ნიადაგის დეგრადაცია და მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები

ნიადაგის, დეგრადაცია

საქართველოში ნიადაგის ხარისხი უარესდება. ამის გამომწვევი მთავარი მიზეზებია: ეროზია, დაბინძურება, მეორეული დაჭაობება, დამლაშება, სასარგებლო წიაღისეულისა და საშენი მასალების ღია წესით მოპოვება, არასწორი და არამდგრადი სამეურნეო საქმიანობები, საძოვრების არამდგრადი მართვა და სხვ.

ნიადაგის დაცვა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან საქართველოში ნიადაგის მდგრადი გამოყენება სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების მთავარი რეზერვი და მდგრად გარემოში ცხოვრების წინაპირობაა.

ნიადაგის დეგრადაცია (ფიზიკური, ბიოლოგიური, ქიმიური) უარყოფითი პროცესია, რომლის შედეგად ნიადაგი კარგავს ადრე დაგროვებულ ორგანულ ნივთიერებებს – ჰუმუსს, რაც იწვევს ნიადაგის ნაყოფიერების კლებას 55-65%-ით და შესაბამისად, მისი ეკონომიკური ღირებულების შემცირებას.

დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ

ნიადაგი

თქვენი რეკლამა