ბარაქიანი და უხვი მოსავლი მისაღებად დიდი რაოდენობით სასუქის შეტანა არ არის საკმარისი. გარდა იმისა, რომ მისი ჭარბი რაოდენობით გამოყენება არის ზედმეტი დანახარჯი ფერმერისთვის, ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ არ დაირღვეს მინერალური ელემენტების ბალანსი ნიადაგში და არ მოხდეს მისი დამლაშება.
სასუქის შერჩევისას გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორიც არის ნიადაგის pH, ნიადაგში შესათვისებელი ფორმის ელემენტების შემცველობის განსაზღვრა და მათი ბალანსი, კულტურის მოთხოვნილება საკვები ელემენტების მიმართ. თუ ფერმერმა არ იცის როგორია მისი ნიადაგი სასუქების არასწორი გამოყენებით შესაძლებელია მოსავლის რაოდენობის და ხარისხის გაზრდის მაგივრად მიიღოს საპირისპირო შედეგი.
აგროკომპანია ბარაქა ფერმერებს სთავაზობს სერბული წარმოების “Elixir Zorka”-ს უმაღლესი ხარისხის სასუქებს განსხვავებული ფორმულაციებით. ელექსირის მინერალური სასუქები შეიცავს როგორც მაკროელემენტებს, ასევე მიკროელემენტებს.
ელექსირის სასუქები კონკურენტი სასუქებისგან განსხვავდება რამდენიმე ფაქტორით:
- აზოტი (N) შედის ამიაკური ფორმით, რომელსაც მარტივად ითვისებს მცენარე და აზოტის სხვა ფორმებისგან განსხვავებით არ ორთქლდება და არ ირეცხება ნიადაგში.
- ფოსფორი (P) მიღებულია ფოსფორმჟავასგან, რომელიც თხევადი ფორმაა და შემდეგ გადაყავთ მყარ ფორმაში. ეს განაპირობებს მის მაღალ ხსნადობას ნიადაგში.
- კალიუმი (K) არის კალიუმის სულფატის სახით, არ შეიცავს ქლორს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარილიანობისადმი მგრძნობიარე კულტურებისთვის. დაბალი pH-ის წყალობით ზრდის ფოსფორის, რკინის და უმეტესი მიკროელემენტების შეთვისებას.
- გოგირდი (S) აუცილებელი ელემენტია მცენარეებში ცილების, ფერმენტების, ვიტამინებისა და ქლოროფილის ფორმირებისათვის. გოგირდის მაღალი შემცველობა მნიშვნელოვნად ზრდის სასუქის ეფექტურობას მაღალი pH-ის ნიადაგებში.
- კალციუმი (Ca) მცენარეში მონაწილეობას ღებულობს უჯრედის კედლის ფორმირებაში, ამიტომ ძლიერი მცენარის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი ელემენტია. კალციუმით მდიდარი მცენარე გაცილებით გამძლეა მავნებელ-დაავადებების მიმართ. ელექსირის სასუქში არსებული კალციუმის ოქსიდი მცენარისთვის 100% ათვისებადი ფორმაა.
- მაგნიუმის (Mg) შემცველობა სასუქებში მნიშვნელოვანია, რადაგან ის ქლოროფილის ცენტრალური ელემენტია. ქლოროფილის პიგმენტების შემცველობით არის გამოწვეული მცენარის ფოთლების მწვანე ფერი. შესაბამისად მას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ფოტოსინთეზში, რომლის დროსაც წარმოქმნის მცენარე მისთვის საჭირო ორგანულ ნაერთებს.
- ბორი (B) მცენარისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ყვავილობის პერიოდში. მისი დეფიციტი იწვევს მტვრის ცარიელ მარცვლებს ან მათ ნაკლებ სიცოცხლისუნარიანობას. ის ასევე საჭიროა მცენარეში შაქრების გადაადგილებისთვის, ყლორტებში და ფესვებში ახალი უჯრედების წარმოქმნისთვის.
- თუთია (Zn) აძლიერებს ქლოროფილის და ნახშირწყლების სინთეზს. თუთია ასტიმულირებს ზრდის ჰორმონს აუქსინს.
სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „ბარაქა“ | WWW.BARAKA.GE
*რედაქციას არ აქვს კავშირი აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით.