ესპანელები ქართული ღორის სანაშენე მეურნეობებს შექმნიან

343 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე,საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ესპანელ ბიზნესმენებს — ,,Deraza Iberico’’-ს პრეზიდენტსა და კომერციულ დირექტორს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერი-კვლევითიცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს უფროსი გიორგი მიშელაძე.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მეღორეობის დარგის განვითრება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოში და ამ დარგს განვითრების დიდი პერსპექტივა აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია კახური ღორის ჯიში რომელიც გამოირჩევა მაღალი გემოვნური და პროდუქტიული ნიშან თვისებებით.

,,Deraza Iberico’’ ესპანური კომპანიაა რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს მეღორეობის დარგში და მისი პროდუქცია ფართოდაა წარმოდგენილი ევროპის და სხვა ბაზრებზე.

სტუმრებმა გამოთქვეს დაინტერესება ქართული ღორის მოშენებაზე და სამომავლოდ ღორის ხორცის როგორც ადგილობრივ ასევე უცხოური ბაზრების მომარაგებაზე. მათი აზრით, უნდა მოხდეს ღორის ბუნებრივ სივრცეში გაზრდა და ნაკლები დანახარჯებით ხარისხიანი ხორცპროდუქტების მიღება.

თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ,,Deraza Iberico’’-ს შორის გაფორმდა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი. შეთანხმების ფარგლებში ესპანური მხარე ხელს შეუწყობს ქართული ღორის სანაშენე მეურნეობის შექმნასა და მის განვითარებას.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB