ნიადაგის მომზადება საგაზაფხულოდ უფრო მეტი მოსავლის მისაღებად!

ნიადაგი, მომზადება, გაზაფხულზე

დაიწყო აქტიური საგაზაფხულო სამუშაოები მცენარის მოსამზადებლად მთელი სეზონისათვის. იმისათვის რომ ნარგაობას მივცეთ ვეგეტაციის დასაწყისში ძლიერი სტარტი აუცილებელია მისი გამოკვება კომპლექსური სასუქების გამოყენებით.  

კომპლექსურია სასუქი, რომელიც ერთდროულად შეიცავს მცენარის ზრდა-განვითარებისათვის საჭირო N,P, K  საკვებ ელემენტებს.  ასეთი ტიპის კომპლექსური სასუქის სწორად შერჩევით, ნიადაგის ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე, მცენარე იღებს საჭირო საკვებ ელემენტებსა და დამატებით ენერგიას სავაგეტაციო პერიოდის კარგად წარმართვისთვის.

აუცილებელია რომ ნიადაგის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით შეირჩეს გამოსაყენებული სასუქის ტიპი და განისაზღვროს რაოდენობა.  ნიადაგში შესატან სასუქებს შორის უნდა აღინიშნოს ევროტიმი და ევროპაკი, რომელთა გამოყენებასაც დიდი უპირატესობა გააჩნიათ რაც მდგომარეობს შემდგომში: ცნობილია რომ მჟავე და ტუტე არის რეაქციის მქონე ნიადაგებში ფოსფორი უხსნადი კომპლექსებს წარმოქმნის და მცენარე ამ ელემენტს ვეღარ ითვისებს. ასეთ ნიადაგებში სასუქის შეტანისას, მასში არსებული ფოსფორის 40-60% გადადის უხსნად მდგომარეობაში და მცენარე მას ვერ იყენებს. ევროტიმი და ევროპაკი კი დაპატენტებულია იმგვარად, რომ მასში შედის მცენარეული ნედლეულისგან მიღებული მპპა კომპლექსი, რომელიც იცავს ფოსფორს ბლოკირებისგან , შესაბამისად ამ სასუქების გამოყენება შეიძლება როგორც ტუტე ასევე მჟავე ნიადაგებში. ამ კომპლექსის დამსახურებით ევროტიმსა და ევროპაკში შემავალი საკვები ელემენტები 100%-ით ხელმისაწვდომია მცენარისთვის.

ევროტიმის შემადგენლობაა 10-18-12, გოგირდი და თუთია, სასუქი შედარებით დიდი რაოდენობით შეიცავს ფოსფორს და იდეალურია ამ ელემენტის დეფიციტის მქონე ნიადაგში გამოსაყენებლად. აგრეთვე ევროტიმის გამოყენებით ნიადაგში ვავსებთ გოგირდისა და თუთიის მარაგებს. რაც შეეხება ევროპაკს 11-10-16 სასუქი უფრო მაღალი შემცველობით შეიცავს კალიუმს და მის შემადგენლობაში შედის მაგნიუმი, ბორი,თუთია და გოგირდი. თუთია და ბორი მონაწილეობას იღებს ყვავილობის პროცესის ნორმალურად წარმართვაში, ხოლო მაგნიუმი მონაწილეობას იღებს ფოტოსინთეზის პროცესში.

ამგვარად მომზადებული ნიადაგი ხელს შეუწყობს მცენარის ინტენსიურ განვითარებას, რაც საბოლოოდ მიღებულ მოსავალზე აისახება.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ნიადაგში შესატანი სასუქები აუცილებლად უნდა ჩაკეთდეს ნიადაგში, რათა არ მოხდეს მისი გაფანტვა. ნიადგში ჩაკეთების გზით სასუქი უფრო სწრაფად გაიხსნება და განაწილდება მცენარის ფესვთა სისტემის გარშემო.

ნიადაგის ანალიზი, შემდგომში მიღებული პასუხების საფუძველზე ნიადაგში შესატანი სასუქების ტიპის და რაოდენობის განსაზღვრა წარმოადგენს იმ აუცილებელ ეტაპებს რომელიც ფერმერს საშუალებას აძლევს შექმნას მცენარის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო. თუმცა ეს არის პირველი გადასადგმელი ნაბიჯები და მცენარის სწორი, დროული კვება არის აუცილებელი მაღალი მოსავლის მისაღებად.

იმისათვის, რომ გავზარდოთ მოსავლიანობა და გვქონდეს ძლიერი მცენარე, ფერმერი უშუალოდ დიდ ყურადღებას უნდა აქცევდეს მცენარის არა მარტო მწვანე მასის, არამედ ფესვთა სისტემის განვითარებასაც. რადგან კვებაზე საუბრისას ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ მცენარე ძირითადად საკვებ ელემენტებს სწორედ ფესვების საშუალებით ითვისებს. შესაბამისად ჯანსაღი ფესვთა სისტემის გარეშე მცენარე ვეღარ ითვისებს საკვებ ელემენტებს და განვითარებაში ჩამორჩება. სწორედ ამიტომაც რეკომენდებულია, ფესვთა სისტემის განვითარების სტიმულატორის-კოდამინ რადიკულარის გამოყენება.  კოდამინ რადიკულარი ხელს უწყობს ჯანსაღი, ვრცელი ფესვთა სისტემის განვითარებას დიდი მოცულობის ბუსუსებით, რაც აძლიერებს შეწოვის უნარს. ხოლო სტრესულ სიტუაციებში (გადარგვა, გაყინვა, ტოქსიკურობა, ა.შ) ასაზრდოებს და აძლევს მცენარეს დამატებით ენერგიას, ხელს უწყობს მის სწრაფ გამოჯანსაღებას და ზრდა-განვითარების გააქტიურებას.

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“  http://www.cartlis.ge/

დამატებითი კითხვებისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ბმულით.

კრედო ბანკი