მეფუტკრეობა, ფუტკრის პროდუქტები-ფუტკრის რძე

779 Views

ფუტკრის რძე გამომუშავდება ახალგაზრდა (5-დან 15-დღემდე) მუშა ფუტკრების ჯირკვლებში და წარმოადგენს დედა ფუტკრის საკვებს მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე.

იმის წყალობით, რომ განვითარების პერიოდში მომავალი დედა ფუტკარი იკვებება  ფუტკრის რძით, ხდება მისი მინერალური ცვლის გააქტიურება და უვითარდება სასქესო ორგანოები და კვერცხის დების უნარი. აღსანიშნავია, რომ დედა ფუტკარი 13-34 – ჯერ მეტ ხანს ცოცხლობს, ვიდრე მუშა ფუტკარი. 

ფუტკრის რძეს აგროვებენ გადასაბეჭდი სადედე ჯამებიდან. ამისათვის ფუტკრის ოჯახს აობლებენ, ართმევენ დედას. ფუტკრები იწყებენ ახალი დედის გამოყვანას და აშენებენ დიდი რაოდენობით სადედე ჯამებს, რომლებშიც ასხავენ რძეს. ამ მიზნისათვის იყენებენ ხელოვნურ ჯამებსაც, რითიც აიძულებენ ფუტკრებს ჩაასხან ჯამებში რზე.

მეფუტკრე იღებს რძეს ამ ჯამებიდან და ათავსებს მუქი ფერის შუშის ჭურჭელში. ძლიერი ფუტკრის ოჯახიდან შესაძლებელია 40 ჯამის მიღება, ხოლო ყოველივეში 300 მგ-მდე რძეა.

ნათელ თბილ ადგილას შენახვისას ფუტკრის რძე ყვითლდება და მალე კარგავს თავის თვისებებს.

მაცივარში, 2-5°С ტემპერატურაზე ინხება 6 თვემდე; 20°С ტემპერატურაზე გაყინვისას ინახება 18 თვემდე. შენახვის ყველაზე კარგი ხერხია – ლიოფილიზაცია (გამოშრობა ვაკუუმის პირობებში).

გამომშრალი ნივთიერება თვისებებით თითქმის არ განსხვავდება ნედლისაგან.

ფუტკრის რძის ფიზიკური თვისებები

ახალი ფუტკრის რძე – კრემისებრი, ნახევრად თხევადი მასაა სპეციფიური სასიამოვნო არომატით და ოდნავ მწველი მომჟავო-მოტკბო გემოთი. ჰაერთან შეხებისას, მისი თეთრი ფერი იცვლება და ხდება ჯერ მოყვითალო, შემდეგ კი ყავისფერი. ფუტკრის რძის ph  უდრის  3,6-4,5.

ფუტკრის რძის შემადგენლობა

ფუტკრის რძის ქიმიური შემადგენლობა ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი. მის შემადგენლობაშია დაახლოვებით 65-70% წყალი, 14-18% ცილები, 9-18% ნახშირწყლები, 2-6% ლიპიდები, 0,7-1% მინერალური ნივთიერებები.

იგი მდიდარია ვიტამინებით: В1, В2, В3, В4, В5, В6, В7, В8, В9, В12, ნაკლები რაოდენობით – C , A, D и E, ფოლიის მჟავა, ერგოსტერინი, პანტოტენის მჟავა, ბიოტინი, ინოზიტი და ჰონადოტროპული ჰორმონი.

ფუტკრის რძის ცილები ადამიანის სისხლის ცილების ანალოგიურია. ფუტკრის რძეში აღმოჩენილია 22 ამინომჟავა, მათ რიცხვში: არგინინი, ცისტეინი, ლიზინი, მეტიონინი, ტრიპტოფანი, ჟელატინი, გამა-გლობულინი და სხვ. ამინომჟავების შემადგენლობა  ხორცის, კვერცხის, რძის იდენტურია.

მიკროელემენტების შემადგენლობა ცვალებადია და დამოკიდებულია ფუტკრების საცხოვრებელ ზონაზე, მაგრამ ყოველთვის არის რკინა, მანგანუმი, ცინკი, კობალტი, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, სპილენძი, ნიკელი, ვერცხლი, ოქრო, ვისმუტი, ალუმინი, გოგირდი, ქრომი, კრემნიუმი, დარიშხანი და სხვ.

ნახშირწყლები ძირითადად წარმოდგენილია გლუკოზით და ფრუქტოზით და ძალზედ მცირე რაოდენობით – საქაროზა, რობოზა, მალტოზა.

ფუტკრის რძის შემადგენლობაში მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი ფერმენტები, ისეთი, როგორც ამილაზა, ინვერტაზა, ასკორბინოქსიდაზა, კატალაზა და სხვ.
ფუტკრის რძეს ფართოდ იყენებენ მედიცინასა  (იხ. ფუტკრის პროდუქტები მედიცინაში) და კოსმეტოლოგიაში (იხ. ფუტკრის პროდუქტები კოსმეტოლოგიაში).

ფუტკრის რძის სამკურნალო თვისებები

ფუტკრის რძის მიღებით მატულობს ადამიანის გამძლეობა, სტრესისადმი მდგრადობა; იგი ადვილად უმკლავდება ინფექციებს და გარემოს ცუდ პირობებს; კლებულობს ავადმყოფობისა და ოპერაციების შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდი.

ფუტკრის რძეს გააჩნია გამოხატული ბაქტერიოსტატიკური და ბაქტერიოციდური თვისებები. იგი აუმჯობესებს მადას,არეგულირებს ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის პროცესს, ააქტიურებს ფერმენტაციას, აუმჯობესებს მხედველობას, მეხსიერებას, არეგულირებს არტერიულ წნევას, ხსნის სისხლძარღვთა სპაზმებს, არეგულირებს სისხლში შაქრის ოდენობას, აჩქარებს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოყვანას, გააჩნია ანთების სწინააღმდეგო მოქმედება.

ფუტკრის რძე არეგულირებს ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციონირებას. მას წარმატებით იყენებენ კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, გასტრიტის, თირკმლისა და ღვიძლის დაავადებების მკურნალობისას. იგი ეფექტურია ათეროსკლეროზის, სტენოკარდიის, მაღალი ან დაბალი არტერიული წნევის, ტუბერკულოზის, არტრიტების, კანის დაავადებების, ბრონქული ასთმის, ნევროზების და სხვ.

ფუტკრის რძის მიღების უკუჩვენებები

ფუტკრის რძისა და მისი პრეპარატების მიღების უკუჩვენებაა – ინდივიდუალური აუტანლობა, ინფექციური დაავადებების მწვავე პერიოდი, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები. პრეპარატ ”აპილაკის” მიღებისას სიფრთხილე მართებთ მათ, ვისაც ჰიპერკოაგულაციისაკენ მიდრეკილება აქვთ.

ზოგჯერ, ფუტკრის რძის მიღებისას აღინიშნება ძილის დარღვევა, პულსის გახშირება, პირის ღრუს სიმშრალე, ეს მოვლენები, როგორც წესი ქრება დოზის შემცირებისთანავე.

დიდი დოზების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნერვული და ენდოკრინული სისტემების დარღვევები.

არასწორად შერჩეული ფუტკრის რძის დოზის მიღებისას, შესაძლოა განვითარდეს ტკივილი მუცლის არეში, აშლილობა.

არ შეიძლება ფუტკრის რძის მიღება იმ შემთხვევაში, თუ მიღებისას აღინიშნება ალერგიული რეაქციები.

zogadad-fytkris-Sesaxeb-03

bee.ge

22Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
უფასოდ
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB