როგორ ვერბრძოლოთ ქეცს ვაშლის კულტურაში

ვაშლის, ქეცი, მკურნალობა

ქეცი საკმაო ზიანს აყენებს, როგორც ვაშლის კუტურას ასევე ფერმერს, რადგან პროდუქტს უკარგავს სასაქონლო სახეს და უქვეითებს შენახვის უნარს. ამიტომ, აუცილებელია მას პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე ებრძოლოთ.

ქეცის პირველი ნიშნები აპრილიდან ფოთლებზე ჩნდება, მოგვიანებით ნაყოფზე და გრძელდება აგვისტოს ჩათვლით. დაავადებისთვის ხელსაყრელი პირობებია მაღალი ტენიანობა და 20-250C ტემპერატურა.

როგორ აღმოვაჩინოთ ქეცი?

სიმპტომები ფოთოლზე – თავდაპირველად ყვითელი და მოყავისფრო-მომწვანო ლაქები ჩნდება ფოთლის ქვედა მხარეს, შემდეგ ზედა მხარეს. ლაქები ერთიანდება, უხეშდება და ფოთოლი დეფორმირდება. იწყება დაზიანებული ფოთლების ცვენა.

ვაშლი

სიმპტომები ნაყოფზე – ჩნდება ნაყოფის განვითარების ყველა ფაზაში. ნაყოფზე ჩნდება დაფიფქული ადგილები. ფიფქის გაცვენის შემდეგ რჩება ლაქები, რომლებიც ყავისფერია, კორძოვანი და იქერცლება. ნაყოფის ზრდისას ჩნდება ნაპრალები.

ნაყოფის დამსხვილების ფაზაში დაავადებული ნაწილი იგივე ზომის რჩება, ხოლო დანარჩენი ნაწილები ჩვეულებრივ განაგრძობს ზრდას, ამის გამო ვაშლი დეფორმირდება. ძლიერი დაავადებისას ნაყოფი ძირს ცვივა.

ქეცი

ქეცის წინააღმდეგ ბრძოლა

მექანიკური მეთოდი:

მოაცილეთ ხეს დაავადებული ნაწილები, ჩამოცვენილი ფოთლები მოაგროვეთ, დაწვით ან დაამუშავეთ 4-5%-იანი შარდოვანათი.

ქიმიური მეთოდი:

საკმაოდ ეფექტური ფუნგიციდი ვაშლის ქეცის წინააღმდეგ საბრძოლველად არის აფეტი (0.75-1ლ/ჰა). რეზისტენტობის თავიდან აცილების მიზნით აფეტთან ერთად გამოიყენეთ სხვა ქეცის საწინააღმდეგო პრეპარატები ათლეტი (0.3კგ/ჰა), ნანდო (0.75-1ლ/ჰა), სპრინტერი (0.5-0.7კგ/ჰა). (ან სხვა შესაბამისი მონაცემების პრეპრატები).

შეწამვლისას დაიცავით უსაფრთხოების წესები. გამოიყენეთ სპეცტანსაცმელი. არ შეეხოთ პრეპარატს დაუცველი ხელებით. პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.

გირჩევთ:

  • აწარმოეთ დაკვირვება კვირაში ერთხელ, რათა აღმოაჩინოთ ქეცი პირველივე ნიშნებისთანავე;
  • ქეცის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეთ პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე;
  • მოაცილეთ ხეს დაავადებული ნაწილები.

თქვენი რეკლამა