სამკურნალო მცენარეები-ყვავტყემალი-Amelanchier Rotundifolia (Lam) Dum-Cours

78 Views Comment Off

ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ყვავტყემალი 3 მეტრამდე სიმაღლის ბუჩქია, კვერცხისებრი ან ელიფსური, და კიდედაკბილული, ქვედა მხრიდან შებუსვილი, 4 სმ-მდე სიგრძის ფოთლებით. ყვავილი თეთრგვირგვინიანია 1,5 სმ-მდე დიამეტრში, შეკრებილია ფარისებრ ყვავილედად ყლორტების კენწრულ ნაწილში.

ნაყოფი მრგვალი და წვნიანია, 8 მმ-მდე დიამეტრში, მომწიფების წინ წითელია, მწიფე კი თითქმის შავი ნაცრისფერი ნაფიფქით. ყვავის აპრილ-მაისში, ნაყოფი ივლის-აგვისტოში მწიფდება. ნაყოფმოსხმოიარობას 3-4 წლის ასაკიდან იწყებს და 40 წლამდე გრძელდება. გავრცელებულია როგორც ბარში, ასევე მთაში ზღვის დონიდან 1900 მეტრამდე.

იზრდება მშრალ ხირხატ ნიადაგებზე. ნიადაგური პირობებისადმი საერთოდ დაუდევარი ბუჩქია, ნორმალურად მხოლოდ განათებულ ადგილებზე იზრდება. საკმაოდ სწრაფი ზრდით ხასიათდება, მრავლდება თესლით და ვეგეტაციურადაც, ამიტომ შესანიშნავი ბუჩქია ეროზიის საწინააღმდეგოდ ნარგავებისათვის.

ნაყოფი 12 პროცენტამდე შაქარს, 1 პროცენტამდე ორგანული მჟავებს, 0,5 პროცენტ მთრიმლავ ნივთიერებებს, დაახლოებით 40 მგ პროცენტ ასკორბინის მჟავას, კაროტინს და საღებავ ნივთიერებებს შეიცავს.

იჭმება ყოველგვარი მომზადების გარეშე, გარდა ამისა, მისგან მზადდება მურაბა, თათარა, ღვინო და სხვა. ხმელი ნაყოფი საუცხოო შემადგენელი ნაწილია კომპოტებისა და კისელისათვის, რომელთაც იგი მიმზიდველ შეფერილობას აძლევს.

ახალი ნაყოფის წვენი შემკვრელი თვისებისაა და სამკურნალო სასმელად იყენებენ კუჭაშლილობის დროს. ყვავტყემალი დეკორატიული ბუჩქია, ამიტომ საყურადღებოა გამწვანების მეურნეობისათვის.

yvavtyemali_20999993451

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
299 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3679 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB