სურსათის სტანდარტები სიცოცხლის დასაცავად.
7 ივნისს მსოფლიოში სურსათის უვნებლობის დღე აღინიშნება, რომელიც, ხუთი წლის წინ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დააარსეს.
სურსათის ეროვნული სააგენტო, FAO საქართველო, WHO საქართველო, დაავადებათა კონტროლისა და და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთიანდებიან და, პარტნიორებთან და დონორებთან ერთად, მასშტაბურად აღნიშნავენ სურსათის უვნებლობის დღეს.
ამ დღესთან დაკავშირებით 12:00-ზე რიყის პარკში და 15:00-ზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება ღონისძიება და საჯარო ლექცია სურსათის უვნებლობის შესახებ.
12 საათიდან რიყის პარკში გაიმართება თემატური საინფორმაციო და სახალისო აქტივობები, მათ შორის ბავშვებისთვის, ასევე, მეწარმეების მონაწილეობით – აგრობაზარი. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები, ევროკავშირის წარმომადგენელი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელები საქართველოში.
მისამართი: რიყის პარკი, ძველი თბილისი, მტკვრის მარცხენა სანაპირო.
7 ივნისს, 15:00-ზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერების და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტთან თანამშრომლობით, სტუ-ში გაიმართება საჯარო ლექცია „სურსათის უვნებლობა ყველას საქმეა“. ლექციას გამართავენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი პაატა იმნაძე და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროექტის მენეჯერი მიხეილ სოხაძე. ლექციის ერთი ნაწილი ზოონოზურ და საკვებთან ასოცირებულ ინფექციებს, ხოლო მეორე სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებისთვის ცხოველური წარმოშობის საკვების მიკვლევადობისა და “ფერმიდან სუფრამდე“ პრინციპის დაცვის მნიშვნელობას დაეთმობა.
მისამართი: დ. გურამიშივლის გამზირი #17, მეხუთე სართული, დიდი აუდიტორია.
ღონისძიებების მარდამჭერნი არიან: ევროკავშირი, ჩეხეთის განვითარების სააგენტო, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო.
სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის შესახებ
ღონისძიებების მიზანია, ხელი შეუწყოს სურასთის უვნებლობის სტანდარტების და მათი მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, ასევე, ცნობადობის ამაღლებას საკვებით გამოწვეული დაავადებებისა და მათი თავიდან აცილების გზების შესახებ. 7 ივნისის წლევანდელი თემა სტანდარტიზაციაა, რადგან FAO-სა და WHO-ს მიაჩნიათ, რომ „სურსათის სტანადრტები – სიცოცხლის დასაცავად“ არის მნიშვნელოვანი. სურსათის უვნებლობის სტანდარტიზაცია, თავის მხრივ, დაკავშირებულია საკვებისგან წარმოშობილი რისკების შემცირებასთან. სურსათის უვნებლობის სტანდარტიზაცაის დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებაზე, როგორებიცაა, სურსათის უსაფრთხოება, ადამიანთა ჯანმრთელობა; ეკონომიკური, სასოფლო-სამეურნეო, ტურისტული და მდგრადი განვითარება.
FAO-ს მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში ათიდან ერთი ადამიანი საკვებით იწამლება. ბაქტერიით, ვირუსით, პარაზიტით ან ქიმიური ნივთიერებებით დაბინზურებული საკვების მიღება ადამიანში 200-მდე დაავადებას იწვევს. საკვებით გამოწვეული დაავადებების 40 პროცენტი ხუთ წელზე მცირე ასაკის ბავშვებზე მოდის, მაშინ როცა ისინი მსოფლიო მოსახლეობის ცხრა პროცენტს შეადგენენ. WHO-ს მონაცემებით, დღეში, საშუალოდ 1 600 000 ადამიანი ავადდება მავნე საკვებით.
სურსათის უვნებლობის სტანდარტები, გარდა იმისა, რომ მომხმარებლებისათვის სურსათის უვნებლობის კრიტერიუმებს განსაზღვრავს, მთლიანობაში, ადამიანების სიცოცხლეს იცავს და ბევრი მათსგანის კეთილდღეობასაც განსაზღვრავს.