სხვადასხვა კულტურათა გეგმიური მოვლის პროცესში, სარეველების განადგურება ფერმერებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. აგრონომის პარტნიორი ფერმერები მრავალი წელია წარმატებით იყენებენ ტოტალური მოქმედების მაღალეფექტურ ჰერბიციდს, კლინერს, რომელიც ბალახეული სარეველების, ხე-ბუჩქოვანი და სხვა არასასურველი მცენარეების გასანადგურებლად უკონკურენტო საშუალებაა.
როგორ მუშაობს კლინერი?
კლინერს გააჩნია სწრაფი მოქმედების მექანიზმი. მისი შემადგენელი ნივთიერება გლიფოსატ-იზოპროპილამინის მარილის ფორმულირებებში ხსნადობის გასაუმჯობესებლად, გლიფოსატი გარდაიქმნება იზოპროპილამინის ფორმად. იზოპროპილამინის მარილი, როგორც აქტიური ნივთიერება, შეიცავს გლიფოსატზე დაფუძნებული პრეპარატების უმეტესობას.
კლინერი დიფუზიურად იჭრება მცენარის ქსოვილებში ფოთლის ბაგეებიდან და გადანაწილდება მთელ სისტემაში, მათ შორის ფესურებშიც. გარეგანი ნიშნები შეინიშნება გამოყენებიდან პირველ კვირაში, სრული განადგურება ხდება 2-3 კვირაში, ამინდობრივი პირობებიდან გამომდინარე. საუკეთესო ეფექტი მიიღწევა გასანადგურებელი მცენარეების აქტიური ზრდის ფაზაში, თბილი ამინდისა და ნიადაგის საკმარისი ტენიანობის დროს.
რა არის პრეპარატის უპირატესობა?
- ეფექტურად თრგუნავს არასასურველი ბალახოვანი და ხებუჩქოვანი მცენარეულობის სრულ სპექტრს;
- ანადგურებს ხეების და ბუჩქების როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვეშა ნაწილებს;
- მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ტემპერატურაზე (დამუშავების დროს სარეველების სიცოცხლისუნარიანობის გათვალისწინებით);
- არ ახდენს უარყოფით გავლენას გარემოზე;
- სწრაფად იშლება ნიადაგში;
- სრულად იხსნება წყალში;
- საგრძნობლად ამცირებს შრომით და დროით დანახარჯებს არასასურველი მცენარეებისგან ტერიტორიების გაწმენდისას;
პრეპარატის გამოყენებამდე გაეცანით რეკომენდაციებს:
- კლინერით დამუშავებიდან რამდენიმე დღეში შესაძლებელია ნებისმიერი კულტურის დათესვა (დარგვა);
- დამუშავების პერიოდში, სარეველების ზრდის აქტივობისა და ამინდის პირობების მიხედვით, ჰერბიციდული მოქმედების გამოვლენა (მცენარის ფოთლების თანდათანობითი ჭკნობა, გაყვითლება, განადგურება) შეინიშნება 10, ან მეტი დღის შემდეგ;
- წამლის ეფექტურობა მცირდება ყინვის პერიოდში გამოყენებისას;
- არ არის რეკომენდებული ჰერბიციდის გამოყენება მცენარეებზე ძლიერი ნამის დროს, რაც ასევე ამცირებს მკურნალობის ეფექტურობას;
- შესაწამლად გამოიყენეთ სპეციალური აღჭურვილობა: რესპირატორი სპეცტანსაცმელი, რეზინის ხელთათმანი, სათვალე და შესაწამლი აპარატურა;
- აუცილებელია სამუშაო ხსნარი მომზადდეს უშუალოდ გამოყენების წინ.
რადგან კლინერი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პრეპარატია, კომპანიის ფერმერთა მომსახურების ცენტრებში კლინერზე სეზონის ბოლომდე ფასი არ გაიზრდება.
დაუკავშირდით ,,აგრონომის“ პროფესიონალ გუნდს კომპანიის ცხელ ხაზზე: 595 522 622
ეწვიეთ კომპანიის მომსახურების ცენტრებს, თქვენთვის სასურველ მისამართზე:
→ თბილისი, დიდუბე, ა.წერეთლის გამზ. N147;
→ ბოლნისი, სულხან-საბას 171ა;
→ თელავის რაიონი, სოფ. რუისპირი;
→ თელავის რაიონი, სოფ. აკურა;
→ საგარეჯო, სოფ. გიორგიწმინდა;
→ ლაგოდეხი, სოფ. ბოლოკიანი;
→ გურჯაანი, წმინდა ნინოს ქ. ხიდის მიმდებარე ტერიტორია;
→ გურჯაანის რაიონი,სოფ. ჩუმლაყი;
→ ზესტაფონი, სტაროსელსკის ქ. N23;
→ ქუთაისი, ნიკეას ქუჩა N19;
→ ქუთაისი, გეგუთი (წყალტუბოს რაიონი სოფ.გეგუთი).
სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „აგრონომი“.
ვებ გვერდი: agronom.com.ge
*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან, ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით.