პეკინის კომბოსტოს მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

349 Views

ზოგადი ინფორმაცია

პეკინის კომბოსტო (ლათ. Brassica pekinensis) ჯვაროსანთა ოჯახი, ამ სახეობის კომბოსტოს სამშობლოა ჩინეთი. პეკინის კომბოსტო ფართოდაა გავრცელებული აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებში, დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში.

პეკინის კომბოსტო განსაკუთრებით ფასეული იმითაა, რომ მისი მოყვანა მთელი წლის მანძილზე შეიძლება როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში.

იგი მდიდარია B1, B2, PP ვიტამინებით, კაროტინით, ხოლო C ვიტამინი მასში ორჯერ მეტია, ვიდრე სალათში.

პეკინის კომბოსტოს ფურცლებს საკვებში იყენებენ როგორც მწვანილეულს, შეხვეულ თავებს კი, კულინარიული დამუშავების შემდეგ, — წვნიანებში, გარნირებში, მათ, აგრეთვე, ამწნილებენ და ამარილებენ.

კულტურის სპეციფიკური მოთხოვნები

ამ კომბოსტოს მოსაყვანად უმჯობესია ორგანული ნივთიერებებით მდიდარი, კარგად დამუშავებული საშუალო თიხნარი ნიადაგები. ზედმეტად ტენიანი, მწირი ნიადაგები მისთვის უვარგისია.

ნიადაგის მომზადება შემოდგომიდანვე უნდა დაიწყოს: ნაკვეთები უნდა გადაიბაროს 25_35 სმ-ზე, 1 მ2-ზე შეიტანონ 6_8 კგ ნეშომპალა ან კომპოსტი მწირ ქვიშნარ ნიადაგებში, ხოლო ნოყიერ თიხნარებში 3_4 კგ.

შემოდგომაზე გადაბარვის წინ კარგია 1 მ2-ზე 4_5 კგ ნეშომპალას ან კომპოსტის შეტანა.

წინამორბედები

კარგი წინამორბედებია: პარკოსანი კულტურები, კიტრი, ხახვი, კარტოფილი, ჭარხალი, პომიდორი და მრავალწლიანი ბალახეული;

ნიადაგი: pH=6,5 – 7,2.

ჩითილის ასაკი:

25_30 დღისა (გადასარგავად გამზადებულ ჩითილს 4_5 ფოთოლი უნდა ჰქონდეს გამოტანილი);

თესვის სიღრმე: 1-2 სმ.

თესვის/ჩარგვის სქემა:

თესლი ითესება ღია გრუნტში (რიგებს შორის მანძილი 50_60 სმ-ია, რიგებში მცენარეთა შორის — 20-30 სმ).

თესვას უნდა მოჰყვეს ორი გამოხშირვა: I. პირველი ნამდვილი ფოთლის გამოტანის შემდეგ (მცენარეთაშორის 8 სმ მანძილის დატოვებით, II. როდესაც მეზობელი მცენარეების ფოთლები ერთმანეთს მისწვდება (მცენარეებს შორის მანძილი 20_25 სმ-მდე იზრდება).

გამოკვება:

დამატებითი საკვების, განსაკუთრებით აზოტოვანი სასუქის შეტანა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგანაც პეკინის კომბოსტოს შეუძლია დიდძალი ნიტრატების დაგროვება (ძირითადად ღეროებსა და ფოთლების ყუნწებში). ამიტომაც საკვებად გამოყენებამდე რეკომენდებულია მისი ცივ წყალში ჩადება 1 საათით;

ვეგეტაციის პერიოდში ორჯერ შეაქვთ წუნწუხი (1:20), ხარჯი 1 მცენარეზე 0,5ლ.

მორწყვა:

პეკინის კომბოსტო ტენის მოყვარულია, თუმცა ზედმეტი წყალი აქვეითებს პროდუქციის მოსავალსაც და ხარისხსაც.

სითბური რეჟიმი:

სიცივის არ ეშინია, თესლი ღივდება +3_40C-ზე, მცენარე კი -40C -მდე. წაყინვებს უძლებს. ყველაზე ხელსაყრელი ტემპერატურა ზრდისა და განვითარებისათვის არის +15_220C.

ცხელი მზიანი ამინდი იწვევს ფოთლების ალანძვას, ხოლო 130C -ზე დაბალი ტემპერატურისას მოსალოდნელია ნაადრევი აჩოყება (აღერება).

შემოსვლის ვადები:

საადრეო ჯიშები: 40_45 დღე აღმოცენებიდან სიმწიფემდე;

საშუალო საადრეო ჯიშები: 55_60 დღე აღმოცენებიდან სიმწიფემდე;

საგვიანო ჯიშები: 60_80 დღე აღმოცენებიდან სიმწიფემდე.

პეკინის კომბოსტო საადრეო კულტურაა. დათესვიდან თავის შეკვრამდე 40_65 დღე გადის. ჩითილებით თუ დარგეს, ხანდახან მოსავალს 20_35 დღის შემდეგაც იწევენ. ეს კულტურა შეიძლება სათბურშიც მოიყვანოთ. იგი ფასეული დიეტური პროდუქტია, უხდება გულსისხლძარღვთა დაავადებებსა და კუჭის წყლულს.

ავტორები: ნუკრი მემარნიშვილი, თამაზ დუნდუა.
მასალა მოგვაწოდა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ „ელკანა“.

იხილეთ აგრეთვე: ბრიუსელის კომბოსტო — დარგვა, მოვლა, მოშენება

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1289 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3605 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB