„აგრომეურნეობის მომავალი პროცესების მექანიზაციაა“ – ზოლტან სომბათი, Pellenc-ის წარმომადგენელი

ტექნიკა

დღეს წვრილმანი თუ მასშტაბური აგროსამუშაოები ძირითადად ხელსაწყოებისა და ტექნიკის დახმარებით სრულდება, რაც არა მხოლოდ ამარტივებს და აჩქარებს პროცესებს, არამედ ზრდის წარმოების ხარისხს. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობას ხაზს უსვამს Pellenc-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ექსპორტის მენეჯერი, ზოლტან სომბათიც და აღნიშნავს, რომ აგრომეურნეობის განვითარების უალტერნატივო გზას პროცესების მექანიზაცია წარმოადგენს:

„დღეს ახალგაზრდებს აღარ სურთ ფიზიკურად მუშაობა, იმ ადამიანთა მოძიებაც, რომლებიც ამ ტიპის სამუშაოს შეასრულებენ, სულ უფრო რთულდება. აგრომეურნეობის მომავალი პროცესების მექანიზაციაა და ამას გვერდს ვერ ავუვლით. ამიტომ აუცილებელია, ფერმერებს მივაწოდოთ თანამედროვე პროდუქტები, რისი მეშვეობითაც ისინი გაიმარტივებენ სამუშაო პროცესს. შედეგად, შესაძლებელი გახდება დაზოგილი დრო და ძალისხმევა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისკენ მიმართონ“, – ამბობს ის.

Pellenc ფრანგული კომპანიაა, რომელიც ვენახისა და ბაღისთვის განკუთვნილ, Li-on-ის ელემენტებით აღჭურვილ პროფესიულ ელექტრო ხელსაწყოებს აწარმოებს. ის, ასევე, ქმნის სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოსავლის ამღებ ტექნიკასა და ღვინის საწარმოო ინვენტარს. მძლავრი, მსუბუქი, მარტივად სამართავი, კომპაქტური, ერგონომიული და ეკონომიური – ეს ის ზოგადი მახასიათებლებია, რომლებიც Pellenc-ის პროდუქტების ინოვაციურობას განაპირობებს. 

„Pellenc-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაცია და ისეთი პროდუქტების წარმოებაა, რომლებიც მომხმარებლებს პროფესიულ ცხოვრებას გაუმარტივებს. იმისათვის, რომ ამგვარი ხელსაწყოები და ტექნიკა შევქმნათ, მუდმივად ვითვალისწინებთ ფერმერებისგან მიღებულ უკუკავშირს და ვცდილობთ შევთავაზოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც მაქსიმალურად იქნება მათ საჭიროებებზე მორგებული და უზრუნველყოფს წარმოების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას“, – აღნიშნავს ზოლტან სომბათი.

მე-8 წელია, Pellenc-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფეროა“. ამდენივე წელია, რაც ქართველი ფერმერები ბრენდის პროდუქციას იცნობენ და აქტიურად იყენებენ ყოველდღიურ საქმიანობაში. ყველაზე დიდი პოპულარობით საქართველოში Pellenc-ის ვაზის ელექტრო დამაკავებელი, ელექტრო სასხლავი მაკრატელი, ვენახის კომბაინი და ღვინის საწარმოო ინვენტარი სარგებლობს. არცთუ ისე დიდი ხანია, რაც „აგროსფერომ“ ხელმისაწვდომი გახადა ნუშისა და ზეთისხილის ინოვაციური კომბაინიც. თუკი გსურთ, უკეთ გაიცნოთ Pellenc-ის პროდუქცია, ეწვიეთ „აგროსფეროს მაღაზიათა ქსელს ან მის ონლაინ პლატფორმას.

თქვენი რეკლამა