საძოვრებზე გავრცელებული მარცვლოვანი ბალახები

ბალახები, მარცვლოვანი, საძოვრები

ბუნებრივ სათიბებსა და საძოვრებზე მცენარეთა მრავალნაირი სახეობა იზრდება, რომლებიც სხვადასხვა ბოტანიკურ ოჯახს ეკუთვნის.

ყველაზე გავრცელებული ტექნოლოგიური სქემა საკვების აღებისათვის მოიცავს შემდეგ ოპერაციებს: 1. თიბვა, აჩეჩვა, ფოცხვა, აკრება. 2. თიბვა, აჩეჩვა, ფოცხვა, დაწნეხვა, პრესის შეგროვება.

სამეურნეო კვებითი და სხვა თავისებურებასთან დაკავშირებით საწარმოო პრაქტიკაში მიღებულია, სათიბებსა და საძოვრებზე მცენარეთა შემდეგ ოთხ ჯგუფად დაყოფა:

ა) მარცვლოვნები, მარცვლოვანთა ოჯახი,
ბ) პარკოსნები, პარკოსანთა ოჯახი,
გ) ისლისებრნი-შედის ორ ოჯახში-ისლისებრნი და ჭალისებრნი,
დ) ნაირბალახეული – ყველა დანარჩენი ბოტანიკური ოჯახები, მარცვლოვანების, პარკოსნების და ისლისებრის გარდა.

ამ ჯგუფებში გაერთიანებულ მცენარეებს აქვთ არაერთნაირი ღირსება, თუმცა საწარმო პრაქტიკაში არა იშვიათად ყველა პარკოსნებს აკუთვნებენ საკვების თვალსაზრისით უფრო ძვირფასს, მარცლოვნებს-ნაკლებად ძვირფასს, ხოლო ისლისებრთ და ნაირბალახეულთ დამაკმაყოფილებელს და ცუდს.

უნდა აღინიშნოს, მითითებული სამეურნეო ჯგუფების ასეთი საერთო დახასიათება უმწეოა, ულუფებში არის სახეობები, რომლებიც კვებითი ღირებულების მიხედვით მაღლა დგას არა მარტო მარცლოვანებზე, არამედ ზოგჯერ პარკოსნებზეც კი.

ცალკეული ოჯახის შიგნით ცალკეული საკვები მცენარის სახეობა ძალიან ძვირფასია, სხვები ნაკლებად ძვირფასი და მცირეღირებული, ხოლო ზოგიერთი მავნე და შხამიანიც კი განსაკუთრებით ეს ეხება ნაირბალახოვანთა ჯგუფს, სადაც შედის მრავალი ოჯახი, რომლებიც აერთიანებენ დიდი რაოდენობის სახეობებს, განსხვავებული კვებითი ღირებულებით.

ნაირბალახეულ ჯგუფში ყველა ოჯახის (მარცვლოვანთა, პარკოსანთა და ისლისებრთა გარდა) თავმოყრა დამაკმაყოფილებლად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს გარკვეული ზონისათვის, სადაც უწოდებენ ნაირბალახეულს, მარცვლოვან-ნაირბალახეულ მცენარეთა ჯგუფს და ა.შ.

ამჟამად საკვების თვალსაზრიისით შესწავლილია 4730 სახეობის მცენარე, ანუ დაახლოებით მთელ სახეობათა 30%. ბუნებრივ საკვებ სავარგულებზე უფრო მეტად გავრცელებულია მარცვლოვანი ბალახები, დაბლობ ადგილებში ისლისებური, ხოლო ნაირბალახეულიდან ბალახთგარაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს რთულყვავილოვანები და ნაცარქათამასებრნი.

ამ ოჯახებიდან შესწავლილია მაგალითად: მარცვლოცვანების 506, პარკოსნების 565, ისლისებრნის 192, რთულ ყვავილოვანთა 583, ნაცარქათამასებრთა 183. ამ ოჯახებში ყველაზე მეტი რაოდენობით საკვების თვალსაზრისით კარგი და დამაკმაყოფილებელი მცენარეები, სახელდობრ: მარცვლოვანები-90%, პარკოსნები-92%, ისლისებრნი-67%, რთულყვავილოვანი-54%, ნაცარქათამისებრნი-72%, ამასთან ერთად ამავე ოჯახებში ყველაზე მცირედ არის შხამიანი და მავნე ბალახების პროცენტი.

მოტანილი მონაცემებით ჩანს, რომ საკვები მცენარეების შესასწავლი სახეობების რიცხვიდან მეტი რაოდენობა ფრიადი, კარგი და დამაკმაყფილებელი ჭამადობის მოდის მარცვლოვანთა და პარკოსანთა ოჯახებზე.

მცენარეები სხვა ოჯახებიდან თავის კვების თვისებებით განსხვავდებიან დიდი სხვადასხვაობით. ზოგიერთ ოჯახში დიდი რაოდენობა სახეობისა სახვების თვალსაზრისით ძალიან ძვირფასია, რიგი ოჯახები ძვირფას საკვებ მცენარეებთან ერთად შეიცავს მავნე და შხამიანი მცენარეების დიდ პროცენტს (ჯვაროსანთა, ქოლგოსანთა, მიტიტელასებრთა).

არის ისეთი ოჯახები, რომელშიც საკვების თვალსაზრისით ბევრი მცენარე შხამიანია და მცირე ღირებულების (ბაისებრნი, შროსანისებრნი, ძაღლყურძენასებრნი).

განვიხილოთ მეტად გავრცელებული ოჯახების დახასიათება. მათგან ცალკეული სახეობების, რომლებსაც აქვთ კვებითი ღირებულება და სათიბების და საძოვრების მცენარეული საფარის მცენარეულობაში მნიშვნელოვანი წილი.

მარცვლოვანი ბალახები–ერთერთი ყველაზე გავრცელებული ოჯახთაგანია. ის 3500-მდე სახეობას შეიცავს. საქართველოში დახლოებით 500 სახეობამდე ითვლიან.

მარცვლოვანების ოჯახის წარმომადგენლებს ხშირად განსხვავებულ კლიმატურ პირობრბში ვეებერთელა ტერიტორია უჭირავს. მათი როლი ბალახოვანი მცენარეულობის დაჯგუფების შექმნაში ძალიან დიდი ადგილი 70%-ზე მეტი უჭირავს.

შედარებით მთის ზონებში მარცვლოვანების ხვედრითი წონა ბალახთაგარში თანდათან მცირდება, თუმცა ტყის ზონაში ხშირად მარცლოვანები მნიშვნელოვან ადგილს იჭერენ.

მდინარეთა ჭალებში ზოგიერთი მარცვლოვანი ბალახი, მაგალითად, მხოხავი ჯანგა, მდელოს მელაკუდა, მდელოს თავაქასრა, ჩიტიფეტვა, თეთრი ნამიკრეფია, ჭალის მდელოების საერთო ჯამში 50%-ზე ნაკლებს არ შეადგენს, ზოგ შ მთხვევაში კი ერთიან მასივებს ქმნიან, რომელიც ერთი სახეობისაგან შედგება, მაგალითად: უფხო შვრიელას ან მხოხავ განგას ან მდელოს მელაკუდასაგან შედგება.

საძოვრებისა და თივის შემადგენლობის მარცლოვნების დიდ უმრავლესობას ცხოველი კარგად ჭამს. ცუდი ჭამადობის და არაჭამადობია მარცლოვნები მთელი რაოდენობის 10% შეადგენს, აქედან მავნე და შხამიანი 5%-ია. დანარჩენი მარცლოვნები ეკუთვნის ფრიად, კარგ და დამაკმაყოფილებელ ჭამადება, მარცლოვნებიდან ბევრი მათგანი შეტანილია კულტურაში.

მეზოფილური მარცლოვანები ფართოდ არიან გავრცელებული ნორმალურ კლიმატის რაიონებში, საშუალო ტენიანობის პირობრებში, ისინი ძირითადად იზრდება ტყის ზონებში მდელოებზე, მთის რაიონებში რომელიც განირჩევა დიდი მრავალ ფეროვნებით მათ შორის მრავალ მცენარეს აქვს მაღალი კვებითი ღირებულება.

მეტად გავრცელებული მეზოფილური მარცვლოვანი ბალახებია: მდელოს ტიმოთელა, უფხო შვრიელა უფესური ჭანგა, მდელოს წივანა, წითელი მწივანა, სათითურა, მაღალი, მრავალსათიბი და საძოვრის კოინდრები, მდელოს თავაქასრა, მდელოს მელაკუდა, მხოხავი ჭანგა, თეთრი ნამიკრეფია, ციმბირული ელიმუსი.

ჰიგროფილური მარცლოვანები იზრდება ტენიან მდელობზე, ჭაობებზე, მდინარეთა ნაპირებზე, მათი კვებითი ღირებულება ხშირად არადიდია. მათი განსხვავებული თავისებურება არის ის, რომ ისინი ჩქარა უხეშდებიან და ჩვეულებრივ ადრეულ ასაკში–დათავთავებამდე კარგი ჭამადობისა არიან. ჰიგროფილური მარცვლოვნებიდან უფრო მეტად დამახასიათებელია ლერწმისებრი ჩიტიფეტვა, ჩვეულებრივი ლერწამი, წივანასმაგვარი ლერწამის სალამური.

ქსეროფიტურ მარცლოვნებს აქვს ისეთივე თავისებურება, როგორიც ეს აღინიშნა ქსეროფიტების დახასიათების დროს–მცენარე მშრალი ადგილსამყოფნისა, იზრდება ტენნის ნაკლებობის პირობებში.

სეროფიტული მარცლოვნები-სამხრეთის ტიპური მცენარეებია მეზოფიტურ მარცვლოვნებთან შედარებით ისინი ხშირად შეიძლება დახასიათებული იქნენ, როგორც მცირეღირებულების საკვები მცენარეეები, განსაკუთრებით ვეგეტაციის გვიან ფაზებში. თუმცა მათ შორისაც მცირე რაოდენობის არ არის მცენარეები მაღალი კვებითი ღირებულებით.

ქსეროფილური მარცლოვნები განვითარების ადრეულ ფაზაში გამოირჩევიან მაღალი კვებითი ღირებულებით, კარგი ჭამადობით, როგორც თივში, ისე საძოვარზეც. ქსეროფილური მარცლოვანები შედარებით არადიდ მოსავალს იძლევა.

დავახასიათოთ მეტად გავრცელებული მარცლოვანი ბალახების სახეობები.

საძოვრის კოინდარი მრავალწლოვანი დაბლარი მეჩხერბუჩქოვანი მარცლოვანია 15-65 სმ სიმაღლის. ინვითარებს დიდი რაოდენობის ფესვთანაურ ფოთლებს. ყვავილები თავთავია. ცხოველი კარგად ჭამს რადგან მწვანე მასა მდიდარია ფოთლებით, აქვს მაღალი კვებითი ღირებულება. იზრდება მხოლოდ რბილი, ტენიანი კლიმატის პირობებში.

საძოვრის კოინდრის ფართო გავრცელებას ხელს უშლის მისი სუსტი გვალვა. გამძლეობა და ზამთარგამძლეობა, წყლის დიდი ხნის დატბორვას ვერ უძლებს. იგი იზრდება კარგად მდიდარი ნეშომპალიან თიხნარ ნიადაგებზე. ცუდათ იზრდება მჟავე, მძიმე ნიადაგებზე და ქვიშიანებზე.

სათიბად გამოყენების შემთხვევაში ორ გათიბვაში ჰექტარზე 40ც. თივას იძლევა და ბალახთდგარში 3-4 წელზე მეტს ვერ ძლებს.  იგი საძოვრის ძვირფასი მცენარეა, დათესვი წელსავე იძლევა მასის დიდ მოსავალს (40-50 ც. მშრალი მასა ჰექტარზე). Kკარგად უძლებს ნიადაგის ძლიერ დატკეპვნას, ქმნის ხშირ კორდს. ხელსაყრელ პირობებში საძოვარზე კარგად დგას და ძალიან კარგად იტანს გაძოვებას მრავალი წლის (25-50) განმავლობაში.

მდელოს თივაქასრა მრავალწლოვანი დაბლარი ფესურიანი მარცვლოვანია 40-50 სმ სიმაღლის. ქმნის ბევრ შემოკლებულ ვეგტატიურ და ძალიან ცოტა გენერატიულ ყლორტებს ნიადაგში ფესვი 1მ. სიმაღლეზე ჩადის – ყვავილები საგველაა, სათიბად გამოყენების დროს იძლევა შედარებით არამცირე მოსავლის (25 ც. ჰექტარზე), მაგრამ სამაგიეროდ, როგორც საძოვრული მცენარე გამოირჩევა მაღალი პროდუქტიულობით და გაძოვებისადმი დიდი გამძლეობით.

იზრდება სხვადასხვა ბუნებრივ კლიმატურ ზონაში, უმთავრესად ტყეებში და მთის რაიონებში. ყველაზე უკეთესად იზრდება ტენიან ადგილებზე მდინარისა და ღელეების ბარში ხანმოკლე დატბორებით. ნაკლებ მომთხოვნია ნიადაგისადმი, თუმცა მჟავე ნიადაგებს ვერც იტანს. კარგად იტანს მკაცრ ზამთარს, მაღალი ყუათიანობის გამო ყველა სახის ცხოველი ჭამს.

ბალახდგარში საძოვარზე ძლებს 50 წლამდე. დროული და რეგულარული გაძოვება 12-15 სმ-ს სიმაღლეზე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა მდელოს თივაქასრის პროდუქტიულობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობისა.

მდელოს თივაქასრა, განსხვავდება რა კარგი პროდუქტიულობით და გაძოვების ამტანიანობით კულტურული საძოვრების მოწყბის დროს წარმოადგენს ძვირფას კომპონენტს, განსაკუთრებით თეთრ სამყურასთან.

მდელოს მელაკუდა მრავალწლოვანი ფესურიან-მეჩხერბუჩქიანი მარცლოვანია 70-80 სმ. სიმაღლის, ივითარებს დიდი რადენობის ფესვთანურ ფოთლებს. ფესვთა სისტემა ნიადაგში აღწევს 80-100 სმ. სიღრმეზე. ყვავილედი-ცრუ თავთავი საგველია ტიმოთელისაგან განსხვავებით ცილინდრული არ არის, არამედ თავისკენ შევიწროვებულია.

მაღალი კვებითი ღირებულების გამო მდელოს მელაკუდას კარგად ჭამს პირუტყვი ჭალის მდელოზე არაიშვიათად ქმნის წმინდა ბალახთაგარს, თივის მოსავალი ჰექტარზე 20-50 ც. შეადგენს, ღეროს კარგი შეფოთვლის და ფესვთანური ფოთლები ტენიან ნიადაგზე იძლევა უხვ საკვებს.

გავრცელებულია ტყის ზონაში და მთებში ცუდად იტანს გვალვას, მაგრამ კარგად იტანს დიდი ხნით დატბორვას (50 დღე) და მკაცრ ზამთარს. სათიბად გამოყენების შემთხვევაში იძლევა 2განათიბს, ჰექტარზე 30-40 ცენტნერი საერთო
მოსავლით.

მხოხავი ჭანგა მაღლარი ფესურიანი მრავალწლოვანი მარცლოვანი ძლიერ განვითარებული ფესვთა სისტემის მქონე მცენარეა. მშრალობ მდელოებზე 50-80 სმ. სიმაღლეს აღწევს, ხოლო სალეკ ჭალაზე 100-120 სმ. და მეტს. საძოვარზე კარგად ჭამს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი უფრო ნაკლებად ცხვარი და თხა, მაგრამ ყვავილობის შემდეგ მათი ღერო ხდება უხეში და ჭამადობა ცუდია, მხოხავი ჭანგა ყვავილობის დასრულებამდე გათიბული იძლევა კარგ, ნაზ, მაღალ ყუათიან თივას.

მისი მოსავალი მდელოებზე ჰექტარზე 20-25 ც. შეადგენს. იზრდება ბუნებრივ საკვებ სავარგულებზე, გვხდება ყველა კლიმატურ ზონაში და ხშირად დიდი რაოდენობით. Kკარგად იტანს დამლაშებულ ნიადაგებს და დიდი ხნით დატბორებას (40-50 დღე). Gავრცელებულია მდინარეთა ჭალებში და ზომიერ ტენიან მდელოებზე სუსტ ბიცობიანი და მლაშე სტეპებზე, ტყეებში მუქ-წაბლა ნიადაგებზე. შეიძლება გამოვიყენოთ კულტურული სათიბებისა და
საძოვრების მოსაწყობად.

თეთრი ნამიკრეფია მრავალწლოვანი ფესურიანი მარცლოვანია, დიდი რაოდენობით აქვს ფესვთანური ფოთლები, გადაშლილი საგველათი. ახასიათებს კარგი კვებითი ღირებულება, თეთრი ნამკრეფიას მაღალ მოზარდი ფორმები იძლევა 40-50 ც, ხოლო დაბალ მოზარდი საძოვრის ფორმები 20-30 ც. მშრალ მასას ჰა-ზე.

თეთრი ნამიკრეფია, ტენის მოყვარული მცენარეა, კარგად იზრდება და ვითარდება უხვი ნალექების პირობებში, უძლებს დიდი ხნის დატბორვას, ყინვისადმი გამძლეა და ცუდად იტანს გვალვას. ნიადაგის მიმართ ნაკლებ მომთხოვნია, კარგად იზრდება მჟავატორფიან ნიადაგებზე, განსაკუთრებით გრუნტი წყლის ახლოს დგომის დროს. უმთავრესად იზრდება ტყის ზონებში, უფრო ხშირად გვხდება მდინარეთა ჭალებში, ტენიან მდელოებზე.

ბალახთაგარში დათესვისას დიდი ხნის განმავლობაში ძლებს (10 წლამდე). მაქსიმალურ მოსავალს იძლევა 3-4 წელს. თივას ჭამს ყველა სახის პირუტყვი.

თეთრი ნამიკრეფია საძოვრული მცენარეა, უძლებს გაძოვებას, გაძოვების შემდეგ ჩქარა წამოიზრდება, ხოლო თუ საძოვარზე წარმოიშვა თავისუფალი ადგილი მას შეავსებს. ხელს უშლის სარეველების განვითარებას, თეთრი ნამიკრეფია ბალახთგარში ითესება სათიბ-საძოვრად გამოყენებისათვის.

ციმბირული ელიმუსი მრავალწლოვანი მეჩხერბუჩქოვანი მარცვლოვანი, კარგი შეფოთლილი ღეროებით, სიმაღლე 1მ-მდე. ყვავილედი-ფხვიერი თავთავია. კარგად განვითარებული ფესვტა სისტემა აქვს, რომელიც ნიადაგში 1მმ და მეტ სიღრმეში ჩადის.

იგი გვალვაგამძლე და ზამთარგამძლეა, ფართოდაა გავრცელებული ჭალის მდელოებზე, მთის ფართობებზე, ქვიშიან და თიხნარ ნიადაგებზე.

მისი თივა გამოირჩევა მაღალი ყუათიანობით, შეიცავს 12-16% ნედლ პროტეინს, მიუხედავად ამისა მწვანე მასას პირუტყვი კარგად ჭამს, ვეგეტაციის ადრეულ ფაზაში, ხოლო დათავთავების შემდეგ მცენარე ხდება უხეში ფხიანი, ამიტომ ჭამადობა ცუდია. თივის მოსავალი ჰა-ზე 20-30 ცენტნერია, იონჯასთან და წითელ სამყურასთან ნარევში 30-40ც ჰა- ზე. განსაკუთრებით ყინვა გამძლეობის გამო შეიძლება მოვიყვანოთ მაღალი მოსავალი იმ შემთხვევაშიც როცა სხვა საკვები კელტურები იყინებიან.

მახრჩობელა ნახევრად მაღლარი მრავალწლიანი მკრივ ბუჩქოვანი მარცვლოვანია სიმაღლით 60-80 სმ. ვიწრო ნათვალი მწვანე ფოთლებით ყვავილედი-გადაშლილი საგველაა. იგი გავრცელებულია ტყისა და მთის ზონაში. იზრდება სველ, ტენიან მდელოებზე და ქმნის მკრივ კოლბოხისებრ კორდს. ხშირი მკრივი კორდი აძნელებს ნიადაგის ჰაერაციას დ ახელს უწყობს მის დაჭაობებას.

მახრჩობელას უკეთესად ჭამს ცხვარი, მხოლოდ გაზაფხულზე ადრე ახლად განვითარებულს. მისი თივის მოსავალი ჰა-ზე 10-20 ცენტნერია. საკვებად ნაკლებად ვარგისია, რადგან ის მდელოს მდგომარეობას აუარესებს- საძოვრის აბეზარა სარქველთა, ძლიერ განვითარებულ ძვირფას ბალახებსაც შეუძლიათ მისი ჩახრჩობა.

ლელი მაღალმოზარდი (დაახლოებით 2მ) ფესურიანი მაცვლოვანია მსხვილი უხეში ფოთლებით. გავრცელებულია ყველგან, იზრდება მდინარის ნაპირზე, წყალში, ხოლო მშრალში-იქ, სადაც გრუნტის წყლები მაღლა დგას. ზოგჯერ გვხდება ბიცობებზე, სადაც არის წვრილღეროიანი და არადიდი სიმაღლის (25-40მ) ჩვეულებრივ ქმნის სუფთა შალდამს.

იძლევა დიდი რაოდენობის საკვებ პროდუქციას (20-30 ტ მწვანე მასა) (7-10 ტ მშრალი მასა ჰა-ზე) მისგან თივას ამზადებენ საგველის ამიტონამდე, ამ დროს მოსავალი ჰექტარზე 15-30 ცენტნერია. ახალგაზრდა ლელის ყუათიანობა მაღალია. ამ დროს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კარგად ჭამს. იგი გაუხეშების შემდეგ უარგისი ხდება საკვებად გამოყენებისათვის.

წითელი წივანა დაბალი მრავალწლოვანი მარცლოვანია არამაღალი 30-70სმ ღეროებით. აქვს ბუჩქა, ფესურიანი და ფესურმეჩხეთბუჩქიანი ფორმები, რომლებიდანაც ძვირფასად უკანასკნელი ორი ფორმა. ნიადაგური და კლიმატური პირობებისადმი ნაკლებ მომთხოვნია, უმთავრესად გავრცელებულია ტყის და მთიან ზონებში.

იზრდება ისეთ ღარიბი ნიადაგებებიც კი, რომლებიც ცუდად არიან უზრუნველყოფილი საკვები ნივთიერებითა და ტენით. მას კარგად ჭამს პირუტყვი, რადგან ადრეულ ფაზებში ბევრ საკვებ ნივთიერებას შეიცავს.

ძვირფასი საძოვრული მცენარეა, განსაკუთრებით გამოირჩევა ძოვებისადმი გამძლეობით. სწორი ძოვება ხელს უწყობს მის ჩქარა განვითარებას, განსაკუთრებით გაზაფხულობით. გაძოვების შემდეგ კარგად წამოიზარდება. ქვიშიან და ქვიშა ნიადაგზე ითვლება ძვირფას მარცლოვან კმპონენტად ხანგრძლივი სარგებლობის საძოვრების ბალახნარევისათვის.

ქუჩი მრავალნაიროვან მკრივბუჩქოვანი დაბალი 30-50 სმ. სიმაღლის მარცლოვანია, დიდი რაოდენობის ვეგეტატიური ყლორტებით ფესვთანური ფოთლებით. ფოთლები ვიწრო, გრძელი, მწვანე-მონაცისფრო, ხორკლიანი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპის მცენარეა. აქვს კარგი კვებითიღირებულება შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებას და გამოირჩევა კარგი მონელებადობით.

ბუნებრივ საკვებ სავარგულებზე ქუჩი ჰექტარზე 2,5-4ც. თივის მოსავალს იძლევა საძოვარზე კი 10-15 ტ. საძოვრულ ბალახს ჰექტარზე. ძალიან გვალვაგამძლე, ზამთარგამძლე, ნაკლებ მომთხოვნია ნიადაგური პირობებისადმი უნარი აქვს აიტანოს დამლაშებული ნიადაგები. კარგად ჭამს ყველა სახის პირუტყვი, ქმნის მკრივ კორდს.

გაზაფხულზე იგი იძლევა კარგ საკვებს, შემდეგ ჩქარა იწყებს გაზდომას და გაუხეშების შემეგ მისი ჭამადობა მკვეთრად მცირდება. ფესვთანური ფოთლები და გვიან შემოდგომამდე იგი წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ გასაძოვებლად. იგი ძვირფასი მცენარეა ზამთრის საძოვრებისათვის, რომელიც მწვანე მასას ზამთარშიც კი ინარჩუნებს.

ქუჩი ძოვების გამძლეა, გაძოვების შემდეგ კარგად წამოიზარდება. სწორი ზომიერი გაძოვება იწვევს ბალახთდგარში მის სიჭარბეს სხვა ბალახების ხარჯზე და ხშირად ძლიერი გაძოვების შემთხვევაში იგი იწყებს ბალახდგარიდან ამოვარდნას.

ვაციწვერა წვრილი, ვიწროფოთლიანი, უხეში მცენარე იგი იზრდება ჩვეულებრივ ყამირ მიწებში. ვაციწვერების ყუათიანობა არამაღალია, რადგან აქვს უხეში ღეროები და ფოთლები, მათი ჭამადობა ცუდია, კარგი ჭამადია
ანვითარების ყველაზე ადრეულ ფაზებში ყველაზე უკეთესად მას ცხენი, შემდეგ ცხვარი და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჭამს. ცუდად ჭამს აქლემი.

ვაციწვერა უმთავრესად საძოვრული მცენარეა. ვაციწვერას შორის კარგი ჭამადობით გამოირჩევა ლისინგის ვაციწვერა. ცილინდრული ეგილოფსი ანუ ველური ხორბალი-ერთწლოვანი მცენარეა 20-50 სმ. სიმაღლისა. გავრცელებულია ნახევარუდაბნოსა და უდაბნოს ზნებში. საძოვარზე გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში კარგად ჭამს პირუტყვი, თივად კი ცუდად. მოსავალი ჰექტარზე 4-8 ცენტნერამდეა.

ავტორი: მერაბ მამულაძე /სამთო პირობებში საკვების დამზადების მექანიზაცია მცირე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით/.

იხილეთ აგრეთვე: საძოვრებზე გავრცელებული პარკოსანი ბალახები

თქვენი რეკლამა