ანტაგონისტები მცენარეთა დაავადებების წინააღმდეგ
მიკროორგანიზმებს შორის ანტაგონისტური დამოკიდებულება ფართოდაა გავრცელებული ბუნებაში. განსაკუთრებით ეს მკვეთრად გამოხატულია ნიადაგის მიკროფლორის წარმომადგენლებს შორის. არა მხოლოდ სოკოები და აქტინომიცეტები, არამედ ნიადაგში საპროფიტულად მცხოვრები მრავალი ბაქტერიები ანტაგონისტურ დამოკიდებულებაშია სოკოებთან და ბაქტერიებთან, მათ შორის მცენარის პათოგენებთანაც. […]