
სოფლის მეურნეობის რენტაბელობისათვის საჭიროა მინდვრის კულტურები და ბოსტნეული კულტურები განლაგებული იქნას, აგროკლიმატური ფაქტორების მოთხოვნილების მიხედვით, ძირითადად სითბურ რეჟიმზე მათი დამოკიდებულების შესაბამისად.
აგროკლიმატური ზონების მახასიათებლების ცოდნა, საშუალებას იძლევა ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანა მათთვის ხელსაყრელ პირობებში მოხდეს.
საქართველოს ტერიტორია, ბუნებრივი პირობების და ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის მიხედვით დაყოფილია ზონებად და ქვეზონებად, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ნაწილში.
დასავლეთ საქართველოში გამოყოფილია მებოსტნეობის სამი ზონა:
1-დაბლობი-ბარის სუბტროპიკული, თბილი;
2-მთისწინა, ზომიერად თბილი;
3-მაღალმთიანი ცივი.
პირველი ზონა იყოფა სამ ქვეზონად, ხოლო მე-2 და მე-3 ზონა ორ ქვეზონად.
აღმოსავლეთ საქართველოშიც გამოყოფილია მებოსტნეობის სამი ზონა:
1-ბარის, მშრალი სუბტროპიკული;
2-მთისწინა, ზომიერად თბილი, მშრალი;
3-მაღალმთიანი, ცივი.
აღმოსავლეთ საქართველოს სამივე ზონა იყოფა ორ-ორ ქვეზონად. ცხრილებში კარგად ჩანს ზონების და ქვეზონების მიხედვით ბოსტნეულის თესვა-რგვის და მოსავლის აღების კალენდარული ვადები.
მაგ: აღმოსავლეთ საქართველოს 1 ზონის 1 და მა-2 ქვეზონაში, ზღვის დონიდან 200-500 მეტრზე, კომბოსტოს ადრეული თესვა დასაშვებია 1 თებერვლიდან 20 თებერვლამდე, დარგვა 15 მარტიდან 25 მარტამდე, მოსავლის აღება 1 ივნისიდან 20 ივნისამდე.
ვფიქრობ, ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანით დაინტერესებულთათვის მეტად გამოსადეგია აღნიშნული მასალების გაცნობა.
ნატო კაკაბაძე-სმმ დოქტორი. სამეცნიერო–კვლევით
ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის
დეპარტამენტის უფროსი, სმ აკადემიის ბოსტნეული
კულტურების ეროვნული კოორდინატორი.
ბოსტნეული კულტურების თესვა-რგვის და მოსავლის აღების ვადები. აღმოსავლეთ საქართველოს I და II ზონა. 200-1000 მეტრი ზღვის დონიდან.
ბოსტნეული კულტურების თესვა-რგვის და მოსავლის აღების ვადები. აღმოსავლეთ საქართველოს მებოსტნეობის III ზონა 1200-2200 მეტრი ზღვის დონიდან.
ბოსტნეული კულტურების თესვა-რგვის და მოსავლის აღების ვადები. დასავლეთ საქართველოს I და II ზონა. 250-1000 მეტრი ზღვის დონიდან.
ბოსტნეული კულტურების თესვა-რგვის და მოსავლის აღების ვადები. დასავლეთ საქართველოს მებოსტნეობის III ზონა 1000-2100 მეტრი ზღვის დონიდან.
აგროკავკასია გისურვებთ წარმატებებს!