რიგ ქვეყნებში ბრაზილიური ხორცის შეტანა შეიზღუდა

147 Views

ბრაზილიის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, 21 მსხვილი კომპანიის ხორცის ექსპორტი აკრძალა, იტყობინება ადგილობრივი ტელეარხი „Globo“.

სანქციები გამოიწვია კომპანიების ხელმძღვანელობის მიერ, სანიტარული ნორმების დარღვევამ და ვადაგასული პროდუქტის ექსპორტირებამ.

სანიტარული ნორმების დარღვევა, მთელ რიგ ქვეყნებში, ბრაზიული ხორცის შეტანის შეზღუდვის მიზეზი გახდა. ამის შესახებ უკვე განაცხადეს ევროკავშირის ქვეყნებმა, სამხრეთ კორეამ, ჩილემ და ჩინეთმა.

აკრძალვა შეეხო საქონლისა და ფრინველის ხორცს. 2016 წელს ამ ქვეყნებზე ბრაზილიური ხორცის ექსპორტის 27% მოდიოდა. მთლიანად ბრაზილიიდან ხორცი მსოფლიოს 150 ქვეყანას მიეწოდება.

მიუხედავად სანქციებისა, ბრაზილიის ხელისუფლებას, სანიტარული ნორმების დარღვევაში მხილებული კომპანიების, წარმოებული პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია არ აუკრძალავს.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB