შერეული ნათესები და მცველი მცენარეები

1637 Views

შერეული ნათესები ერთდროულად (ერთ კვალზე) რამდენიმე კულტურის მოყვანას გულისხმობს.

ეს მეთოდი ითვალისწინებს ერთ კვალზე სხვადასხვა ბოსტნეული კულტურების მოყვანას. თანაც მნიშვნელოვანია ამ კულტურების ისეთნაირად შერჩევა, რომ თუ ერთს ზედაპირული ფესვთა სისტემა აქვს, მეორეს ღრმა ფესვთა სისტემა უნდა ჰქონდეს; საკვები ნივთიერებების მიმართაც მომთხოვნი და ნაკლებად მომთხოვნი მცენარეები ერთმანეთს უნდა შეუთავსოთ.

ამ მეთოდის გამოყენებით ნიადაგს მთელი ვეგეტაციური პერიოდის მანძილზე მუდმივად ფარავს მცენარეულობა. ამის შედეგად კი ხელსაყრელი პირობები ექმნება ნიადაგურ პროცესებს და ითრგუნება სარეველები. რადგანაც ნიადაგიდან არ გადის ერთი და იგივე საკვები ნივთიერებები, ამით გაწონასწორებულია სხვადასხვა მცენარის მომარაგება ამ ნივთიერებებით.

ამასთან ერთად ცნობილია, რომ ბევრი მცენარე, როცა ისინი ერთად მოჰყავთ, ერთმანეთის ზრდასა და აგრეთვე მავნებლებისა და დაავადებების მიმართ გამძლეობასაც აძლიერებენ (ფესვებისა და ფოთლების სპეციფიკური გამონაყოფის მეშვეობით).

ზოგიერთი გურმანის აზრით, კულტურული მცენარეების სხვადასხვა სახეობის შეთავსება აგემრიელებს პროდუქციას (მაგლითად: თუ გვერდით ქინძი უთესია, პომიდორს სურნელი ემატება, ასევე – კარტოფილსაც, თუ ნაკვეთში პიტნაა შეთესილი; წიწმატელას გვერდით მოყვანილ ბოლოკსაც უფრო სასიამოვნო გემო აქვს, ვიდრე სალათის მეზობლობაში ექნებოდა).

შერეული თესვისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მცენარეთა შეთავსებადობა /აგროკავკასია/.

მცველი მცენარეები

ამ ჯგუფს ეკუთვნიან არა მარტო ის თანამგზავრი მცენარეები, რომლებიც მწერებს აფრთხობენ, არამედ ისინიც, რომლებიც, ხატოვნად რომ ვთქვათ, თავგზას უბნევენ მათ. ბევრი მწერი საკვებად გამოსადეგ მცენარეს სუნით ეძებს. მაგალითად, სუნით პოულობენ კომბოსტოს მიწის რწყილები და კომბოსტოს ხვატარი.

თუ კომბოსტოს სიახლოვეს მძაფრი სუნის მქონე მცენარეებს, მაგალითად, ქონდარს ან სალბს გავზრდით, ანდა კომბოსტოს ამ მწვანილეულის ექსტრაქტს მოვასხურებთ, ამით კომბოსტოს სუნი მიიჩქმალება და ეს ბოსტნეული ნაკლებ მიმზიდველი გახდება მავნებლებისათვის.

სურნელოვანი ბალახები თავიანთი მძაფრი სუნით აბნევენ მავნებლებს და ბოსტნეულ კულტურებს იცავენ, ამიტომაც რეკომენდებულია, რომ რეჰანი მოვიყვანოთ პარკოსნების სიახლოვეს, რათა ისინი დავიცვათ ლობიოს მემარცვლიასაგან;

ნიორი-ვარდებთან, ბუგრებისგან დასაცავად; ოხრახუში-სატაცურის გვერდით.

თუმცა ბალახეულის მოქმედება ყოველთვის ერთნაირი ძალით არ ვლინდება. კულტურების დაცვის მიზნით სურნელოვანი ბალახეულის გამოყენებისას არ უნდა დავივიწყოთ, რომ მცენარეთა შორის კონკურენცია არსებობს.

ბალახეული რომ არ გათამამდეს და ძირითადი კულტურა არ დაიჩაგროს, ისინი ამ კულტურის რიგებში ცოტ-ცოტა უნდა შევთესოთ და ამ კვლების ნაპირებს „ჩარჩოსავით“ შემოვაყოლოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ შერეულ ნათესებში მცენარეთა დაცვითი მოქმედება მთლიანად ვერასოდეს გააქრობს მავნებლებს, მხოლოდ მათი შემცირების იმედი უნდა ვიქონიოთ.

კაკლის ხეები აფრთხობენ სახლისა და შინაური ცხოველების ბუზებს, ამიტომაც საძოვრებზე გაზრდილი კაკლის ხეები ძალზე უადვილებენ მინდორში ყოფნას ცხენებსა და მსხვილფეხა რქოსან საქონელს. პირუტყვს შეიძლება შევასხუროთ კაკლის ხის ფოთლების ნახარში ბუზების მოსაგერიებლად.

სანეხვეებთან ან საჯინიბოების შესასვლელთან დარგული კაკლის ხეები ამცირებენ ამ ადგილებში ბუზების რაოდენობას.

ტეგანი (Ruta graveolens) აფრთხობს ბუზებს, ამიტომ კარგია, თუ მას ქოთანში ფანჯრის რაფაზე, ნაკელის გროვისა და ბოსლის ირგვლივ დავრგავთ.

ეზოში დარგული აბუსალათინი კოღოს აფრთხობს. თუ აბუსალათინს დაჭაობებული ადგილების გარშემო დავრგავთ, კოღოს გამრავლებას შევანელებთ.

პიტნა არ უყვართ ჭიანჭველებს. თუ მას სურსათის საწყობში მიმოვფანტავთ დაიცავს ჭიანჭველების შემოტევისაგან.

ხმელი ფოთლები, როზმარინი, სალბი, ლავანდი და პიტნა აფრთხობს ჩრჩილს. პომიდვრისა და აბზინდის ექსტრაქტი კი ბუზებს.

ავტორი: სალომე ლომიძე

იხილეთ აგრეთვე (დაკლიკეთ): შერეული თესვა — ბოსტნეული, მწვანილი — მეგობარი მცენარეები

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ქაცვი — დახასიათება, გავრცელება, გამოყენება, ქაცვის პროდუქტები
113 Views

დახასიათება ქაცვი (Hippophae rhamnoides, Облепиха) არის ხშირტოტებიანი ბუჩქოვანი, ეკლიანი მცენარე, რომელიც სიმაღლით 2-4 მ-ს აღწევს. ტოტები სიმეტრიულია და ხშირად ბოლოებზე მომრგვალებული ფორმა აქვს. ქაცვის ტოტებს აქვს ყავისფერი ან მოშავო ფერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წნორი (Salix alba L) — სამკურნალო მცენარე
1405 Views

ტირიფისებრთა ოჯახს ეკუთვნის. წნორი საკმაოდ დიდი, 25-30 მ სიმაღლის ხეა, მუქი ნაცრისფერი, ღრმად დამსკდარი ქერქით, დაკიდული ახალგაზრდა ტოტებით და ზეაღმართული გლუვქერქიანი ძველი ტოტებით. ზედა მხრიდან პრიალა, ქვემოდან

სრულად
აგროკავკასია FB