წინასწარ მომზადებულ ნიადაგში, განოყიერების მიზნით, შევიტანით თხევადი ორგანული სასუქი „ორგანიკა“ საშუალოდ ერთ ჰექტარზე 30-40 ლიტრი (დასხურების წესით).
ჩითილების გამოსაყვანად აუცილებელია პამიდორის, ბადრიჯანის და წიწაკის თესლი დამუშავდეს „ორგანიკის“ 1-1,5%-იანი სამუშაო ხსნარში, რისთვისაც ერთ ლიტრ წყალში უნდა გაიხსნას 10-15 მილილიტრი სასუქი და მასში თესლი ჩალბეს 10-12 საათის განმავლობაში.
ჩითილების გადარგვისას თითოეულ ძირს დაუსხით 150-200 მლ. ორგანიკას 2%-იანი სამუშაო ხსნარი.
პირველი წამლობა: უნდა ჩატარდეს ჩითილების 2-4 ნამდვილი ფოთლის ფაზაში, ფიტოფტოროზისა და ფესვის სიდიდამპლის წინააღმდეგ, ფიტოკატენასა და ბიოკატენას 2 %-იანი კომბინირებული ნაზავით/
მეორე წამლობა: ტარდება ჩითილებს გადარგვიდან 10-15 დღეში, დავადებების – ფიტოფტოროზის, ალტერნარიოზის, სეპტორიოზის, ფომოფსისის და ფესვის სიდამპლის წინააღმდეგ 1%-იანი ფიტოკატენას და ბიოკატენას კომბინირებული ნაზავით, ხოლო მცენარეთა გამოკვების მიზნით ფესვებში უნდა მიეწოდოს „ორგანიკას“ 2%-იანი ნაზავი (წვეთოვანი მორწყვით ან ხელით)
მესამე წამლობა: ტარდება ყვავილობის დაწყების ფაზაში, იგივე პრეპარატების კომბინირებული ნაზავის გამოყენებით.
მეოთხე წამლობა: ტარდება ნაყოფების გამონასკვის ფაზაში 2 %-იანი ფიტოკატენა + 2 %-იანი ბიოინსექტიციდი ლეპიდინი (ბუგრების წინააღმდეგ) +1%-იანი ბორდოს ნარევი ან რომელიმე კონტაქტური მოქმედების სპილენძის შემცველი ფუნგიციდი.
მეხუთე წამლობა: ტარდება მეხუთე მე-4-ე წამლობიდან 7-8 დღის შემდეგ ზემოთ ჩამოთვლილი ბიოპრეპარატებისა და სპილენძის შემცველი ფუნგიციდის კომბინირებული ნაზავით.
მეექვსე წამლობა: ტარდება მე-5-ე წამლობიდან 7-8 დღის შემდეგ, ზემოთ ჩამოთვლი ბიოპრეპარატებისა და სპილენძის შემცველი ფუნგიციდის კომბინირებული ნაზავით.
მეშვიდე წამლობა: ტარდება ნაყოფების სიმწიფეში შესვლის ფაზაში, დაავადებების – ფიტოფტოროზის, სეპტორიოზის, ალტერნარიოზის, ფომოფსისის და ბაქტერიოზის წინააღმდეგ; მავნებლების- ბუგრების, ფრთათეთრას, კოლოფის ჭიის და პომიდორის ჩრჩილის წინააღმდეგ, ფიტოკატენა+აგროკატენა+ლეპიდინის 2%-იანი კომბინირებული ნაზავით.
მერვე წამლობა: ტარდება ნაყოფების სიმწიფის ფაზაში, დაავადებების – ფიტოფტოროზის, ალტერნარიოზის, სეპტორიოზის და სიდამპლეების წინააღმდეგ; მავნებლების- კოლოოფის ჭია, ბუგრების, ფრთათეთრას და პამიდორის ჩრჩილის წინააღმდეგ იგივე პრეპარატების კომბინირებული ნაზავით.
შენიშვნა: ყოველი წამლობის წინ საჭიროა ჩატარდეს ფართობის ფიტოსანიტარული მონიტორინგი. წამლობათა შორის შუალედი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე.
წამლობები უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში, სასურველია მთვარის კალენდრის მიხედვით.
გამოყენებული ბიოლოგიური საშუალებების შესახებ და სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით (დაკლიკეთ) ბმულზე: http://bioagro.ge
*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან. ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით.