ალოე და მისი სახეობები, რჩევები ალოეს მოვლისა და გამრავლებისთვის

2171 Views

ალოე მიეკუთვნება შროშანისებრთა ოჯახის მცენარეებს. ალოეს მსხვილი ფოთლები ეხმარება მას ტენიანობის შენარჩუნებაში. მისი სამშობლოა აფრიკა. ჩვეულებრივ ეს მცენარე მოყავთ სამკურნალო მიზნებისთვის, მაგრამ ძალიან საინტერესოა ასევე როგორც დეკორატიული მცენარე.

აფრიკაში მისი სიმაღლე აღწევს 10 მეტრამდე და რეგულარულად ყვავის. ყავილები მოწითალო- მონარჯისფროა და ვითარდებიან გრძელ ყუნწზე. ისინი ყვავიან რამდენიმე ყვავილი ერთად და ქმნიან თაიგულს.

სახლის პირობებში ალოე ყვავის იშვიათად. მან უნდა მიაღწიოს 10 წლიან ასაკს, რომ შეძლოს აყვავება და ზამთარში უნდა შევუქმნათ განსაკუთრებული პირობები, ტემპერატურა არ უნდა იყოს 14 გრადუსზე მაღალი და პრაქტიკულად არ უნდა მოვრწყათ.

თუმცა უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ალოეს ყვავილის სურნელი იწვევს თავის ტკივილს.

ალოე არისტატა— კომპაქტური მცენარეა წვრილი ფოთლებით, 10 სმ სიმაღლის, მონაცისფრო- მომწვანო შეფერილობის, ფოთლების გვერდებზე ეზრდება თეთრი ხიწვები.

ალოე ვარიეგატა – გამოირჩევა თავისი მუქი მწვანე ფოთლების სწორკუთხა სამკუთხედის ფორმით. ფოთლებს მთელ სიგრძეზე გასდევთ თეთრი ზოლი, ფოთლების სიგრძე 15 სმ.

ალოე ვერა – ნამდვილი ალოე, როგორც უწოდებენ ხშირად. ეს ბალახოვანი, მრავალწლიანი მცენარეა, წვრილი მწვანე ფოთლებით.

სწორედ ამ მცენარის კულტივირება მოახდინეს თავდაპირველად და იყენებდნენ სამკურნალოდ. გავრცელდა ქვეყნებში ინდოეთში, ჩინეთში, ხმელთაშუა ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებში.

ალოეს განვითარებისთვის სჭირდება ბუნებრივ გარემოსთან მიახლოებული პირობები ანუ უდაბნოს და ნახევარუდაბნოს პირობები. ალოეს უყვარს ნათელი ადგილები, დღის და ღამის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება. იტანს ტემპერეტურის დაცემას -50-მდე.

ნორმალური განვითარებისთვის სჭირდება მზის პირდაპირი სხივები რამდენიმე საათი დღეში, მაგრამ ძლიერ სიცხეს ჯობია მოვარიდოთ. უყვარს სუფთა ჰაერი.

გაზაფხულზე და ზაფხულში მორწყვა აუცილებელია იმის მიხედვით, მიწა რამდენად სწრაფად შრება, ხოლო ზამთარში თითქმის წყვეტენ მისთვის წყალი მიწოდებას. საკმარისია მისი მორწყვა თვეში ერთხელ. ზამთარში სასურველია შევინახოთ +10-12 გრადუს ტემპერეტურაზე.

მიწა უნდა შეიცავდეს საკმარისი რაოდენობით ქვიშას, რომ მან არ დააკავოს წყალი დიდ ხნით.

ალოესთვის მიწის საუკეთესო ნარევია: 1 წილი ფოთლოვანი მიწა, 2 წილი ტორფი, მდინარის ქვიშა, აგურის ნარჩენები და ნახშირი.

ზრდის პერიოდში ალოეს კვებავენ ამონიუმის გვარჯილით – 1 გრ 1 ლ წყალში.
ალოე არ არის პრეტენზიული მცენარე, მისი გადარგვა საჭიროა 2-3 წელიწადში ერთხელ.

ალოე ადვილად მრავლდება. იყენებენ მის ფოთოლს. ამისთვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული და ზაფხული.

ყუნწი დარგვამდე უნდა გამოვახმოთ ჰაერზე 1-2 დღის განმავლობაში. მისი დარგვა შესაძლებელია ჩვეულებრივ ნიადაგში ან ქვიშაში. უნდა მოვრწყათ ძალიან ფრთხილად, რომ ყუნწი არ დალპეს.

საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ორგანული (ბიო, ეკო) პროდუქტების ერთობლივი შესყიდვები
1094 Views

ორგანული (ბიოლოგიურად სუფთა) პროდუქტების პოპულარობის ზრდის ფონზე, იზრდება ადგილობრივ ფერმერებთან პირდაპირი კავშირების საჭიროება. ხშირად მომხმარებელისთვის ძნელია ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა პროდუქტზე, გარდა ამისა სიძნელეს ქმნის რაოდენობაც. თუ მომხმარებელს, გარკვეული

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ქლიავი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
172 Views

ქლიავი (Prunus domestica) – სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ნაყოფი, ფოთოლი და ჩირი. თავისი კვებითი ღირებულების წყალობით, ქლიავი ნერვულ სისტემას ამაგრებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. ორგანიზმს წმენდს და მის ვიტამინურ მარაგს ავსებს. ქლიავი თავისი დიდებული ბიოლოგიური თვისებებით ფართოდ

სრულად
აგროკავკასია FB