ვოლტერ ჰილტონის ვორქშოპები — ქართველი ვეტერინარებისთვის

74 Views Comment Off

8 ნოემბერს «მომავლის ფერმერმა» ACDI/VOCA «ფერმერი ფერმერს» პროგრამის მოწვევით ჩაატარა სერტიფიცირებული ვორქშოპი აჭარის რეგიონში ბათუმის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტების ვეტერინარებისთვის.

ვორქშოპის ფარგლებში მოეწყო პრაქტიკული გასვლა ხელვაჩაურის ფერმერულ მეურნეობაში.

3 ნოემბერს, ვორქშოპი კახეთის მუნიციპალიტეტის ვეტერინარებისა და ვეტერინარული აფთიაქების მფლობელებისათვის ჩატარდა.

ვორქშოპის მონაწილეებისთვის მოეწყო სასწავლო ექსკურსია «ბიოტეკსის» ბაზაზე, სადაც ისინი ვეტერინარული პრეპარატების წარმოებისა და ლაბორატორიის სამუშაო პროცესს გაეცნენ.

ვორქშოპი ჩატარდა მომავლის ფერმერისა და პროექტ MOLI-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში. პროექტს MOLI კახეთში ახორციელებს შვეიცარული ორგანიზაცია HEKS/EPER — ი შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით.

vetrinar_kaxeTi_3004554444047112571

შეგახსებეთ რომ, 2 ნოემბერსაც «მომავლის ფერმერმა» ACDI/VOCA ამავე პროგრამის მოწვევით ჩაატარა პრაქტიკული სწავლება ახალციხის მუნიციპალიტეტის ფერმერებისა და ვეტერინარებისათვის.

სწავლება ჩატარდა სოფელ წნისში, მეცხოველე ფერმერის მეურნეობის ბაზაზე.

როგორც მოგეხსენებათ, მეცხოველე ფერმერებისა და ვეტერინარებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია რეპროდუქციისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების, ასევე, რესპირატორული და კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებების საკითხები.

vorshop_aWara_411117445035

აღნიშნულ სწავლებას გაუძღვა პენსილვანიის უნივერსიტეტის ვეტერინარიის დოქტორი ვოლტერ ჰილტონი, რომელსაც ვეტერინარიისა და ცხოველთა კვების საკითხებში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან 2002 წლიდან მუშაობს.

მასალა მოგვაწოდა „მომავლის ფერმერმა“

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1246 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1309 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB