ვაზის წამლობის პრაქტიკული სქემა

7264 Views

ვენახის აგროტექნიკურ ღონისძიებებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია გავრცელებულ მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლა. მნიშვნელოვანია სწორი დროის შერჩევა, საჭირო პრეპარატის გამოყენება და გამოყენების წესების ზედმიწევნით დაცვა, ამ შემთხვევაში რისკები მინიმუმამდე დაგყავთ, შედეგად კი იღებთ ჯანსაღ და უხვ მოსავალს.

“აგროსფერო” გთავაზობთ აპროპირებულ ვაზის წამლობის ზოგად სქემას, რომელიც ითვალისწინებს ყველა დასაშვებ შემთხვევას, შესაბამისად ამინდის პირობებიდან გამომდინარე შესაძლოა იგი შეიცვალოს, კერძოდ: გადანაცვლდეს წამლობების თანმიმდევრობა, შემცირდეს  ან გაიზარდოს მათი ჯერადობა, ან საერთოდ არ დაგვჭირდეს რომელიმე მათგანის ჩატარება.

მოცემული სქემის გამოყენებით თქვენ დაიცავთ ვაზს გავრცელებული დაავადებებისა და მავნებლებისაგან: ჭრაქი, შავი ლაქიანობა, ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე, შავი სიდამპლე, ანტრაქოზი, ყურძნის ჭია, ტკიპა და ბაქტერიული დაავადებები.

სასარგებლო ინფორმაცია

  • სამუშაო ნაზავი მოვამზადოთ უშუალოდ წამლობის წინ. თითოეული პრეპარატის რეკომენდებული ნორმა ცალ-ცალკე გავხსნათ მცირე ზომის ჭურჭელში, თანმიმდევრობით გადავიტანოთ სანახევროდ შევსებულ ავზში და კარგად მოვურიოთ. შემდეგ ავზი შევავსოთ წყლით სასურველ ნორმამდე ისე რომ მორევა არ შევწყვიტოთ.
  • მაღალი შედეგის მისაღებად მცენარის ფოთოლი სამუშაო ნაზავით თანაბარზომიერად დავფაროთ როგორც ზედა, ასევე ქვედა მხრიდან.
  • არ შევასხუროთ ქარიან ამინდში, მაშინ როცა წვიმა ახალი გადაღებულია და ფოთლები სველია, ან ვიცით რომ მოსალოდნელია წვიმა.
  • დავიცვათ უსაფრთხოების ყველა ნორმა რაც მითითებულია პესტიციდების შფუთვაზე.

გასადიდებლად დაკლიკეთ ცხრილზე

ვაზი

პრეპარატების შესაძენად ან დამატებითი კითხვებისთვის გადადით (დაკლიკეთ) ბმულზე:

http://www.noblex.ge/ge/contact

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ მითითებული კონტაქტებით.

148Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB