ეკოლოგიური პროდუქტების რესტორანი სათბურში

ეკო, პროდუქტები

De Kas – ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური რესტორანია ევროპაში, ის განთავსებულია სათბურში, რომელიც პრაქტიკულად ამსტერდამის ცენტრში (Frankendael Park) მდებარეობს.

სათბური ააშენეს 1926 წელს იმ მიზნით, რომ სავადმყოფოები და საბავშვო ბაღები ახალი ბოსტნეულით მოემარაგებინათ.

გარკვეული დროის განმავლობაში სათბური აღარ გამოიყენებოდა და 2000 წელს მის აღება გადაწყდა.

თუმცა ჰერტ იან ჰაგემანმა (Gert Jan Hageman) ხელისუფლებას შესთავაზა პროექტი, ქალაქმა ბიზნესმენს სათბური სიმბოლურ ფასად გადასცა და მან დაიწყო პროექტის განხორცილება.

rest_saTburi_eco_01665999934333339071

პროექტის მიხედვით სათბურში რესტორანი (De Kas) განთავსდა.

rest_saTburi_eco_0263300094848444472

De Kas – ის სამზარეულოს მთავარი გამორჩეულობაა იმაშია, რომ ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული, მწვანილი, ხილი და კერძებისთვის საჭირო ბაღჩეული, თუ  სხვა საკვები მცენარეული კულტურები იქვე მოჰყავთ.

rest_saTburi_eco_04994544585950505984

გარდა ამისა, იმის გამო, რომ De Kas არ გახლავთ ვეგეტარიანული რესტორანი და მენიუში ხორცის კერძებიც საკმაოდ არის წარმოდგენილი, რესტორანი რამდენიმე კილომეტრში განთავსებული ფერმერული მეურნეობიდან, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით მარაგდება.

rest_saTburi_eco_0393443228373533304173

თქვენი რეკლამა