გვჭირდება თუ არა აგრარული საინფორმაციო საშუალებები

239 Views Comment Off

აგრარული თვალსაზრისით განვითარებულ ქვეყნებს თუ გადავხედავთ, ერთ მნიშვნელოვან გარემოებას აღმოვაჩენთ, თვეითეულ ამ ქვეყანაში, მრავლადაა საინფორმაციო — ანალიტკიური, დარგობრივი საშუალებები.

ამ ქვეყნებში, აგრარული მედიასპექტრი მრავალფეროვანია, ვებ და ბეჭდური მედია, საუნივერსიტეტო გამოცემები, სატელევიზიო გადაცემები თუ სულაც სატელევიზიო არხები.

საქართველოში ამ მხრივ აშკარად კრიზისია, თითზე ჩამოსათვლელი, დარგობრივი მედია საშუალებები უპატრონოდაა მიტოვებული, არც სახელმწიფო, არც საერთაშორისო და არც ადგილობრივი არასამთავრებო ორგანიზაციები (მცირე გამონაკლისის გარდა) არანაირ მონაწილეობას არ იღებენ დარგობრივი მედიის განვითარებაში.

უფრო მეტიც, ორგანიზაციები, რომლებიც თანხებს სწორედ ფერმერებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში იღებენ, საერთოდ არ იყენებენ არსებულ დარგობრივ რესურს — მიუხედავად იმისა, რომ მიზნობრივი ჯგუფი, ძირითადად სწორედ ამ მედია საშუალებებით იღებს ინფორმაციებს.

სოფლის მეურნეობის და ზოგადად სასოფლო დასახლებების განვითარება, არსად არ მომხდარა ინფორმაციული უზრუნველყოფის გარეშე, მითუმეტეს უნდა გავთვალისწინოთ ქართული რეალობა — სპეციალისტების, განათლების, მარკეტინგული უნარების და ახალი ტექნოლოგიების ცნობადობის ნაკლებობა.

კარგია ექსტენციის ცენტრები, მაგრამ როგორია მათი ინფორმაციის გავრცელების ეფექტურობა? რამდენმა დაინტერესებულმა ადამიანმა შეიძლება მიიღოს მათგან საჭირო ინფორმაცია თვეში?

ექსტენციის ცენტრი არ არის დარგობრივი მედიის ალტერნატივა, პირიქით ისინი უნდა თანამშრომლობდნენ და ავსებდნენ ერთმანეთს ფერმერთა საკეთილდღეოდ.

დარგობრივ მედიას არ აქვს ე.წ ცხელი თემები, შესაბამისად მის რეიტინგს მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენლები განაპირობებენ, თუმცა საქართველოში მცირე ბიზნესი და მითუმეტეს ფერმერი ჯერ არ არის მზად ფული გადაიხადოს ინფორმაციაში ან რეკლამაში, ჯერ უნდა განვითარდეს წარმოება და ბაზარი.

წარმოებისა და ბაზრის განვითარებისთვის კი საჭიროა ინფორმაცია!

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1360 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB