მოლდოველი ფერმერები გვალვის გამო სოფლის მეურნეობაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას ითხოვენ, იუწყება EastFruit.
ფერმერებს მიაჩნიათ, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღება მათ საბანკო ჯარიმებისგან იხსნის და გაკოტრებისგან გადარჩენაში დაეხმარება. სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ფერმერების პრობლემები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც გადაიჭრება, იუწყება Laf.md.
გვალვამ ყველაზე მეტად კანტემირის, კაჰულისა და ტარაკლიას რაიონები დაზარალდა, ამბობს ალექსანდრუ ბადარაუ, ასოციაცია „ფერმერთა ძალის“ აღმასრულებელი დირექტორი.
ფერმერებთა ზარალი სიცხის გამო რამდენიმე ასეულ მილიონ ლეის ან უფრო მეტსაც აღწევს.
„ფერმერებს ბანკების ვალი აქვთ და ჩვენ მოვუწოდებთ ჯარიმების შეწყვეტას. ფერმერების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების უმეტესობა სესხების დაგვიანებით დაფარვისთვის მაღალ ჯარიმებს ითვალისწინებს. ფერმერი სესხულობს 100 ათას ლეის, ჯარიმების გამო კი იძულებულია გადაიხადოს 200 ათასი. ამჟამად ვაანალიზებთ, რა თანხა დაკარგეს ფერმერებმა გვალვის გამო“, – ამბობს ალექსანდრუ ბადარაუ.
მოლდოვას აქვს ნორმაყტიული ბაზა და ამის საფუძველზე, გვალვის შედეგად დაზარალებულმა სოფლის მეურნეობის მწარმოებლებმა სავაჭრო-სამრეწველო პალატისგან (CCI) მიიღეს სერთიფიკატი, რომელიც მათ აძლევთ სესხის გადავადების საშუალებას რაც დაიცავს მათ საბანკო ჯარიმებისგან, თქვა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ვასილი ჩარბანმა.
ასოციაცია „ფერმერთა ძალის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, 30 ივლისს ფერმერები შესაბამისი სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდებიან.