ქართული ორგანული სასუქი „ორგანიკა“ აზერბაიჯანის სახელმწიფო პროგრამაში

328 Views

აზერბაიჯანის სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, გადავიდეს ორგანულ მეურნეობაზე და შეცვალოს მიდგომა, რომლითაც ამ დრომდე მოიწევდნენ პროდუქტს.

დასაწყისში აღვნიშნავთ, რომ სოფლის მეურნეობის სტრუქტურა ამ ქვეყანაში ქართული მოდელისგან განსხვავებულია. ფერმერთა უმეტესობა ქმნის კოოპერატივებს, რომლებიც ერთიანდებიან აგრო სახლებში და ბოლოს, სახელმწიფოსთან ერთად, ერთიანი ძალებით ატარებენ პოლიტიკას, რომლის მიზანი პროდუქტიულობის და, დღეს უკვე, ხარისხის ამაღლებაა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აზერბაიჯანელი ფერმერები თავიანთ ნაკვეთებს ბიომეურნეობაზე გადაიყვანენ. შემუშავდა პროგრამა, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობა, გარდა მენეჯმენტისა, ხარჯების დაფარვის მიმართულებით 70%-ზე მეტია.

ამ პროგრამის ფარგლებში მეურნეობების მოვლა-მოყვანის ძირითად საშუალებად ქართული წარმოების თხევადი ორგანული სასუქი „ორგანიკა“ შეირჩა.

კომპანია „ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი“ „ორგანიკით“ ბაზარზე უკვე 11 წელია პოზიციონირებს და წარმატებით გამოიყენებს მას როგორც ორგანულ ისე შერეულ მეურნეობებში.

„ორგანიკა“ აზერბაიჯანში ექსპორტზე მეორედ გადის, ამჯერად, უფრო ფართო მასშტაბებით.

თუ რა სახით ინერგება „ორგანიკა“ მეზობელ ქვეყანაში, როგრია მოქმედების სქემა და რა შედეგებს მოუტანს ეს ექსპორტი კომპანიას, „ბიოაგროს“ ტექნიკური დირექტორი, ოლეგ ცირეკიძე ისაუბრებს.

იხილეთ ვიდეო.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB