ნუშის ზოგადი დახასიათება და საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი ჯიში

7084 Views Comment Off

ზოგადი დახასიათება

ნუში ეკუთვნის ვარდყვავილოვანთა ოჯახს და ტყემლისებრთა ქვეოჯახს. ნუშის გვარში გაერთიანებულია 40-ზე მეტი სახეობა.

ნუშის ხის სიმაღლე 10 მეტრამდე აღწევს. მისი ფოთლები ძლიერ წააგავს ატმისას. ფოთოლი მოკლე ლენცეტისებრია. ყუნწი მოკლეა, ფოთლის ფუძესთან აქვს 2-4 ჯირკვალი. ვარჯი სხვადასხვაგვარია, მეტწილად არასწორი, ხანდახან განიერპირამიდული.

ნაყოფი ჩვეულებრივი კურკაა, მოთავსებულია მწვანე ან ღია შეფერვის შებუსვილ ნაყოფგარემოში, რომელიც ნაყოფის სიმწიფის პერიოდში იხსნება ნაწიბურის მხრიდან და ნაყოფი თავისუფლდება მისგან. იმ ნაყოფს, რომელიც ვერ ასწრებს დამწიფებას ნაყოფგარემო შედარებით თხელი უვითარდება და სრული სიმწიფის დროსაც კურკას არ სცილდება.

ნაყოფი სხვადასხვა ფორმისაა, მეტწილად მრგვალი, კონუსისებური ან ოვალური. მსხვილი და ბლაგვი წკვერტით. ნაჭუჭი სხვადასხვა სისქისა და სიმკვრივისაა, რომელშიც მოთავსებულია გული, რომელიც დაფარულია ღია-მოყავისფრო კანით.

ნუშის გული მოგრძო-მომრგვალოა და თეთრი ფერისაა. გემოს მიხედვით განასხვავებენ: ტკბილ და მწარე ნუშებს. საინტერესოა ნუშის გარეული სახეობა, ქართული ნაგალა ნუში-Amygdalus georgica, რომელიც საქართველოს სხვადასხვა მხარეშია გავრცელებული, იგი გვხვდება ტირიფონაზე, ნადარბაზევის ქედზე, სამგორისა და უდაბნოს ველზე. ხევებში და ფერდობებზე.

ნუში, სხვა კაკლოვან კულტურებთან შედარებით, უფრო მეტ სითბოს მოითხოვს და მეტი სიმშრალის ამტანია. იგი ფართოდაა გავრცელებული და გამოიყენება როგორც ნედლ ხილად, ისე საკონდიტრო მრეწველობაში და მედიცინაშიც. განსაკუთრებით ძვირფასია ნუშის ზეთი, რომელსაც მრავალმხრივი გამოყებნება აქვს. ნუში ტიპიური სამხრეთის კულტურაა.

მის სამშობლოდ წინა და შუა აზიას თვლიან. ბევრი მკვლევარი მის სამშობოლოდ კავკასიას ასახელებენ. უფრო გვიან ის გავრცელდა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში.

ნუშის ხე ივითარებს ძლიერ ფესვთა სისტემას, ზრდასრული ხის ფესვე დაახლოებით 5-7 მეტრამდე ჩადის ნიადაგში. ფესვის განვითარების ასეთი სიღრმე ნუშს საშუალებას აძლევს გამოიყენოს საკვები ელემენტების და წყლის ის უმცირესი მარაგიც კი, რომელიც სხვა ხეხილისათვის შესაძლოა მიუწვდომელი იყოს.

ეს ფაქტორი ასევე მნიშვნელოვნად განაპირობებს კულტურის გვალვაგამძლეობას. თუმცა მიუხედავად ამ თვისებისა, საწარმოო დანიშნულებით ნუშის წარმოებისას აუცილებელია მისი უზრუნველყოფა ნოყიერი და კარგად დრენირებული ნიადაგებით. ნუში კარგად ვითარდება კირით მდიდარ ნიადაგებზე, ასევე კარგად ვითარდედა მცირედ დამლაშებულ ნიადაგებზეც.

ნუში განსაკუთრებით მგრძნობიარეა ტენისადმი. იგე თანაბრად ვერ იტანს როგორც ჰაერის, ასევე ნიადაგის მაღალ ტენიანობას. ამ დროს ის შეიძლება დაავადდეს ფესვის ყელის სიდამპლით ან ფომოზით.

ნუშის კიდევ ერთ თავისებურებას წარმოადგენს მისი ძლიერი ადრეული ყვავილობა, რაც დაკავშირებულია მისი მოკლე ბუნებრივი შესვენების პერიოდთან. ყვავილობის დაწყება, ისევე როგორც ყველა სხვა ხეხილოვანი კულტურის შემთხვევაში, დამოკიდებულია შინაგან და გარეგან ფაქტორებზე.

ყვავილობისთვის ხელსაყრელი კლიმატური პირობების დადგომის შედეგად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ნუში ჩვენში აყვავებულა შუა ზამთარშიც. რადგან მისი ყვავილობა ხშირ შემთხვევაში დაბალი ტემპერატურის პირობებში მიმდინარეობს, ყვაილობის პერიოდიც გახანგრძლივებულია და საშუალოდ 12-15 დღე გრძელდება. ამიტომაც ნუში ითვლება შედარებით ყინვაგამძლე მცენარედ, რადგან მას შეუძლია დაუზიანებლად გადაიტანოს ტემპერატურის ხანმოკლე დაწევა -22, -25 გრადუსამდე.

საყვავილე კვირტების დიფერენციაცია ნუშის ხეში ხდება წინა წლის ზაფხულში, დაახლოებით 1-1.5 თვით ადრე ნაყოფის დამწიფებამდე. იგი საყვავილე კვირტებს ისხავს მრავალწლიან სანაყოფე თაიგულებზე, მრავალწლიანი სანაყოფე და ერთწლიანი შერეული სახის ტოტებზე.

ნუშის ჯიშების დიდი უმეტესობა თვითსტერილებია და ჯვარედინ დამტვერიანებას მოითხოვენ.

ნაყოფის გამონასკვიდან მომწიფებამდე საჭიროა დაახლოებით 100-200 დღე. ნუშის თესლნერგები მსხმოიარობაში შედიან 4-5 წლიდან, ხოლო ნამყენები მე-3 წლიდან. დაახლოებით 15 წლიანი ნუშის ხე, ნორმალური განვითარების შემთხვევაში სრულმსხმოიარეა, მაგრამ ეს პერიოდი დიდხანს არ გრძელდება.

30-40 წლის ხეები იწყებენ მოსავლის კლებას  და 50-60 წლი შემდეგ თითქმის უნაყოფონი რჩებიან. ეს პერიოდი გაცილებით ადრე უდგება, თუ მას, როგორც სიმშრალის, სითბოსა და განსაკუთრებით სინათლისმოყვარულ ხეხილოვან კულტურას, რომელიმე ამ ფაქტორთაგანი არ ყოფნის.

ამასთანავე საქართველოში, განსაკუთრებით კახეთში ვხვდებით 100 და მეტწლიან ნუშის ხეებს. ზღვის დონიდან სამრეწველო მნიშვნელობით ნუში ვრცელდება დაახლოებით 700-750 მეტრამდე, თუმცა ამაზე მაღალ ადგილებში იგი საკმაოდ კარგად გრძნობს თავს და მოსავალსაც იძლევა.

სხვა კულტურათა შორის ნუშის (Prunus dulcis)  კულტურა ქართულ, უძველეს ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია ჯერ კიდევ ჩ.წ.აღრიცხვამდე სამი ათასი წლის წინ,  რაც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, ოდითგანვე არსებულ განსაკუთრებულ დაინტერესებაზე ამ კულტურისადმი, რომელიც განპირობებულია ნუშის ნაყოფების სასაქონლო – სამეურნეო და კვებითი ღირებულებებით. კულტურის მოხმარების ფართო სპექტრი და გავრცელების შეზღუდული არეალი კიდევ უფრო აქტუალურს ხდის კულტურისადმი ინტერესს.

საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი ჯიში

საზოგადო სახელი:  ნუში

სახეობის სახელწოდება:  Prunus dulcis (Mill.) D.A.Webb

ჯიშის სახელწოდება:Prunus dulcis  ‘Gika’ – გიკა

წარმოშობააღმოსავლეთ საქართველო, კახეთის რეგიონი.

მოკლეა ღწერა:
ხის ზრდის  სიძლიერე:საშუალოზე ძლიერი ზრდის.
ვარჯის ფორმა:კომპაქტური და პირამიდული ფორმის.
ყვავილობა:გვიანმოყვავილე.
ნაყოფი:საშუალოზომის, ნაჭუჭითხელია (1,0 მმ), საშუალო სიმაგრის.
ნაყოფის ზომა:31X20X13მმ
ნაყოფის მასა: საშუალო მასა 2,0 გრამი.
გულის გამოსავლიანობა:48,0 %.
ცხიმის შემცველობა:55%.
მოსავლიანობა:10-11 კგ/ხე.
კრეფის პერიოდი:აგვისტოსბოლოს.
დღევანდელი მდგომარეობა:გვხდება საკოლექციო ნარგაობებში.
დამატებითი ინფორმაცია:  გვალვაგამძლე.

წყაროები: ი. ვასაძე, ნ. შენგელია, ნ. მიქაძე, ნ. მიროტაძე და სხვა. საქართველოს კაკლოვანი კულტურები 2004.

საზოგადოსახელი:ნუში

სახეობის სახელწოდება:Prunus dulcis (Mill.) D.A.Webb

ჯიშის სახელწოდება: Prunus dulcis  ‘Tkelnachucha’ –  თხელნაჭუჭა

წარმოშობააღმოსავლეთ საქართველო, ქართლის რეგიონი.

მოკლეაღწერა:
ხის ზრდის  სიძლიერე:საშუალო ზრდის.
ვარჯის ფორმა:კომპაქტური და ელიფსური ფორმის.
ყვავილობა:გვიან მოყვავილე.
ნაყოფი:საშუალო ზომის, ნაჭუჭი სქელია, ადვილად მტვრევადი.
ნაყოფის ზომა:36x22x14მმ.
ნაყოფის მასა: საშუალო მასა 2,2გრამი.
გულის გამოსავლიანობა:63-64%.
ცხიმის შემცველობა:58%.
მოსავლიანობა:7-8 კგ/ხე.
კრეფის პერიოდი:აგვისტოს ბოლოს.
დღევანდელი მდგომარეობა:ნერგი და ნაყოფი ხელმისაწვდომია ფერმერულ მეურნეობებში.
დამატებითი ინფორმაცია:  გვალვაგამძლეა, ხასიათდება კარგი გემოთი.

წყაროები: ი. ვასაძე, ნ. შენგელია, ნ. მიქაძე, ნ. მიროტაძედასხვ.,საქართველოს კაკლოვანი კულტურები 2004 წ.

საზოგადოსახელი:ნუში

სახეობის სახელწოდება:Prunus dulcis (Mill.) D.A.Webb

ჯიშის სახელწოდება:Prunus dulcis  ‘Lisi’ – ლისი

წარმოშობააღმოსავლეთ საქართველო, თბილისის შემოგარენი.

მოკლეაღწერა:
ხის ზრდის  სიძლიერე:საშუალოზე ძლიერი ზრდის.
ვარჯის ფორმა:კომპაქტური და პირამიდული ფორმის.
ყვავილობა:საშუალო ვადებში მოყვავილე
ნაყოფი:საშუალო ზომის, ნაჭუჭი თხელია 1,0მმ, საშუალო სიმაგრის.
ნაყოფის ზომა:31X20X13მმ
ნაყოფის მასა: საშუალო მასა 2,0 გრამი.
გულის გამოსავლიანობა:48,0%,.
ცხიმის შემცველობა:51 %
მოსავლიანობა:10-11  კგ/ხე.
კრეფის პერიოდი: აგვისტოს ბოლოს.
დღევანდელი მდგომარეობანერგი და ნაყოფი ხელმისაწვდომია ფერმერულ მეურნეობებში.
დამატებითი ინფორმაცია:  გვალვაგამძლე.

წყაროები:ი.ვასაძე,ნ. შენგელია, ნ. მიქაძე, ნ. მიროტაძედასხვ.,საქართველოს კაკლოვანი კულტურები 2004 წ.

საზოგადო სახელი: ნუში
სახეობის სახელწოდება: Prunus dulcis (Mill.) D.A.Webb

ჯიშის სახელწოდება: Prunus dulcis  ‘Shakhara’ – შაქარა

წარმოშობა: აღმოსავლეთ საქართველო, კახეთის რეგიონი (დედოფლისწყაროს რ-ნი).

მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ვარჯის ფორმა: კომპაქტური და ელიფსური ფორმის.
ყვავილობა: საშუალო პერიოდის მოყვავილე.
ნაყოფი: საშუალო ზომის, ნაჭუჭი სქელი, ადვილადმტვრევადი.
ნაყოფის ზომა:20x17x13მმ.
ნაყოფის მასა: საშუალო მასა 1,4-1,5გრამი.
გულის გამოსავლიანობა:46%.
ცხიმის შემცველობა:53%.
მოსავლიანობა:11-12 კგ/ხე.
კრეფის პერიოდი: აგვისტოს ბოლოს.
დღევანდელი მდგომარეობა: ცალკეული ხეების სახით არის შემორჩენილი
დამატებითი ინფორმაცია: გვალვაგამძლე.

წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი. საქართველოს მეხილეობა, ტ. IV, 1978 წ.

საზოგადო სახელი: ნუში
სახეობის სახელწოდება: Prunus dulcis (Mill.) D.A.Webb

ჯიშის სახელწოდება: Prunus dulcis  ‘Shirakhula’ – შირაქულა

წარმოშობა: აღმოსავლეთ საქართველო, კახეთის რეგიონი (დედოფლისწყაროს რ-ნი).

მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ვარჯის ფორმა: კომპაქტური და ელიფსური ფორმის.
ყვავილობა: გვიან მოყვავილე.
ნაყოფი: საშუალო ზომის, ნაჭუჭისქელი, ადვილად მტვრევადი.
ნაყოფის ზომა:27x17x14მმ.
ნაყოფის მასა: საშუალო მასა 1,4-1,5გრამი.
გულის გამოსავლიანობა:49%.
ცხიმის შემცველობა:54%
მოსავლიანობა:10-12 კგ/ხე.
კრეფის პერიოდი: აგვისტოს ბოლოს.
დღევანდელი მდგომარეობა: ცალკეული ხეების სახით გვხვდება
დამატებითი ინფორმაცია: გვალვაგამძლე, ხასიათდება კარგი საგემოვნო თვისებებით.

წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი. საქართველოს მეხილეობა, ტ. IV, 1978 წ.

საზოგადო სახელი: ნუში

სახეობის სახელწოდება: Prunus dulcis (Mill.) D.A.Webb

ჯიშის სახელწოდება: Prunus dulcis  ‘Dzegvuri’ – ძეგვური

წარმოშობა: აღმოსავლეთ საქართველო, ქართლის რეგიონი.

მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: საშუალო ზრდის.
ვარჯის ფორმა: კომპაქტური და ელიფსური ფორმის.
ყვავილობა: გვიანმოყვავილე.
ნაყოფი: საშუალო ზომის, ნაჭუჭი სქელი
ნაყოფის ზომა: 31x17x16მმ.
ნაყოფის მასა: საშუალო მასა 4,2გრამი.
გულის გამოსავლიანობა:37%.
ცხიმის შემცველობა:64 %.
მოსავლიანობა: 8–10 კგ/ხე.
კრეფის პერიოდი: აგვისტოს მეორე ნახევარში.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება საკოლექციო ნარგაობებში
დამატებითი ინფორმაცია: გვალვაგამძლეა, ხასიათდება კარგი საგემოვნო თვისებებით.

წყაროები: ი. ვასაძე, ნ. შენგელია, ნ. მიქაძე, ნ. მიროტაძე და სხვ.,საქართველოს კაკლოვანი კულტურები, საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება.

იხილეთ აგრეთვე: ნუშის გამრავლება, ბაღის გაშენება, ტექნოლოგიური რუკა

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1333 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB