რაფსი ზეთოვანი და თაფლის მომცემი კულტურა-რაფსის მოყვანა

996 Views Comment Off

ზოგადი ინფორმაცია

რაფსი უძველესი ზეთოვანი და თაფლის მომცემი კულტურაა. მისი ფართობები ევროპაში სულ უფრო იზრდება, ვინაიდან სხვა ღირსებებთან (სასურსათო, ტექნიკური ზეთი, სამარხვო და დიეტური სურსათი, მეცხოველეობის საკვები) ერთად რაფსისგან მეწარმეები ბიოდიზელსაც ამზადებენ.

დღეისათვის ევროპელი მეურნეები რაფსის ახალი სელექციის 00 (ორ ნულოვანი) და 000-იანი ჯიშებს უფრო ხშირად (80 %) სასურსათო ზეთისა (მარცვალში ზეთის შემცველობა 40-48 %-ია) და   სამარხვო პროდუქტების მისაღებად იყენებენ. ნარჩენი კოპტონი გამოიყენება ცილით მდიდარი (24-30%) კომბინირებული საკვების დასამზადებლად, ხოლო ნამჯა _  ადგილობრივ კოგენარაციულ სადგურებში ელექტრო ენერგიისა და ცხელი წყლის მისაღებად.

ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონში (გერმანული  ჯიშები) ზეთის გამოწურვის შემდეგ მიღებულ კოპტონში ნაცროვანი ელემენტების შემცველობამ _ 7.6, ნედლი პროტეინისამ _ 40, ნედლი ცხიმისამ _ 12.8, ხოლო უჯრედანასამ _ 12.6 % (მშრალი ნივთიერებიდან) შეადგინა.

რაფსის  გავრცელებას ევროპაში იმანაც შეუწყო ხელი, რომ ამ კულტურის წარმოება ეკოლოგიური და აგროტექნიკური თვალსაზრისითაც მიზანშეწონილია. ეკოლოგიური თვალსაზრისით იმიტომ, რომ ერთი ჰექტარი ნათესი გამოყოფს 10.6 მილიონ ლიტრ ჟანგბადს, მაშინ როდესაც 1 ჰა. ტყიდან გამოიყოფა 4 მლ. ლიტრი ანუ 2.5 ჯერ ნაკლები ჟანგბადი.

ამასთან შემოდგომით დროულად დათესილი რაფსი ფართო ფოთლების და ძლიერი ფესვთა სისტემის ინტენსიური განვითარების გამო უძლებს 15 გრადუს ყინვას და დახრილი ქანობების წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიისაგან დასაცავად საუკეთესო პირობებს ქმნის.

აღსანიშნავია ისიც, რომ რაფსი საუკეთესოა მეფუტკრეობაშიც და ესპარცეტს არ ჩამორჩება.

რაფსი აუმჯობესებს ნიადაგის ფიზიკურ თვისებას და ყველა კულტურისათვის საუკეთესო წინამორბედად ითვლება.

საშემოდგომო რაფსის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის სექტემბერში თესვის შემთხვევაში საკმარისია 500-800 მმ. ნალექი სავეგეტაციო პერიოდში. მისი მწვანე მასა საუკეთესოა სასილოსედაც. უკვე აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში შესაძლებელია მისი გათიბვა, განთავისუფლებულ ნაკვეთზე კი შესაძლებელია, როგორც მზესუმზირის, სიმინდის, წიწიბურას, ისე საგაზაფხულო რაფსის მეორე მოსავლის მოწევა.

ნიადაგის ძირითადი განოყიერება:

საშემოდგომო მარცვლეულის ანალოგიურია

თესვის ნორმა:

გამოცდილი მეწარმეები  კარგად მომზადებული ნიადაგის შემთხვევაში და ოპტიმალური თესვის ვადებში ჰექტარზე 3-3.5 კგ. თესავენ. გვიან თესვის პირობებშიც კი თესვის ნორმამ ჰექტარზე 5 კგ-ს არ უნდა გადააჭარბოს. მიღებულია, რომ ერთ კვადრატულ მეტრზე შემოდგომით უნდა იყოს 60 მცენარე. ჩათესვის სიღრმე მშრალი ნიადაგის პირობებში არ უნდა აღემატებოდეს 3-3.5, ხოლო ტენით კარგი უზრუნველყოფის პირობებში 2-2.5 სმ-ს.

თესვის ვადები:

მთიან პირობებში (ახალციხე, ასპინძა, თიანეთი) საუკეთესო შედეგებია მიღებული ნაკვეთებში, სადაც თესვა ტარდებოდა 5-20 აგვისტოს პერიოდში, ხოლო ყვარლის რაიონის ტერიტორიებზე 15-25 სექტემბრის ფარგლებში, საშემოდგომო კულტურების აღების შემდეგ.

გამოცდილი მეურნეები ანგარიშობენ, რომ რაფსი ზამთარს 6-9 ნამდვილი ფოთლის ფაზაში უნდა შეხვდეს, ამასთან ფესვის ყელის დიამეტრი უნდა მერყეობდეს 6-12 მმ-ის ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში მცენარეს შეუძლია 20-25 გრადუსიანი ყინვის გადატანაც. აღსანიშნავია, რომ მცენარის ფესვები ინტენსიურად იზრდება და კარგ პირობებში შემოდგომისათვის 1.6 მეტრსაც კი აღწევს.

თესვის შემდგომ აუცილებელი ღონისძიება ნათესის დატკეპვნაა.

გამოკვება აზოტიანი სასუქით:

ვინაიდან რაფსს ნიადაგიდან აზოტის დიდი რაოდენობა გამოაქვს, რეკომენდებულია გაზაფხულზე მისი ზრდის განახლებისთანავე ჰექტარზე 120-160 კგ. (მოქმედი ნივთიერების გაანგარიშებით) შეტანა.

ფუნგიციდები:

რაფსი რიგ შემთხვევებში სოკოვანი დაავადებებით ზიანდება, ამიტომაც მათი კონტროლი აუცილებელია.

ინსექტიციდები:

ინსექტიციდებით პირველი დამუშავება მიზანშეწონილია ჩატარდეს შემოდგომით რწყილების, ხოლო გაზაფხულზე (ორი წამლობა), განსაკუთრებით ღეროს მავნებლების წინააღმდეგ. პირველი მწვანე მასის ინტენსიური ფორმირების და მეორე ყვავილობის დაწყებამდე.

ჰერბიციდები:

სარეველებთან საბრძოლველად ადგილზე უნდა შეისწავლოს მდგომარეობა და გამოვიყენოთ შესაბამისი თანამედროვე ჰერბიციდი.

მოსავლის აღება:

მოსავლის (2-3 ტონა/ჰა) აღება, როგორც მთიან, ისე დაბლობ ზონაში ხორციელდება კომბაინით, მაღალი სიჩქარით, მარცვლების სრულ სიმწიფეში შესვლის პერიოდში, მაშინ, როდესაც მარცვლები  მოლურჯო-შავ შეფერილობას მიიღებს და თითით არ გაიჭყლიტება.

საქართველოში ყველაზე კარგი შედეგი  მივიღეთ (უდანაკარგოდ) კომბაინით აღების დროს.

ავტორი: კობა კობალაძე, სმმ დოქტორი

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2381 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1450 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB