ასისთავა — უხსოვარი დროიდან ცნობილი სამკურნალო მცენარე

595 Views Comment Off

ასისთავა (ლათ. Centaurium umbellatum Gilib) ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან არის ცნობილი როგორც სამკურნალო მცენარე. იგი ერთი ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით 15-35 სმ, წვრილი ფესვით.

ფესვთანური ფოთლები ქმნიან როზეტს. ღერო წვრილია, ოთხწახნაგოვანი, შეფოთლილი, დატოტვილი, რომელიც თავდება ფარისებრი თანაყვავილედით.

ყვავილები პატარაა, მუქი ვარდისფერი. როზეტის ფოთლები უკუკვერცხისებრია, ბლაგვი, 5 რკალისებური ძარღვით; ღეროს ფოთლები მოპირისპირეა, ნახევრადღერომხვევი, წაგრძელებულკვერცხისებრი ან ლანცეტისებრი, სიგრძით დაახლოებით 3 სმ, სიგანით 1-1,5 სმ, 3-5 ძარღვით. ყველა ფოთოლი კიდემთლიანია.

ყვავილები ქმნიან ფარისებრ ყვავილედს. ჯამი ხუთკბილიანია, მოყვითალო-თეთრი, თითქმის ორჯერ უფრო მოკლეა ვიდრე გვირგვინი. ყვავილი ლურსმნისებრია, მუქი ვარდისფერი, ყვავილობის წინ და ყვავილობის მერე ზამბარისებურად ეხვევა. ნასკვი ზედაა, ნაყოფი – მოგრძო კოლოფია, წვრილი თესლით.

ყვავილობს ივნისიდან შემოდგომამდე. ხარობს მდელოებზე, ტყის პირებში.

ასისთათვას კახეთში დედამიწის ნაღველას და ხოროსანს ეძახიან, ფშავში – ხოროშანს, გურიაში – ხინახინას, აჭარაში – ხინას, სამეგრელოში – ჭამს.

ნედლეულად იყენებენ მცენარის მიწისზედა ნაწილს. მას აგროვებენ ყვავილობის დასაწყისში, როდესაც როზეტის ფოთლებს ჯერ არ დაუწყიათ გაყვითლება და გახმობა.

მცენარეს ჭრიან დანით ან ნამგლით. უფრო ხშირად კი მიწიდან აძრობენ ფესვებიანად, კრავენ პატარა კონებად, ფესვებს აჭრიან (ზოგჯერ როზეტთან ერთად) და კიდებენ თოკზე გასაშრობად, ან თხელ ფენად აწყობენ.

ასისთავას ყველა ნაწილი მდიდარი გლიკოზიდებითა და ალკალოიდური ნივთიერებებით (0,6-1%), რომელთა შორის ყველაზე მეტია ფსევდოალკალოიდი გენციანინი. მიწისზედა ნაწილი შეიცავს აგრეთვე ფლავონურ გლიკოზიდ ცენტაურეინს. ვიტამინ C-ს. ბეტა ამირინს, აცეტატს.

ასისთავას ნაყენის სახით იყენებენ მადის მოსამატებლად, პერისტალტიკის გასაძლიერებლად.

ნაყენის მისაღებად აიღეთ 1 სუფრის კოვზი ნედლეული, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წთ, გაწურეთ. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამის წინ 30 წთ-ით ადრე.

კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სადინარების დაავადებების, გაცივებისა და ციების დროს იყენებენ ასისთავას ნახარშს.

დიდი დოზებით ასისთავას პრეპარატების მიღება იწვევს საჭმლის მონელების პროცესის დარღვევას.

asisTava_samkurnalo_33330444444975

ავტორები: ს.ჩაგელიშვილი, მ.გოგორიშვილი
*გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2398 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1516 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB