ნიორი — წამლობათა სქემა ბიო (ორგანული) მეურნეობისთვის

881 Views

თესლის  მომზადება: დასათესად გამოიყენება მსხვილი კბილები, რომლებიც უნდა  დამუშავდეს სასუქის (ორგანიკა) 2%-იანი + ბიოკატენა 2%-იანი სამუშაო კომბინირებული ნაზავით (ჩალბობა 12 საათის ექსპოზიციით). დამუშავების შემდეგ თესლი უნდა შეშრეს ჩრდილში.

ნიადაგის მომზადება: ნაყოფიერების ამაღლების მიზნით, ყოველ ერთ ჰექტარ ფართობზე უნდა შევიტანოთ 30 ლიტრი სასუქი “ორგანიკა” + 3 ლიტრი ბიოკატენა, რომელიც უნდა გაიხსნას 200-300 ლიტრ წყალში.

ნიადაგში მცხოვრები მავნებლების (მახრა, მავთულა, ცრუ მავთულა ჭიები და სხვ.) წინააღმდეგ  ლეპიდინი+ბოვერინის 2%-იან ნაზავზე დამზადებული სატყუარა მასალა უნდა ჩალაგდეს მწკრივებში საშუალოდ 5 სმ. სიღმეზე.

I წამლობა: როდესაც აღმონაცენი მიაღწევს 10-15 სმ. სიმაღლეს, დაავადებების (ჭრაქი, ჟანგა, გუდაფშუტა, ფესვისვ ყელის სიდამპლე) ბიოკატენა + ფიტოკატენა 2%-იანი კომბინირებული ნაზავით.

II წამლობა: I წამლობიდან 7-10 დღის შემდეგ, დაავადებების (ჭრაქი, ჟანგა, გუდაფშუტა, თეთრი სიდამპლე) და მავნებლების (ხახვის ბუზი, ოთხფეხა ტკიპა) წინააღმდეგ. ლეპიდინი 5 ლიტრი + ბორდოს ნარევი (2 კგ) + 200-250 ლიტრ წყალი.

III წამლობა: II წამლობიდან 7-10 დღის შემდეგ, იგივე კომბინირებული ნაზავით.

IV წამლობა: III  წამლობიდან 10-14 დღის შემდეგ. ფიტოკატენა +ბიოკატენა + ლეპიდინი (თითოეული პრეპარატის ხარჯვის ნორმა 3 ლიტრი ჰექტარზე) + ორგანიკა (ხარჯვის ნორმა 5 ლიტრი ჰექტარზე).

გამოყენებული ბიოლოგიური საშუალებების შესახებ და სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: http://bioagro.ge

*ტრადიციული მეურნეობიდან ორგანულზე გადასვლას სჭირდება სპეციალური სქემა, ამ საკითხზე კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრს „ბიოაგრო“.

იხილეთ აგრეთვე: ნიორი — დარგვა, მოყვანა, მოვლა, ტექნოლოგიური რუკა

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1258 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3473 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB