ყაზახეთის აგროტექნიკურმა კვლევითმა უნივერსიტეტმა, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამის „ახალი ტექნოლოგიების განვითარება ორგანული წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავებისთვის“ განხორციელების უფლება მიიღო.
პროგრამის ღირებულება 4 მილიარდ ტენგეს (8 761 000 მლნ. დოლარი) შეადგენს, ამის შესახებ უნივერსიტეტის პრესსამსახური იტყობინება.
პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის პროდუქციის ორგანული წარმოებისა და გადამუშავების ახალი ტექნოლოგიების მომზადება „მწვანე ეკონომიკის“ პრინციპებზე და აგროინდუსტრიული კომპლექსის რეგიონალური აგრარული ტექნოლოგიური პარკებისა და საინჟინრო ცენტრების საფუძველზე. მისი განხორციელება მომდევნო სამი წლის განმავლობაში იგეგმება.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება ფერმის ცხოველების კვების, შენახვა, გამრავლებისა და შერჩევის, მცენარეული კულტურების მოყვანის, მოშენების და შერჩევის ტექნოლოგიების, ცხოველური და მცენარეული ნედლეულის გადამუშავების ორგანული სოფლის მეურნეობა ტექნოლოგიების პრინციპებზე დაყრდნობით.
გარდა ამისა, დაბინძურებული სასოფლო-სამეურნეო ტერიტორეიბის გაწმენდისა და ნაყოფიერების აღდგენისთვის, შეიქმნება ნიადაგის ეფექტური ბიორემედიაციის ტექნოლოგიები.
დაგეგმილია ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრირება სოფლის მეურნეობის სფეროს საგანმანათლებლო და საწარმოო პროცესში.
გარდა ამისა, პროგრამის მიზნები მოიცავს ორგანული სოფლის მეურნეობის სფეროში ინოვაციების საინფორმაციო და ანალიტიკური ბაზის შემუშავებას, სოფლის მეურნეობის ორგანიზაციებისთვის ციფრული პლატფორმის შექმნით.
წყარო: eldala.kz