საშემოდგომო ხორბლის თესვა უნდა ჩატარდეს ოქტომბერ-ნოემბერში, საგაზაფხულო ხორბლის კი აპრილის თვეში.
ხორბლისთვის სასურველია მოხდეს ისეთი ფართობის შერჩევა სადაც წინა წლებში არ იყო კულტივირებული მარცვლოვანი კულტურები.
ფართობის შერჩევის შემდეგ:
→ ნიადაგის სახნავ ფენაში ჩატარდეს ბიოლოგიური და ქიმიური ანალიზი;
→ ნიადაგის დამუშავება უნდა მოხდეს აგროწესების დაცვით. (სასურველია ნიადაგი დამუშავდეს ჩიზელით);
→ ნიადაგის ქიმიური ანალიზის საფუძველზე შეირჩეს სასუქის (ორგანიკა) დოზა;
→ კლიმატური მოთხოვნების მიხედვით უმჯობესია შეირჩეს ადაპტირებული (შეჩვეული) ხორბლის ჯიშების სტანდარტული სათესლე მასალა;
→ მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ და აღმოცენების გაუმჯობესების მიზნით, სათესლე მასალა წინასწარ უნდა დამუშავდეს ბიოპრეპარატებისა (ლეპიდინი, ბიოკატენა, ფიტოკატენა) და სასუქის (ორგანიკა) 2%-იანი კომბინირებული ნაზავით.
ნიადაგის ნაყოფიერებიდან გამომდინარე, თესვისას ან თესვამდე, ყოველ ერთ ჰექტარზე უნდა შევიტანოთ 3-6 ტომარა ორგანულ-მინერალური სასუქი ბიომიქსი.
გამოკვება
• პირველი ფოთლოვანი გამოკვება: 3-4 ფოთლის ფაზაში, ყოველ ერთ ჰექტარ ფართობზე 5 ლიტრი ორგანიკა + 5 ლიტრი ბიოკატენა (ფესვის სიდამპლეების შემთხვევაში);
• მეორე ფოთლოვანი გამოკვება: ბარტყობის ფაზის დაწყებამდე (პირველი გამოკვებიდან დაახლოებით 20 დღის შემდეგ), ყოველ ერთ ჰექტარ ფართობზე 5-7 ლიტრი ორგანიკა + 5 ლიტრი ლეპიდინი (ბუგრების არსებობის შემთხვევაში);
• მესამე ფოთლოვანი გამოკვება: აღერების ფაზაში, ორგანული სასუქის ყოველ ერთ ჰექტარ ფართობზე 5 ლიტრი ორგანიკა + 5 ფიტოკატენა (ჟანგებისა და სეპტორიოზის წინააღმდეგ).
ხორბალზე გავრცელებული მავნე ორგანიზმებიდან მნიშვნელოვანია:
დაავადებები: გუდაფშუტები, ჟანგები, ფესვის სიდამპლეები, ფუზარიოზი, სეპტორიოზი ასევე ბაქტერიული დაავადებები.
მავნებლები: პურის ბზუალა, მავნე კუსებურა, ჭიაწურბელა, პურის ხოჭო და ბუგრები.
ხორბლის მოსავლის აღება უნდა მოხდეს აგროწესების დაცვით რათა ადგილი არ ჰქონდეს მოსავლის დანაკარგებს და თავიდან ავიცილოთ დამატებითი ინფექციის წყარო – ნაგერალას სახით.
სტატია მოგვაწოდა მცენარეთა ბილოგიური დაცვის ცენტრმა „ბიოაგრო“.
გამოყენებული ბიოლოგიური საშუალებების შესაძენად და სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: http://bioagro.ge/
*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ ზემოთ მოცემული ბმულით.