შავი ზღვის ორაგული (Black Sea salmon, Salmo labrax) ბინადრობს შავ ზღვაში. მისი სიგრძე 115 სმ-მდეა, წონა-24 კგ-მდე.
ზურგი მუქი ნაცრისფერი აქვს. გვერდები და მუცლის მხარე მოვერცხლისფერო თეთრი. სხეულზე განლაგებული ლაქების რაოდენობა მეტად ცვალებადია. ზოგს ლაქები მრავლად ააქვს, ზოგს სრულად არ გააჩნიათ.
ყბებზე, ენაზე, სასაზე, სახნისის ძვალზე კბილები აქვთ განლაგებული. ზურგის ფარფლზე მცირე მუქი ლაქების რამდენიმე მწკრივია. ყბებზე კი მეჩხერი და მსხვილი მრგვალი მუქი ლაქები. წყვილი ფარფლები და ანალური ფარფლის ფუძეები მოვარდისფეროა. კუდის ფარფლი ოდნავ ამოკვეთილი ან სწორი აქვს.
საქართველოს სანაპიროებთან გვხდება ყველგან, ტოფობისათვის შედის შემდეგ მდინარეებში: ჭოროხში, მაჭახელაში, კინტრიშში, ენგურში, კოდორში, შავწყალაში, ბზიფში.
ქვირითის დაყრა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დეკემბრის ბოლომდე გრძელდება, ამ პერიოდში წყლის ტემპერატურა 8–დან 180C-მდე მერყეობს.
ქვირითის დასაყრელად ორაგული ეტანება ქვა – ქვიშიან ჩქერებს, სადაც თავდაპირველად მდედრები შედიან, მხოლოდ შემდგომში მამლები ამზადებენ საქვირითე ორმოს. ბუდის ზომა საკმაოდ დიდია სიგრძით 1,5 მ სიგანით 1მ–მდე, ხოლო სიღმით 0.4 მ–მდე.
1კგ..მდედრის წონაზე, საშუალოდ 1000 ცალი 4–6 მმ ქვირითი მოდის. (ერთ ზრდასრულ მდედრზე 4–6 ათასი); ტოფობისას წყლის ტემპერატურა 9–100C. ტოლია.
ქვირითობის შემდგომ მდედრი მდინარის დინების მეშვეობით უბრუნდება ზღვას, ხოლო მამრი 2–3 დღე ბუდესთან რჩება იცავს.
ქვირითის ინკუბაციის პერიოდი წყლის ტემპერატურიდან გამომდინარე. 9-100C-ზე 47–50 დღეში, ხოლო 2–30C-ზე 90–120 დღე გრძელდება.
ავტორები: ოთარ ობოლაძე, რევაზ ხითარიშვილი / თევზის მომშენებელი; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი/
იხილეთ აგრეთვე: ნაკადულის კალმახი – საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობა