აგუნა (ნაცრისფერი მუსკატი) – თეთრყურძნიანი სელექციური სასუფრე ვაზის ჯიშია.
ჯიში გამოყვანილია საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრაზე, მაქსიმე და რეზო რამიშვილების მიერ.
აგუნა მაღალხარისხიან სასუფრე ყურძენს იძლევა.
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან დიდი ზომისა და ფორმისაა, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარე ძარღვების გასწვრივ სუსტადაა შებუსული.
მტევანი საშუალოზე ან საშუალოზე დიდია, განიერ-კონუსური, გვხვდება ცილინდრულ-კონუსური ფორმის მტევნებიც, ხშირად ფრთიანი, საშუალო სიკუმსის.
მარცვალი მსხვილი და მომრგვალოა. კანი საშუალო სისქის, რბილობი ხორციანი და მკვრივია, კარგად გამოხატული სასიამოვნო მუსკატური გემოთი.
სავეგეტაციო პერიოდი 154 – 165 დღეა. მტევნის საშუალო წონა 230 – 260 გრამია. ყურძნის სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.2 – 21%-ს, მჟავიანობა 5.5 – 6გ/ლ.
წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.