მანდარინის ვარჯის გასხვლა აუცილებელია. მისი მიზანია ვარჯში სინათლის შეღწევადობის გაზრდა.
ხშირი ვარჯი ხელს უშლის საკმარისი რაოდენობის სინათლის მისაწვდომლობას თვითეულ ნაყოფამდე, მავნებლებისა და დაავადებების შემცირებას, რადგან რბილქსოვილიანი მავნებლები მრავლდებიან და იმალებიან ხშირ ვარჯში, ისინი კარგად ეგუებიან მაღალ ტენიანობას და ჰაერის მოძრაობის ნაკლებობას.
ვარჯის გამოხშირვა შესაძლებლობას იძლევა მავნებლების რაოდენობის შემცირების იმ დონემდე, რომ ნაკლები ან საერთოდ საჭირო აღარ იყოს პესტიციდების გამოყენება. საჭიროა არა პროდუქტიული ტიტების მოცილება, რადგან ისინი გრძელი, მსხვილი, კარგადგანვითარებული ტოტებია და შესაბამისად მოიხმარებენ დიდი რაოდენობის საკვებს, სამაგეოროდ იძლევიან დაბალი ხარისხის, დიდი ზომის შიგნიდან გამომშრალ ფუყე ნაყოფებს.
მანდარინის გასხლით უმჯობესდება ნაყოფის ხარისხი ფერისა და გემოს ხარჯზე, იზრდება სტანდარტული ნაყოფების პროცენტული რაოდენობა. მცირდება დანახარჯები მოვლის, შეწამვლის და მოსავლის აღების დროს. ასევე იქმნება დაავადებებისა და მწერების გავრცელების ნაკლები შესაძლებლობა. ხე გაცილებით ჯანსაღია. გასხვლა ტარდება ორი წესით: გამოხშირვით, როცა ტოტებს მთლიანად აშორებენ და დამოკლებით, როცა ტოტებს აცლიან განსაძღვრულ ნაწილს.
წყარო: მანდარინი – დარგვა, მოვლა–მოყვანა, ბაღის გაშენება
იხილეთ ვიდეო