ნაკადულის კალმახის გადასარჩენად საშენი მეურნეობა მოეწყო

922 Views

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გადაშენების პირას მყოფი ნაკადულის კალმახის საშენი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ესწრებოდნენ.

საქართველოს ჰიდრო-ენერგო სექტორში მოქმედმა კომპანიებმა, ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ნაკადულის კალმახის გადასარჩენად, 300 000 ლარით დააფინანსეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობის, ნაკადულის კალმახის საშენის პროექტი.

2016 წლის სექტემბერში, ეროვნულმა საშენმა მეურნეობამ, მოწყვლადი სახეობის გადასარჩენი პროექტი წამოიწყო.

საჩხერის მუნიციპალიტეტში, დაბა კვერეთში ნაკადულის კალმახის საშენი მეურნეობა მოეწყო, სადაც ნაკადულის კალმახის 130-მდე ეგზემპლარია შეყვანილი და თევზის ქვირითის ინკუბატორია დამონტაჟებული.

უახლოეს  მომავალში საკალმახეში მოეწყობა  ტბორები, წყლის ფილტრაციის სისტემა და საქვირითე ინკუბატორი გაკეთდება.

575Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB