საქართველოდან 5.84 მილიარდი დოლარის პროდუქციაა ექსპორტირებული, ხოლო იმპორტი 14 995.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 9 159.8 მლნ. აშშ დოლარია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 20 831.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.6 პროცენტით მეტია.
ექსპორტი 5 835.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 6.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი 14 995.7 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 9.3 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, 9 159.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.0 პროცენტია.
2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.4 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1 233.1 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (743.8 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (608.3 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (2 271.8 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (2 265.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 620.2 მლნ. აშშ დოლარი).
ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა, საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 536.2 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (2 343.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (2 145.9 მლნ. აშშ დოლარი).
საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 287.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 39.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 291.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპირტიანი სასმელები 230.1 მლნ. აშშ დოლარით (3.9 პროცენტი).

