უნიკალური ბიო (ორგანული) პროდუქცია

კარტლისი გთავაზობთ უნიკალურ ესპანურ ბიო (ორგანულ) პროდუქციას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ წარვუდგინეთ ქართველ ფერმერებს, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა!

კარტლისი ქართულ ბაზარზე მრავალი წელია ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ეხმარება ფერმერებს პროფესიული ცოდნის გაღრმავებაში კარტლისის აკადემიის სახით და სთავაზობს ხარისხიან პროდუქციას!

კარტლისი გთავაზობთ ისეთ ესპანურ ბიო პროდუქციას როგორიცაა:
კოდაჰუმუს 20, კოდაქველი, კოდამინ მიკრორადიკულარი.

ეს ბიო პრეპარატები სხვადასხვა დანიშნულებით ორგანულ მიწათმოქმედებაში გამოიყენება.

კოდაჰუმუს 20 – 22.8% ორგ (11.3% ჰუმინური მჟავები + 11.5% ფულვო მჟავები) + 3.6% K2O (წ/მ)

ნიადაგში შესატანი პრეპარატი წარმოადგენს ორგანულ თხევად კორექტორს ჰუმინური ექსტრაქტის ფუძეზე. მიღებულია ლეონარდიტისა და ფულვო მჟავებისაგან.

როდის გამოიყენება?

გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როცა მცენარე ვერ ახერხებს ნიადაგიდან საკვები ნივთიერებების ოპტიმალური რაოდენობის ათვისებას მასში ჰუმუსური ნივთიერებების სიმცირის გამო.

რატომ კოდაჰუმუს 20?

პრეპარატი აუმჯობესებს ნიადაგის ფიზიკურ სტრუქტურას და ზრდის შთანთქმული კათიონების ჯამს. ათავისუფლებს ნიადაგში საკვებ ნივთიერებებს და აუმჯობესებს მცენარის მიერ მათი შეთვისების უნარს. იგი ასევე ზემოქმედებს ნიადაგის მიკრობიოლოგიაზე, ზრდის მიკრობების ბიომასას და მათ აქტიურობას.

ბიო, ორგანული, პროდუქცია

კოდაჰუმუს 20 მნიშვნელოვნად ზრდის ფესვთა სისტემას და ზრდის ნიადაგში წყლის შეკავების უნარს.

გამოყენების დოზა ფესვთა სისტემიდან: ერთ შეტანაზე 3-5ლ/ჰა, ვეგეტაციის განმავლობაში 20-60ლ/ჰა-ზე.

კოდამინ მიკრორადიკულარი,  კოდაქველი

ბიო, ორგანული, პროდუქცია

კოდამინ მიკრორადიკულარის, კოდაქველის და აღნიშნული ბრენდის სხვა ბიო სასუქების გასაცნობად გადადით (დაკლიკეთ) ბმულზე http://www.cartlis.ge/cat/Biostimulants

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“
ვებ გვერდი: http://www.cartlis.ge/

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ სტატიებთან.
ფასისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით.

თქვენი რეკლამა