წიგნის მიზანია, მიაწოდოს მკითხველს კომპლექსური ინფორმაცია ხეხილის ახალი ჯიშების შესახებ.
საქართველო ხეხილოვან კულტურათა წარმოშობის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი კერაა, სადაც თავმოყრილია ავტოქტონური ჯიშების, კლონების, ველური ფორმების და სახეობების დიდი მრავალფეროვნება; მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მეხილეობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე, ხილის მოსავლიანობის გადიდების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ჯიშობრივი შემადგენლობის განახლებას და სრულყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ნაშრომში თავმოყრილია მნიშვნელოვანი სამეცნიერო-პრაქტიკული ხასიათის მასალები ჯიშების ბიოლოგიურ-კომერციული თავისებურებების, ნაყოფის პომოლოგიური ნიშნების, სიმწიფის და მოსავლის აღების პერიოდების, გავრცელების პოტენციალისა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების ირგვლივ.
წიგნი გამიზნულია მეხილეობის სექტორში მომუშავე მეცნიერების, ფერმერების, აგრონომების, სპეციალისტების, აგროკონსულტანტების, სტუდენტების, მოყვარული მებაღეებისა და სხვა დაინტერესებული პირების ფართო წრისთვის.
დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ