აგრონომი გვირჩევს-ვიხსნათ ხეხილოვანი მცენარეები ფითრისგან

431 Views Comment Off

დავაკვირდეთ, რა გულსაკლავად გამოიყურება ჩვენს ეზოებში, განსაკუთრებით ზამთარში, ფითრის ბუჩქებისგან დამძიმებული მსხლის, ვაშლის თუ სხვა ნაყოფიერი ხეები. ამ დროს განსაკუთრებით ღიად დასანახია, რაოდენ მასობრივად აქვს მოდებული ფითრი მთელ კულტურულ ხეხილს. არა ერთი ნაქები მეურნე მშვიდად შესცქერის მათ ტანჯვას.

სოფელში თითქმის არ არის ოჯახი, სადაც საკარმიდამოში არ იყოს მსხლის ხე და ის ფითრისგან არ იტანჯებოდეს. ზოგი თავს იმართლებს, რომ ზამთარში ფითრი კარგი საკვები მწვანე მასაა პირუტყვისთვის, ჩამოამტვრევს და ამით ხეც განიკურნება, თუმცა, ეს თავის ამაო დამშვიდებაა.

თეთრი ფითრის ნაირსახეობა, რომელიც გავრცელებულია ჩვენში (და რომელსაც მხოლოდ მარცვლები აქვს თეთრი, ისე კი ჩვეულებრივი მწვანე მცენარეა),ნახევრად პარაზიტებს მიეკუთვნება და მისგან მცენარის გათავისუფლება სულაც არ არის ადვილი.

აგრონომი აკაკი ღლონტი მეურნეებს ურჩევს, სერიოზულად მოეკიდონ ფითრისგან განსაკუთრებით მსხლის ხის გათავისუფლების საკითხს, რომელზეც ის ყველაზე მეტად იკიდებს ფესვს. უბრალო მოტეხვის ამ მოგლეჯის შემდეგაც ტოტზე თუ ვარჯზე რჩება ფესვები.

ხან მას «ხის კიბოსც» ეძახიან. ამიტომ ახლა, როცა ხეზე ადვილად დასანახია და მიწვდომაც უფრო შეგვიძლია, აუცილებლად უნდა ჩამოვგლიჯოთ, ხოლო უმეტესად გადავხერხოთ ან გადავჭრათ ის ტოტები, რომელზეც ფითრი მომძლავრებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფესვი მაინც რჩება და კვლავ ამოიყრის. თუმცა, ამ შემთხვევაშიც მცენარე ნაწილობრივ ამოისუნთქავს, რადგან ნახევრად მიშველება სჯობს სრულ უყურადღებობას.

ფითრს აქვს ძალიან წებოვანი მარცვლები, რაც ფრინველს ნისკარტზე ეკვრის, ამიტომ ის ცდილობს, თავი გაითავისუფლოს და თავგანწირვით უსვამს ნისკარტს ხის ტოტებს. ასე ხდება ფითრის საშიში გამრავლება განსაკუთრებით ისეთ გემრიელ ხეხილოვანზე, როგორც მსხალია.

აკაკი ღლონტი ამბობს, რომ ხშირად მარცვლები როცა ცვივა, ხის ტოტებზე რჩება და ამოდის. ხეზე ასვლა ყველას არ ეხერხება, თუმცა არიან ადამიანები, განსაკუთრებით სოფლებში, რომლებსაც ეს საქმე კარგად იციან-დავიხმაროთ ისინი და ვუშველოთ ჩვენს ხეხილოვნებს, გადავარჩინოთ ისინი გახმობას.

გურია news
agrokavkaz.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2398 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1516 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB