უნიკალური სასუქი!

187 Views

დაგვეთანხმებით, რომ დღეს სასუქს იყენებს ყველა, მოსავლის ეფექტიანობა მიიღწევა არა მაქსიმალური, არამედ საჭირო და ზომიერი სასუქის დოზით .

სასუქის საჭიროება და მისი რაოდენობის განსაზღვრა უაღრესად მნიშვნეულოვანია, არასწორ გამოთვლას შეუძლია გამოიწვიოს რესურსების უაზრო ხარჯვა, მოსავლის შემცირება და გარემოსთვის ზიანის მიყენება.

სწორედ ამიტომ, კომპანია კარტლისი გთავაზობთ უნიკალურ სასუქს ევროტიმსა და ევროპაკს, მასში არსებული ფოსფორი და სხვა ელემენტები 100 %-ით  ხელმისაწვდომია მცენარისათვის. შედეგად ვღებულობთ მცენარეების ჯანსაღ და სრულფასოვან ზრდას.

ევროტიმი და ევროპაკი ასევე გამორჩეულია მიკროელემენტების მაღალი შემცველობით,  რომელის რაოდენობაც სხვა სასუქებთან შედარებით ბევრად მეტია (მინიმუმ 10 ჯერ).

• 0.3% თუთია, 0.3 % ბორი, 18 % გოგირდი – ევროპაკი;

• 0.2 % ბორი, 20% გოგირდი – ევროტიმი.

თანამედროვე კვლევები გვიჩვენებს, რომ მცენარე მოსვენების პერიოდში იმარაგებს, როგორც ძირითად საკვებ  ელემენტებს ( N-P-K) ასევე მიკრო ელემენტებსაც (Zn-B-Mg-Ca და ა.შ.)  ეს მას სჭირდება გაზაფხულზე სწრაფი და მძლავრი განვითარების დასაწყებად. მრავალწლიან მცენარეებში, ვაზში, კაკალში,თხილში, ვაშლში, ატამში და ა.შ. მოსავლის აღების შემდეგ, ნიადაგში საკვები ელემენტები მინიმუმამდე არის დაყვანილი.

სწორედ ამიტომ,მცენარე ვერ ახერხებს საგაზაფხულო სტარტისთვის საჭირო ნივთიერებების დაგროვებას, სეზონის განმავლობაში მცენარის სრულფასოვანი განვითარებისათვის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში  დამარაგებული საკვები ნივთიერებები არაა საკმარისი, სწორედ ამიტომ  სრული ვეგეტაციისთვის საჭირო ელემენტებით შევსება ხდება ადრე გაზაფხულზე სასუქის შეტანით.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანია ”კარტლისი“ გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს ფერმერებისთვის.

ვაზი – ევროტიმი ან ევროპაკი 1 ჰა-ზე 300 -350 კგ ნიადაგის ანალიზის მიხედვით

• გვიან შემოდგომაზე ნოემბრის თვეში 200 კგ;

• 100 -150 კგ გაზაფხულზე, მარტის თვეში.

ხეხილი – ევროტიმი ან ევროპაკი 1 ჰა-ზე 400-450 კგ ნიადაგის ანალიზის მიხედვით

• გვიან შემოდგომაზე ნოემბერში 200-250 კგ;

• აპრილის თვეში 200-250 კგ-ჰაზე.

თხილი – 350-400 კგ 1 ჰა-ზე

• 200 ნოემბერში კგ;

• 150 -200 კგ აპრილის დასაწყისში.

ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ კარტლისი.

საკონტაქტო ინფორმაცია

ფასისა და სხვა დამატებითი კითხვებისთვის გადადით (დაკლიკეთ) საიტზე: http://www.cartlis.ge/

ან ეწვიეთ კომპანიის ფეისბუქის გვერდს: https://www.facebook.com/cartlis

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ მითითებული კონტაქტებით.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრე აგრეგატები
ნიმის ზეთი – ბიო
ნიმის, ზეთი, ორგანიკა, ბიოაგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB