაციები…

ფერმერმებმა უნდა გაითავისონ, რომ სოფლის მეურნეობა არის კომერციული დარგი, უნდა განვითარდეს ინტერნეტ-მარკეტინგი, ახალგაზდა თაობამ უნდა ირწმუნოს აგრობიზნესის შესაძლებლობები, უნდა დაინერგოს ახალი ტექნოლოგიები და სრულად იქნას გამოყენებული-ქვეყნის აგრარული პოტენციალი.

ეს ყოველივე აქტუალურს ხდის სოფლის მეურნეობის დარგობრივი საინფორმაციო-ანალიტიკური საშუალებების განვითარებას და ხელშეწყობას.

საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „აგროკავკასია“

აგრპორტალის იდეა მდგომარეობს, სოფლის მეურნეობაში და მასთან დაკავშირებულ დარგებში-მემცენარეობა, მეფუტკრეობა, მეცხოველეობა, მებაღეობა, მევენახეობა, მეთევზეობა, მეღვინეობა, მებოსტნეობა, მესათბურეობა, წარმოება, ეკოლოგია, ბიზნესი, ტექნოლოგია, აგროტურიზმი, კოოპერაცია, ევროინტეგრაცია და სხვა-მსოფლიოში და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაშუქება.

ახალი ტექნოლოგიების პოპულარიზაცია, სამეურნეო საინფორმაციო სივრცის შექმნა, სასწავლო და სახელმძღვანელო ტიპის სტატიებისა და რეკომენდაციების მიწოდება ფერმერებისთვის, აგრობირჟისთვის ნიადაგის მომზადება, გამართული საკომუნიკაციო ველის ჩამოყალიბება: ფერმერებსა და კომპანიებს, ფერმერებსა და დარგის სპეციალისტებს, მეწარმეებს და სახელმწიფოს შორის.

ფერმერთა საჭიროებების გამოვლენა და გაშუქება, ონლაინ საკონულტაციო სამსახურის შექმნა, მწვანე ჟურნალისტიკის განვითარება და სხვა.

„აგროკავკასიის“ ოფიციალური სტატისტიკა

ფუნქციონირება სრულ რეჟიმში-2014 წლის 02 ოქტომბერი;

TOP.GE

1. 2014 წლის 02 ოქტემბრიდან — 2016 წლის 02 აპრილამდე საიტზე დაიდო 1000-ზე მეტი სტატია;

2. აღნიშნულ პერიოდში საიტზე შემოვიდა 640 000-ზე მეტიუნიკალური მომხმარებელი

3. სტატიების წაკითხვადობის საერთო მაჩვენებლი 1 000 000-ს აჭარბებს;

4. საქართველოში TOP-რეიტინგში დაფიქსირებულ 14 500-ზე მეტ საიტს შორის, ამ ეტაპზე საიტი 250 საუკეთესოშია;

5. ამ ეტაპზე, ყოველდღიურად საიტზე საშუალოდ 2700-3000 უნიკალური მომხმარებელი შემოდის ეს თვეში დაახლოებით 80 000 – 90 000-ია (მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფი);

6. ყოველდღიური საკონსულტაციო ზარებისა და წერილების რაოდენობა, ამ ეტაპზე დღეში საშუალოდ შეადგენს 200 -ს აჭარბებს;

7. არის საიტზე სტატიები რომელსაც 10 000 ზე მეტი წაკითხვა აქვს.

თუ დარგის განვითარებით ვართ დაინტერესებული, ხელი უნდა შევუწყოთ დარგობრივ საინფორმაციო საშუალებებს — აგრობიზნესის განვითარება ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია!

ცნობისთვის: „აგროკავკასია“ არ არის ჩართული, არც საერთაშორისო და არც ადგილობრივ არანაირ პროგრამაში და პროექტში.

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2029 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB