ჩინეთი სწრაფად აძლიერებს თავის პოზიციებს გლობალურ გაყინული კარტოფილი ფრის ბაზარზე, რითაც ტრადიციული ექსპორტიორები – ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა – აზიის ძირითადი ბაზრებზე, მათ შორის იაპონიში, ინდონეზიაში და ფილიპინებზე პოზიციებს თმობენ.
ამის შესახებ ნათქვამია DCA Market Intelligence-ის ანგარიშში იტყობინება Potatopro.com.
ჩინეთმა კარტოფილი ფრის აქტიური ექსპორტი მხოლოდ 2022 წელს დაიწყო და უკვე 2023 წელს, Lamb Weston-მა გახსნა მაღალტექნოლოგიური გადამამუშავებელი ქარხანა ულანკაბში (შიდა მონღოლეთი), რომელიც ცნობილია როგორც „ჩინეთის კარტოფილის დედაქალაქი“. წარმოებული მოცულობები უკვე საკმარისია, როგორც შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ისე მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ, იაპონიაში ექსპორტისთვის.
„ჩემი პირადი შეხედულებაა, რომ როდესაც ისინი რაიმე საქმეს აკეთებენ, მათ მთავრობის მხარდაჭერა აქვთ და ძალიან ორგანიზებულები არიან. ეს თანდათანობითი ზრდაა, რომელსაც ყურადღებას არ აქცევ, შემდეგ კი უკან იხევ და ძლიერი კონკურენტი ჩნდება“, – თქვა ვიქტორია სტემპერმა, კანადის გაერთიანებული კარტოფილის მწარმოებელთა აღმასრულებელმა დირექტორმა.
მისი თქმით, ჩინეთიდან კონკურენცია განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკელ მწარმოებლებზე მოქმედებს, რადგან კანადა 2023-24 წლების სეზონზე 2.7 მილიარდი დოლარის ღირებულების კარტოფილ ფრის ექსპორტს ახორციელებს, ძირითადად შეერთებულ შტატებში. თავის მხრივ, შეერთებული შტატები კარტოფილ ფრის იაპონიაში ყიდის. თუ ჩინური პროდუქციის გამო იაპონიაში მოთხოვნა შემცირდება, კანადაშიც შემცირდება შესყიდვები.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ გადამუშავებაში მასშტაბური ინვესტიციები ექსპორტის სწრაფი ზრდის გასაღები იყო. შიდა ბაზარმაც ბიძგი მისცა: ჩინეთში ისეთი სწრაფი კვების ქსელების განვითარებამ, როგორიცაა KFC და McDonald’s მოთხოვნა გაზარდა და წაახალისა წარმოება.
DCA-ს მონაცემებით, კონკურენტული ფასებისა და დიდი მოცულობების მეშვეობით, ჩინეთი თანდათან იპყრობს ახალ ბაზრებს.

