ხეხილის და ვაზის მოვლა-მოყვანა ადრეული გაზაფხულიდან იწყება, როცა ჯერ კიდევ კვირტების გახსნა არ არის დაწყებული, კულტურები აუცილბელია რომ დავამუშავოთ სპილენძის შემცველი პრეპარატებით, რათა თავიდან ავიცილოთ პოტენციურად საშიში დაავადებები და მოსავალიც მაღალი და ხარისხიანი მივიღოთ.
აგროსიმა წარმოგიდგენთ მაღალეფექტურ, გამოცდილ ევროპულ ფუნგიციდს რამინი 30 წდგრ-ს.
რამინი – დამცავი და სამკურნალო თვისებების მქონე ფუნგიციდი კულტურებში სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. ის წარმოადგენს წყალში ხსნადი მიკროგრანულებისგან შემდგარ პრეპარატულ ფორმას რომელსაც წარმოების ორიგინალური პროცესების და ნაწილაკების სიწმინდის გამო ფოთლების ზედაპირზე მიწებების და გადანაწილების განსაკუთრებული უნარი გააჩნია. ეს თვისებები უზრუნველყოფს ფუნგიციდური და ბაქტერიული ეფექტიანობის ზრდას და სპილენძის დოზების მნიშვნელოვან შემცირებას, რაც თავის მხრივ გარემოს დაცვას უწყობს ხელს. პრეპარატი თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდთან და აგროქიმიკატთან. არ შეიცავს საღებავებს.
მახასიათებლები:
• აფერხებს სოკოვანი დაავადებების განვითარებას;
• გააჩნია ფოთლებზე მიწებების და განაწილების უნიკალური უნარი;
• უზრუნველყოფს ფუნგიციდური და ბაქტერიული ეფექტიანობის ზრდას.
პრეპარატი თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდთან.
რამინის გამოყენება ნებადართულია ორგანულ (ბიო) მეურნეობებში!
რამინი გამოიყენება: ვაზზე, ხეხილოვან, ციტრუსოვან, კაკლოვან და კენკროვან კულტურებზე, ასევე მრავალ ბოსტნეულ კულტურებში.
რამინი ეფექტურია შემდეგი დაავადებების მიმართ: ჭრაქი, შავი ლაქიანობა, შავი სიდამპლე, ქეცი, ტოტების ხმობა, ანთრაქნოზი, ბაქტერიული დამწვრობა, ალტერნარიოზი, მონილიოზი, კლასტეროსპოროზი და სხვა.
• შემადგენლობა: სპილენძის ოქსიქლორიდი 550გ/კგ,
სუფთა სპილენძის მიხედვით 300გ/კგ;
• პრეპარატული ფორმა: წყალში დისპერგირებადი გრანულები (WG);
• მწარმოებელი: “Chemia S.P.A”, იტალია.
კომპანია „Chemia S.P.A.“ “ქემია ს.პ.ა“ წარმოადგენს იტალიურ კომპანიას რომელიც დაარსების დღიდან დღემდე გამოირჩევა სანდოობით, ხარისხიანი პროდუქციით და მაღალი ცნობადობით ადილობრივ ბაზარზე. მისი წარმოებული აგროქიმიკატები და პესტიციდები წარმოებულია უმაღლესი ევროსტარნდარტით რასაც მოწმობს სერთიფიკატები ISO 14001 და ISO 9001.
„Chemia S.P.A“ “ქემია ს.პ.ა“ ლიცენზირებულია ევროკავშირის მიერ ყველა ტოქსიკოლოგიური კატეგორიის აგროქიმიკატების წარმოებაში, აწარმოებს რა ყველანაირ ფორმულაციას როგორებიცაა: ფხვნილები, კონცენტრატები, გრანულები, დისპერგირებული გრანულები და სითხეები.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: www.agrosima.ge
*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან. დამატებითი კითხვებისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ბმულით.