BRICS-ის ქვეყნები მარცვლეულის საკუთარი ბირჟის შექმნას გეგმავენ

BRICS

BRICS-ის ქვეყნებს შეუძლიათ მარცვლეულის ვაჭრობისთვის საკუთარი ბირჟის შექმნან. შესაბამისი წინადადება რუსეთის მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ედუარდ ზერნინმა გააჟღერა. ამის შესახებ ყაზახური სააგენტო eldala.kz წერს.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან BRICS-ის დამფუძნებელ ქვეყნებს (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა) ახალი წევრები შეუერთდნენ – ეგვიპტე, ეთიოპია, საუდის არაბეთი და UAE. (არგენტინამაც მიიღო შემოთავაზება, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაახლოების მომხრე პრეზიდენტის ხავიერ მაილის არჩევის შემდეგ ბოლო მომენტში უარი თქვა).

თუმცა, BRICS-ის ახალ შემადგენლობაში არიან როგორც მარცვლეულის მსოფლიოს უმსხვილესი იმპორტიორები (ეგვიპტე – 19,8 მლნ ტონა, ჩინეთი – 54 მლნ ტონა), ასევე უმსხვილესი მწარმოებლები.

BRICS-ის ხუთმა ქვეყანამ 2023 წელს სულ 1,17 მილიარდი ტონა მარცვლეული აწარმოაა (მსოფლიო წარმოების 42%).

BRICS-ის გაფართოების შემდეგ ამ ჯგუფის მიერ მარცვლეულის წარმოება წელიწადში 1,23 მილიარდ ტონას მიაღწევს (მსოფლიოს 44%), ხოლო მოხმარება მაქსიმალურად მიუახლოვდება წარმოებას – 1,22 მილიარდ ტონას (ასევე 44 %).

მსოფლიო მარცვლეულის ბაზრის თანამედროვე ინფრასტრუქტურა განვითარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შეერთებული შტატებიდან ხორბლისა და სიმინდის მარაგების დომინირებით. დღესდღეობით მარცვლეული კულტურებისთვის უმთავრესი (მათ შორის BRICS-ის ქვეყნების მიერ გამოყენებული) არის ჩიკაგოს ბირჟა.

თქვენი რეკლამა